“მეკითხებოდნენ თქვენ რაზე ზიხართო“–Covid 19-ით ინფიცირებული მწერალი როსტომ ჩხეიძე ციხის საავადმყოფოში მოხვდა

Covid 19-ით დაინფიცირებული მწერალი როსტომ ჩხეიძე ადგილების უქონლობის გამო სამკურნალოდ ციხის საავადმყოფოში მოხვდა. დაავადების გართულების ეტაპზე მან რამდენიმე კლინიკა მოიარა, რომელთაგან ერთ–ერთი ციხის საავადმყოფო იყო. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მწერალი ამბობს, რომ არც კი იცოდა, რა დაწესებულებაში მკურნალობდა:

„თავიდან არ ვიცოდი, ციხის საავადმყოფო რომ იყო. უადგილობის გამო კოვიდიანებისთვის ჰქონდათ გამოყოფილი პალატები. ტომოგრაფიაზე რომ ჩავყავდით, რამდენიმე კაცი შემხვდა, თქვენ რაზე ზიხართო. ვერ გავიგე რას მეკითხებოდნენ. მე მეექვსე პალატაში ვარ-მეთქი. არა, რაზე ზიხართო. კიდევ ვერ გავიგე და ფანჯარასთან ვწევარ-მეთქი. აა, ფანჯარასთანო. ზოგი კარგად რომ დამაკვირდებოდა, მეტყოდა, ალბათ სამეურნეო საქმეებზე ზიხარო, ბუღალტერია და მსგავსი რაღაცეები. თან მერე გადაძახილები იყო საავადმყოფოში, კაკუნი, ბრახუნი, ციხეში როგორც ხდება. სანამ გავიგებდი, სად ვიყავი, ვფიქრობდი, რაღაც ხომ არ მეჩვენება-მეთქი.

მე 1832 წლის შეთქმულების ამბავს ვიკვლევ. სოლომონ დოდაშვილი, ალექსანდე ორბელიანი და სხვები ყაზარმაში რომ წაიყვანეს, ერთმანეთს წერილებს უყრიდნენ: სოლომონ, აქა ხარ? ელიზბარ, აქა ხარ? რომ გაეგოთ ვინ იყო დაპატიმრებული და სად იჯდა. ამ გადაძახილებზე სულ ისინი მახსენდებოდა“.

ბოლოს, როდესაც გაირკვა, სად მიიყვანეს სამკურნალოდ, როსტომ ჩხეიძე თავადაც გაეხუმრა პატიმრებს – ახლა მძევლად არ ამიყვანოთო.

„რა უნდა აგიყვანოთ, თვითონ აგვიყვან ყველას ერთადო, ავად იყვნენ ისინიც, ერთმანეთს ეყუდებოდნენ. რომ გამომწერეს და გამოვდივარ საავადმყოფოდან, საბუთები წარმოადგინეო. არაფერი საბუთი თან არ მქონდა. ატყდა სტვენა, გნიასი, შემომარტყეს ალყა, პატიმარი გარბისო. თან ისე მეცვა, მართლა კატორღელს ვგავდი: სპორტული შარვალი, ზემოდან ქურთუკი, კეპიანი ქუდი, გაუპარსავი წვერი… მძღოლი მანქანით მელოდებოდა ქვევით. გაიგო, პატიმარი გარბისო და გადმოვიდა, აინტერესებდა, ვინ გარბოდა, შევრჩი მე. მერე ექიმი ჩამოვიდა და დაადასტურა, რომ არ ვიყავი პატიმარი.

ახლა სახლში ვაგრძელებ მკურნალობას, სუსტად ვარ, მაგრამ მაგის არ შეგეშინდესო, მითხრეს. წამლებს ისევ ვსვამ, სიცხე არ მაქვს. გადავრჩი, ექიმებმა გადამარჩინეს. უნდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი რისკის ფასად მუშაობენ, ფაქტობრივად ფრონტზე არიან“. – ამბობს მწერალი.

ბაიდენს დღეს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა – ხაზარაძე

ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის სიტყვამ თავისი პარტიის პროგრამა გაახსენა. "ჩვენ გვაქვს...

ამერიკა დაბრუნდა – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ...

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს. მისი თქმით, საქართველო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერების...

ეს ამერიკის დღეა, დემოკრატიამ გაიმარჯვა – ჯო ბაიდენის სიტყვა ინაუგურაციაზე

ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვა...

ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნი ლედი გაგამ შეასრულა (ვიდეო)

აშშ–ის 46–ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიაზე ამერიკის სახელმწიფო ჰიმნი პოპ მომღერალმა, ლედი გაგამ...

ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა ფიცი დადეს

აშშ–ის არჩეულმა 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადო. მან საპრეზიდენტო ფიცი საოჯახო ბიბლიაზე დადო. საზეიმოდ ფიცი დადო...

ზურაბ ადეიშვილი კობა დავითაშვილის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა...

პირველ რიგში სავაჭრო სექტორის გახსნას განვიხილავთ, შემდეგ სკოლებს – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მთავრობა პირველ რიგში სავაჭრო სექტორის და განათლების სფეროს გახსნას...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო