მაღალი ალბათობით ვადამდელი არჩევნები იქნება – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი IPN–თან ინტერვიუში საპარლამენტო არჩევნებს აფასებს და ამბობს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველაფერზე ხელი მოაწერა და არცერთ მანკიერებაზე უარი არ თქვა.

„მან დაკარგა მორალური უფლება, რომ ხელი გაიშვიროს ვიღაცისკენ, რომ ის რაღაცას ცუდად აკეთებდა. თვითონ პრაქტიკულად არაფერზე უარს არ ამბობს. საბოლოო ჯამში, ასე ხდება, როცა შენ ებრძვი ურჩხულს მისივე მეთოდებით, იმისთვის, რომ დაამარცხო, შენ უარესი ურჩხული ხდები. ეს დაემართა სამწუხაროდ ადამიანს, რომელზეც მე პირადად დიდ იმედებს ვამყარებდი და მეგობრადაც მიმაჩნდა. ჩემთვის სევდის მომგვრელია, ადამიანი, რომელთან ერთადაც თავის დროზე ამ მანკიერებას ვებრძოდით, თვითონ დაემსგავსა იმ ურჩხულს, რომელსაც, თითქოს ერთად ვებრძოდით“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი აზრით, როგორც უნდა გადანაწილდეს პროცენტები, ქართული ოცნების ხელისუფლება პარალიზებული იქნება და ვადამდელი არჩევნები ჩატარდება.

„ჩვენ გვეყოლება პარლამენტი, რომელშიც ერთ მხარეს იქნება რაოდენობრივი უმრავლესობა რუხი, პოლიტიკურად გამოუცდელი, უმწიფარი, პოლიტიკისთვის უცხო და მეორე მხარეს ჩვენ გვეყოლება უამრავი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც გამობრძნედილია გინდ ნეგატიური, გინდ პოზიტიური პოლიტიკური გამოცდილებით. დავუშვათ, პროპორცია დალაგდა 60%-40%-ზე ან 55%-45%-ზე, ასეთ მოცემულობაში, ხელისუფლება პარალიზებული იქნება. ქვეყანა დგას უმძიმესი გამოწვევების წინაშე.

ამ დროს პარლამენტში ზის შალვა ნათელაშვილიდან დაწყებული ყველა ლიდერი, რომელიც როგორც რიტორიკით, ასევე პოლიტიკური გამოცდილებით ბევრად უკეთესად გამოიყურება, ბევრად უფრო წონადად გამოიყურება, ერთ მხარეს არის ბევრად უფრო დიდი პოლიტიკური წონა და მეორე მხარეს რაოდენობრივი უპირატესობა. ეს პარლამენტი ვერ იქნება ფუნქციონალური და ამ პრობლემების ფონზე ვადის ბოლომდე ვერ გაატანას. ვადამდელი არჩევნები მაღალი ალბათობით იქნება. ვერც ერთ კანონს ვერ მიიღებენ“, – უთხრა ხუხაშვილმა IPN–ს.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა. ისინი დღეს, 16:00 საათიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციას ჩაატარებენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია უბნების 88.61%. ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • “ქართული ოცნება” – 48.14%;
  • “ნაციონალური მოძრაობა” – 26.78%;
  • “ევროპული საქართველო” – 3.79%;
  • “ლელო” – 3.22%;
  • “პატრიოტთა ალიანსი” – 3.2%;
  • “სტრატეგია აღმაშენებელი” – 3.15%;
  • “გირჩი” – 3.%;
  • “მოქალაქეები” – 1.36%;
  • “ლეიბორისტები” – 1%.

თურნავა ამტკიცებს, რომ კომენდანტის საათი ნორმალური ვითარების შენარჩუნების საშუალებაა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კომენდანტის საათს "ქმედით ბერკეტს" უწოდებს და შეზღუდვის შენარჩუნებას ამით ამართლებს. "ვინაიდან...

გამოვლინებაა სახელმწიფოს მიტაცებისკენ შემაშფოთებელი სვლისა – TI მელიას დაკავებაზე

"საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ბერლინის სათაო ოფისი საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. მათი თქმით, ენმ–ს...

როგორა ხარ მოღალატე კაცო?! – მიხეილ სააკაშვილს აეროპორტში საქართველოს მოქალაქემ აგინა (ვიდეო)

"როგორა ხარ მოღალატე კაცო?! მოგი**ნ სულ ყველაფერი" - სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო სადაც, საქართველოს...

სანდროს რა ვუთხრა, დღეებს ითვლის, ნიკა არ მოსულა, ასე როგორ შეიძლებაო – ანზორ მელია

ნიკა მელიას მამა ანზორ მელია ამბობს, რომ მისი შვილიშვილი დღეებს ითვლის და მამამისს ელოდება. "ერთადერთი,...

“კოვაქსზე“ დოკუმენტაცია ვერ ატვირთეს, აპლიკაცია ვერ შეავსეს – ჩიხლაძე მთავრობაზე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ–ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ირწმუნება, რომ მთავრობამ "კოვაქს პლატფორმაზე" დოკუმენტაცია ვერ ატვირთა...

უგულავას ბოძზე გამოსაკრავი პოლიციელი არ ჰყავს ამ ქვეყანას – მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გიგი უგულავაზე ამბობს, რომ "48 მილიონის მომპარავი ადამიანები...

ესენი ვაქცინაციას ვერ მოახერხებენ, არც უნდათ! – ხატია დეკანოიძე მთავრობაზე

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ვაქცინაციას ვერ მოახერხებს. "ვაქცინაზე რასაც აკეთებს...

ამოგაძრობთ ენას, დაგადუმებთ ერთხელ და სამუდამოდ! – ნინო ბურჯანაძე კრიტიკოსებს

"ამოგაძრობთ ენას, დაგადუმებთ ერთხელ და სამუდამოდ!"- ასე პასუხობს, “ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე საზოგადოების...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

რევოლუცია ზედმეტ წონასთან ბრძოლაში –პრეპარატის ეფექტურობა მეცნიერული კვლევით დადასტურდა

პრეპარატ სემაგლუტიდის კლინიკურმა კვლევებმა ზედმეტ წონასთან ბრძოლაში ამ პრეპარატის ეფექტურობა დაადასტურა. ეს პრეპარატი შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა. მეცნიერების თქმით, ამ კვირაში ჟურნალ New England Journal...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო