მაკრონი სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

წერილის სრულად გთავაზობთ:

“საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მოხარული ვარ, ბედნიერება და კეთილდღეობა გისურვოთ მეგობარ ქართველ ხალხს და პირადად თქვენ.

გასულ წელს, რეგიონში ვითარების ხელახალი გაუარესება აღინიშნა, რაც თქვენი ქვეყნისთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს. იმ კონტექსტში, როცა რეგიონის ძლიერ სახელმწიფოებს თავიანთი გავლენის სფეროს გაფართოების სურვილი აქვთ, საქართველომ შეძლო, დაემტკიცებინა დამაჯერებელი სვლა დემოკრატიის, ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოებისა და რეფორმების გაგრძელების გზაზე.

ამ მხრივ, მოხარული ვარ, რომ თქვენი ქვეყნის პოლიტიკური ძალები დათანხმდნენ, შეერთებოდნენ ევროპული მედიაციის საფუძველზე შემოთავაზებულ კომპრომისულ შეთანხმებას, რომლის სხვადასხვა დებულებები განხორციელების პროცესშია. ვიცი იმ დადებითი როლის შესახებ, რომელიც თქვენ ითამაშეთ მის მიღებაში და მსურს, ეს მოგილოცოთ.

ჯანდაცვის კრიზისი, რომელშიც ვიმყოფებით, გამოცდაა ყველა ქვეყნისთვის. მერწმუნეთ, რომ ყოველთვის შეძლებთ, საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ ამ პანდემიით გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ.

როგორც მოგეხსენებათ, 2021 წელი მნიშვნელოვანი წელია ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რადგან ამ წელს აღინიშნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობის შემდეგ გადასახლებული ქართველების საფრანგეთში ჩამოსვლის ასი წლისთავი. ვისურვებდი, რომ პატივი მიგვეგო ჩვენი საერთო ისტორიის ამ მოვლენისთვის, რომელიც ადასტურებს ჩვენი ორი ხალხის გამაერთიანებელ, ნდობისა და მეგობრობის განსაკუთრებულ კავშირს.

ასევე გამოვთქვამ სურვილს, რომ უკვე სამაგალითო ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა განახლდეს “ამილახვარის” სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში, რომელიც გავხსენით 2019 წლის თებერვალში, თუმცა, ბოლო რაუნდი ჯანდაცვის კრიზისის გამო ვერ გაიმართა.

ვსარგებლობ შემთხვევით, რომ დაგიდასტუროთ საფრანგეთის ურყევი ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. გთხოვთ, ირწმუნოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემა,” -ვკითხულობთ მაკრონის წერილში.

ბოლო დროს უშნოდ იყო ატეხილი, ყველას ეძველბიჭებოდა – ელისაშვილი გიორგი ვაშაძეზე

"ბოლო დროს უშნოდ იყო ატეხილი, ყველას ეძველბიჭებოდა "-ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია...

ბავშვებს იბირებს, შეპირდა პირობების გაუმჯობესებას – მეუფე ნიკოლოზი ომბუდსმენზე

"ბავშვებს იბირებს, შეპირდა პირობების გაუმჯობესებას"- ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ სახალხო...

კაცს რომელმაც ცოლს სასიკვდილოდ სცემა, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია,...

ერთი მხრივ ღრმად კორუმპირებულია და მეორე მხრივ, ცენზორი – გვარამია კახა ბექაურზე

"ერთი მხრივ ღრმად კორუმპირებულია და მეორე მხრივ, ცენზორი "- აცხადებს, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი...

მხარს დავუჭერთ საქართველოს რეფორმების გზას – ევროკავშირისა და აშშ-ს ერთობლივი განცხადება

"მხარს დავუჭერთ საქართველოს რეფორმების გზას, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვიმუშაოთ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა...

შავშვებთან მომხდარი ავტოავარიის საქმეზე სატვირთო ავტომობილის მძღოლს 10 წელი მიუსაჯეს

2020 წლის 29 ოქტომბერს, შავშვებთან მომხდარი ავტოავარიის საქმეზე სატვირთო ავტომობილის მძღოლს გორის რაიონულმა სასამართლომ...

უნდა განვიხილოთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი,ეს გააცამტვერებს პუტინის გეგმებს – შაჰინი

"სერიოზულად უნდა განვიხილოთ ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი - მათი გაწევრიანება გააცამტვერებს პუტინის...

ვერ ახერხებენ მოწმეები ცრუ ჩვენების მიცემაში წინასწარ კარგად ავარჯიშონ – ნიკა მელიას ადვოკატი

“ვერ ახერხებენ მოწმეები ცრუ ჩვენების მიცემაში წინასწარ კარგად ავარჯიშონ “- ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის,...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...

კოვიდის ახალ ვარიანტს “კლასიკური კოვიდისგან“ განსხვავებული სიმპტომები აქვს. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

მედიკოსები გვირჩევენ უკიდურესი სიფრთხილე და ყურადღება გამოვიჩინოთ: კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც განსაკუთრებით ფართოდ ბრიტანეთში გავრცელდა,განსხვავებული  სიმპტომებით გამოირჩევა. კორონავირუსის კლასიკურ სიმპტომებს, როგორიც არის ხველა, მაღალი ტემპერატურა,...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...