მდინარე მტკვარში ნაპოვნი ახალგაზრდა ქალი ბარ „ბაუჰაუსის“ თანამშრომელია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მდინარე მტკვარში ნაპოვნი ახალგაზრდა ქალი ბარ „ბაუჰაუსის“ თანამშრომელია. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა მტკვარზე ჩატარებული ინტესიური საძიებო სამუშაოების შედეგად “ბაუჰაუსის” ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე “ბაუჰაუს” ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.

საქმეზე უკვე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხული არიან “ბაუჰაუს” ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.

ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო და საძიებო სამუშაოები “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცზე.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 02:40 საათზე მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი აცხადებს, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ყაზბეგთან,...

მიშაც ცდება ხანდახან, პლებისციტზე ასეთი დარტყმით, შეცდა – ბერძენიშვილი

''მიშაც ცდება ხანდახან, პლებისციტზე ასეთი დარტყმით, შეცდა''- ასე ეხმაურება ''რესპუბლიკური პარტიის'' წევრი დავით ბერძენიშვილი...

რუსული აგრესიისა და მავნე გავლენების ფონზე, აშშ საქართველოს, თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში დაეხმარება -პენტაგონი

ამერიკის შეერთებული შტატების, თავდაცვის დეპარტამენტი მზად არის, რუსეთის აგრესიისა და გავლენისგან საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში...

ნუცუბიძის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში აფეთქება მოხდა

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა....

ოპოზიციის დანაწევრება ოცნების ტაქტიკაა, ამაში არ უნდა მივეხმაროთ – სამადაშვილი

"ოპოზიციის დანაწევრება ოცნების ტაქტიკაა, ამაში არ უნდა მივეხმაროთ "-  ამის შესახებ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"...

ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა, ყველაზე მარტივი გზა რევოლუცია არის – ელისაშვილი სააკაშვილზე

"ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა, ყველაზე მარტივი გზა რევოლუცია არის "- ამის შესახებ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა,...

ნატოს კარი საქართველოსთვის და უკრაინისთვის ღია რჩება – იენს სტოლტენბერგი

"ნატოს კარი საქართველოსთვის და უკრაინისთვის ღია რჩება "- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს...

გრცხვენოდეს ბატონო სერგო! არსად არ მომითხოვია ჩინური ვაქცინის შემოტანა – ცერცვაძე ჩიხლაძეს

"გრცხვენოდეს ბატონო სერგო! არსად არ მომითხოვია ჩინური ვაქცინის შემოტანა "- ასე პასუხობს ინფექციური საავადამყოფოს...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო