დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განაცხადებით, თუ მოსახლეობა ყველა რეგულაციას დაიცავს, ნაკლები იქნება იმის ალბათობა, რომ საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა კიდევ იქნება.
როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, წინასწარ ამის პროგნოზირება რთულია, თუმცა, მისი თქმით, გამორიცხული არაფერია.
„ამის პროგნოზირება რთულია. რიგ ქვეყნებში მესამე ტალღა არის, ჩვენთან ჯერჯერობით მეორე ტალღის გაუმჯობესების მრუდეზე ვართ. თუ დავიცავთ ყველა რეგულაციას, რაზეც საუბარი არის, მაშინ ნაკლებია იმის ალბათობა, რომ მესამე ტალღა კიდევ გვქონდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის“, – განაცხადა გამყრელიძემ.