მაიკ პომპეო 17 ნოემბერს საქართველოს ეწვევა

საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფომაციით, ვიზიტი 17-18 ნოემბერს შედგება.

სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

“საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში.

ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. მხარეები, ასევე, განიხილავენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს,”- აცხადებს სამინისტრო.

მათივე თქმით, ქვეყანაშის აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და ქვეყნების მზაობას, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო ღირებულებებსა და ხედვაზე დამყარებული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების მიზნით.

“ვიზიტისას კიდევ ერთხელ დადასტურდება ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ”,- აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ხელოვნების მუზეუმთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ხელოვნების მუზეუმთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები ხელისუფლებისგან ისტორიული შენობის დაცვას მოითხოვენ. ურბანისტი ცირა ელისაშვილი...

ეს ტალღაც გადაივლის, მაგრამ კიდევ იქნება ტალღა, შემოდგომისთვის ვემზადოთ – კულუმბეგოვი

"შეიძლება არაპოპულარულად ჟღერს, მაგრამ ეს ტალღაც გადაივლის, მაგრამ კიდევ იქნება ტალღა. ეს ვირუსი ასე...

2026 წლისთვის მთავრობის წმინდა ვალს შევამცირებთ 45%-მდე – ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, 2026 წლისთვის მთავრობის წმინდა ვალი 45%-მდე შემცირდება, ხოლო 2030...

102 წლის ემინე ჯორბენაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

აჭარაში, 102 წლის ემინე ჯორბენაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით Pfizer-ით აიცრა. ემინე ჯორბენაძემ Pfizer-ის პირველი...

გათავისუფლების შესახებ მედიის საშუალებით გავიგეთ – ინსპექტორი ჩოლოიანზე

გათავისუფლების შესახებ მედიის საშუალებით გავიგეთ - ასე ეხმაურება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ლუკა სირაძის გარდაცვალების...

ლარი გამყარდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ლარი როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებით გამყარდა. დოლართან...

პრეზიდენტს უფლებაც არ აქვს დემარში განახორციელოს საკონსტიტუციო ორგანოს წინააღმდეგ – კუჭავა

"არანაირი კონფლიქტი არ არსებობს, პრეზიდენტს უფლებაც არ აქვს დემარში განახორციელოს საკონსტიტუციო ორგანოს წინააღმდეგ"  -...

დააკავეს აქტივისტი, რომელმაც მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება გააპროტესტა

ლუკა სირაძის საქმეზე მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება აქტივისტებმა იუსტიციის სამინისტროსთან გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...