მაღალი ტემპერატურის გამო, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 აბიტურიენტი არ დაუშვეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სარეზერვო სივრცეში 4 აბიტურიენტი განთავსდა, მაღალი ტემპერატურის გამო კი გამოცდაზე 2 აბიტურიენტი არ დაიშვა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოცდაზე აბიტურიენტების 93% გამოცხადდა.

„უკვე ერთ საათზე მეტია რაც ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვიცით ის, რომ გამოცდაზე აბიტურიენტების 93% გამოცხადდა. გვქონდა დაგვიანების 2 შემთხვევა. სარეზერვო სივრცეში განთავსდა ჯამში 4 აბიტურენტი. რაც შეეხება გამოცდაზე მაღალი ტემპერატურის გამო არ დაშვების ფაქტს, ასეთი 2 შემთხვევაა ქვეყნის მასშტაბით, ორივე შემთხვევაში იყო 38 გრადუსამდე ტემპერატურა. ასევე, 175-ე სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში იყო ემოციურ ფონზე ტემპერატურის მომატების ფაქტი, იყო დასაშვები ტემპერატურა, ექიმმა ნახა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეშვა აპლიკანტი საგამოცდო ცენტრში,” – განაცხადა გორგოძემ.

ამასთან, სოფო გორგოძის თქმით, რამდენიმე საგამოცდო ცენტრში ამ დროისთვის ტეპერატურამ 30 გრადუსს უკვე მიაღწია და ჩაირთო კონდინციონერები, შესაბამისად, აბიტურენტებმაც გაიკეთს პირბადეები.

25 თებერვალი: დადასტურდა COVID-19-ის 362 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 12 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 470 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12...

სანქციები არ არის ინიცირებული, ამაზე ჩვენთან კომუნიკაცია არ ყოფილა – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია საერთაშორისო თანამეგობრობას "ობიექტური ინფორმაციას" აწვდის. მისი თქმით,...

იმედგაცრუებული ვარ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ხილვით – სენატორი მენენდესი

ამერიკელი სენატორი ბობ მენენდესი ნიკა მელიას დაკავებას დემოკრატიის უკუსვლად აფასებს. „იმედგაცრუებული ვარ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის...

ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ქვეყნის და ერის გაერთიანება – ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და განაცხადა, რომ საქართველოს გზა დემოკრატიაზე...

ოპოზიციას ვურჩევ, დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა, დაბრუნდეს პარლამენტში – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას პარლამენტში შესვლას ურჩევს. მისივე თქმით, ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში პარლამენტში შევა. "ვურჩევ...

წულუკიანს პარლამენტი ეპატარავება, მოწოდებით მინისტრად არის დაბადებული – ელისაშვილი

დღეს პარლამენტში განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სხდომაზე კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის თაობაზე კანონპროექტს...

“ივანიშვილზე სანქციები არის უპირობო, აშშ-ს მეტი სიხისტე მართებს” -საერთაშორისო ონლაინკონფერენციის დეტალები

მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები მწიფდება.  საკითხი უკვე გადაცემულია აშშ-ს...

Covax-ის პლატფორმამ ვაქცინის განაწილება უკვე დაიწყო. პირველი 600 000 დოზა განაში გაგზავნეს

განა მსოფლიოს პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც Covax-ის პროგრამის ფარგლებში კორონავირუსის ვაქცინის პირველი პარტია მიიღო....

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

რევოლუცია ზედმეტ წონასთან ბრძოლაში –პრეპარატის ეფექტურობა მეცნიერული კვლევით დადასტურდა

პრეპარატ სემაგლუტიდის კლინიკურმა კვლევებმა ზედმეტ წონასთან ბრძოლაში ამ პრეპარატის ეფექტურობა დაადასტურა. ეს პრეპარატი შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა. მეცნიერების თქმით, ამ კვირაში ჟურნალ New England Journal...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო