მარნეულში დედა-შვილის მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

მარნეულში დედა-შვილის მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, უწყების ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მამა-შვილი 1982 წელს დაბადებული ა.რ. და 2004 წელს დაბადებული მ.რ. მარნეულში დააკავეს.

მათ ბრალი ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედებათ.

უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში, მეზობლად მცხოვრებ დედა-შვილს – 1981 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს და 1997 წელს დაბადებულ ა.რ.-ს, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მათივე საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

პოლიციამ ორივე ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები – სანადირო თოფები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მოაჭერით მარჯვენა ხელი კობახიძეს, მარცხენა მდინარაძეს – ინაშვილი ივანიშვილს

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ბიძინა ივანიშვილის 2018 წლის განცხადებას იხსენებს, როდესაც მან თქვა,...

შეიზღუდოს ხელფასები საბიუჯეტო ორგანიზაციებში, თუ გაჭირვებაა ყველამ ერთად გავიჭირვოთ -ნინო ჯანგირაშვილი

"შეიზღუდოს ხელფასები საბიუჯეტო ორგანიზაციებში, თუ გაჭირვებაა ყველამ ერთად გავიჭირვოთ "- ამის შესხებ ტელეკომპანია „კავკასიის“ ...

ტყავის გადარჩენისთვის მიღებული გადაწყვეტილებაა – მიხეილ სააკაშვილი შეზღუდვებზე

"ტყავის გადარჩენისთვის მიღებული გადაწყვეტილებაa"- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის გამოცხადებულ ახალ "ლოქდაუნს"...

ეძებენ პოლიტიკური დავალების მიმცემებს, რომლებზეც რაღაც ჩვენებები უნდათ – ნინო კალანდაძის გამოკითხვა დასრულდა

"ეძებენ პოლიტიკური დავალების მიმცემებს, რომლებზეც რაღაც ჩვენებები უნდათ"- საქალაქო სასამართლოში ნინო კალანდაძის გამოკითხვა მაგისტრი...

ათასობით ადამიანი ქუჩაში. არგენტინა მარადონას გლოვობს

არგენტინა მარადონას გლოვობს, რომელიც 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარადონა ფიფას მიერ 20–ე საუკუნის მსოფლიოს...

ბარემ თავის დაბადების დღეებზე მოერგოთ – კობერიძე ახალი წლის ღამეს კომენდანტის მოხსნაზე

ლელო-ს წევრი ლევან კობერიძე მთავრობის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების დაწესებას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ...

ნახტომი სამმეტრიან ღობეზე–როგორ გაიქცა ჩრდილოეთ კორეის  მოქალაქე ქვეყნიდან სამხრეთ კორეაში

ჩრდილოეთ კორეელმა 30 წლის მამაკაცმა სამმეტრიან ღობეზე გადახტომა შეძლო იმისათვის, რომ სამხრეთ კორეაში მოხვედრილიყო....

“ქართულ-უკრაინული ოჯახი შედგა” – გიორგი ბარამიძემ ცოლი მოიყვანა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბარამიძე დაქოწინდა. ამის შესახებ ბარამიძე სოციალურ ქსელში თავად დაწერა და...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო