მარჯანიშვილზე თურქულ რესტორანში ორი უცხოელი დაჭრეს

თბილისში, აღმაშენებლის გამზირის 116 ში მდებარე თურქულ რესტორანში  ორი ადამიანი დაჭრეს.

პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ორ პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა რ.მ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“– ნათქვამია შსს– ს განცხადებაში. სამინისტრო არ აკონკრეტებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაჭრილებიც და დაკავებულიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

კორონავირუსის გამო საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი კვლავ გადაიდო

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც პირველ...

“ქართული ოცნების” კიდევ ერთ დეპუტატს, დიმიტრი მხეიძეს COVID-19 დაუდასტურდა

ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს "ქართული ოცნებიდან", დიმიტრი მხეიძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ბიუროს ხელმძღვანელის, ვარლამ გობეჯიშვილის ინფორმაციით, მაჟორიტარი...

ენმ-ს სურს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინფიცირდეს ქვეყანაში – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს იყენებს იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია...

3 მუშკეტერი რომ ვეძახეთ, დიუმა ალბათ საფლავში ბრუნავს – ხუხაშვილი ინფექციონისტებზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ინფექციონისტები ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე და პაატა იმნაძე "პოლიტიკით...

მეტი ვანო ოპოზიციას, ეს არის ჩვენი დევიზი – კობახიძე მერაბიშვილზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებდა ვანო მერაბიშვილის აქტივობას ახალციხეში,...

ბევრნი ხართ, თავი შეიკავეთ პერსონალის ლანძღვისგან – იმუნიზაციის ცენტრი

პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც პაციენტებს მოუწოდებს, პერსონალის ლანძღვისგან თავი შეიკავონ...

კორონავირუსით დღეს გარდაცვლილ 15 პაციენტს შორის, ერთი 40 წლის ქალია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევიდან ერთი...

მამუკა მდინარაძე თვითიზოლაციაში გადავიდა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი თანაგუნდელი მამუკა მდინარაძე თვითიზოლაციაში გადასული, რადგან მას...

სხვა სიახლეები

“ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის ყველანაირი საფუძველი არსებობს“–ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით სამართლებრივად ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის "ყველანაირი საფუძველი" არსებობს. კობახიძემ ტელეიმედის ეთერში განაცხადა, რომ 2012 წლის მოწვევის პარლამენტმა ტომი შეკრა, რომელშიც...

ჯანმრთელობა

“არ მინდა იმის წარმოდგენა, რასაც ველი მომავალ კვირებში“– გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნინო ნაცვალაძე, რომელიც შტუტგარტის კლინიკაში მუშაობს კორონავირუსთან ბრძოლაში პირველივე  დღიდან იყო ჩართული, ქართველ მკითხველს და მაყურებელს წარსულში ხშირად უზიარებდა საკუთარ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო