მელიას დაპატიმრება პოლიტიკურ გარემოს კიდევ უფრო პოლარიზებულს გახდის-ოპოზიციური პარტიების განცხადება

ოპოზიციური პარტიები ნიკა მელიას შესაძლო დაპატიმრებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლების ამ ქმედებას პროვოკაციად აფასებენ.

„ჩვენ საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები მივიჩნევთ რომ ეს და ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიღებული სხვა გადაწყვეტილებები, წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დანაშაულებრივ ბრძოლას, რომელსაც კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასა და სამართლიანობასთან.

მელიას საქმე ნათელი დასტურია თუ რა მეთოდებით იბრძვის ქართული ოცნება ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ის საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის.

ნიკა მელიას დაპატიმრება ან დაპატიმრების მომზადების მედია პროცესის შექმნა, ისედაც რადიკალიზებული პოლიტიკური გარემოს  მეტად პოლარიზების შესაძლებლობას აჩენს, რაც მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს.

ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ოპონენტების სისხლის სამართლებრივი წესით დევნა, შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა,  ამასთან მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას, სადაც შეთანხმება მიიღწევა ახალი არჩევნებისა და ახალი საარჩევნო წესების შესახებ”, – წერია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ევროპული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია, გამარჯვებული საქართველო, ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრარაობა, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა, ლელო საქართველოსთვის, ქრისტიანკონსერვატული პარტოა, ახალი ქრისტიან დემოკრატები, სამართლიანობისთვის, ეროვნულ დემოკრატიული პარტია, სახელმწიფო ხალხისთვის, ევროპული დემოკრატები, კანონი და სამართალი, რესპუბლიკური პარტია, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, გირჩი-თავისუბლებისთვის, თავისუფალი დემოკრატები, სტრატეგია აღმაშენებელი, ელენე ხოშტარია, ირაკლი ღლონტი, ემსახურე საქართველოს.

ნიკა მელიას წინააღმდეგ 20-21 ივნისის საქმეზე ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.

ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური საჯაროდ მოიხსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარამდე. მელია გირაოს გადახდას არ აპირებს, რის გამოც პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თანხმობის გაცემის თაობაზე პარლამენტს მიმართა.

რომ მოიგონ, შეიძლება გადაგვაგდონ, ან დაგვიჭირონ – მეგრელიშვილი ოპოზიციაზე

პარტია გირჩის ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ამჟამად როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება აშინებს. ,,ეს ხალხი...

მათთვის ვინც ვერ გაიგო: სიძულვილის ენის დაგმობა არაა ძალადობის წახალისება – ბოჭორიშვილი

ქართული ოცნების დეპუტატი, რომელმაც თქვა, რომ "არც ჟურნალისტებისგან აკლიათ სიძულვილის ენა", დამატებით განმარტებას ავრცელებს. მისი...

ძალადობა დანაშაულია და უფრო ამაზრზენია, თუ ის ბავშვის თვალწინ ხდება – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება და მომხდარ ფაქტს მიუღებლად მიიჩნევს. "ძალადობა...

ვოლსკი: შენ წადი და მიშა უნდა მოვიდეს – ეს არ არის წინადადება

პარლამენტის ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორების ინტერესია, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია არ მოხდეს. მისივე...

ჟიჟილაშვილი: მქონდა შემთხვევა, როცა სადარბაზოსთან დამხვდნენ და ფოტოებს მიღებდნენ

ტელეკომპანია ფორმულას წამყვანი ნინი ჟიჟილაშვილი აცხადებს, რომ კრიტიკულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებზე თავდასხმა იშვიათი არ არის. როგორც ჟიჟილაშვილმა სოფო ზურაბიანის...

უმრავლესობის აზრი ემთხვევა საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას – მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მმართველი პარტიისა...

ძალადობა არსებული პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია – პრეზიდენტი სანაიაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვახი სანაიაზე და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და ძალადობას...

ბალტიის ქვეყნების საგარეო მინისტრები მელიას დაკავებაზე განცხადებას ავრცელებენ

ბალტიის ქვეყნების, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ევა-მარია ლიიმეტსმა, ედგარს რინკევიჩმა და...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო