მეორე ტურში ჯაფარიძე გადავიდა – ცესკომ მონაცემები შეცვალა

ცესკომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქთან დაკავშირებით მონაცემები შეცვალა.ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, 104-ვე საარჩევნო უბნის ხმების დათვლის შედეგად, 20,99 %-იანი მხარდაჭერით (14 438 ხმა) მეორე ადგილზე ოპოზიციონერი დამოუკიდებელი კანდიდატი, ანა დოლიძე იმყოფებოდა, რომელიც მხოლოდ 9 ხმით (14 429 ხმა, 20,97 % ) უსწრებდა გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატ ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეს, თუმცა რამდენიმე წუთის წინ ცესკომ საიტზე მონაცემები შეცვალა, რითაც მეორე ადგილზე უკვე ზურაბ ჯაფარიძეა. კერძოდ, ბოლო მონაცემებით, ჯაფარიძემ 21,09 % (14529 ხმა) მიიღო, ანა დოლიძემ კი 20,96 % (14438 ხმა).

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, პირველ ადგილზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი გია ვოლსკი გავიდა, რომელმაც ამომრჩეველთა 42,76 %-მა დაუჭირა მხარი.

დიდუბე-ჩუღურეთში, ისევე როგორც თბილისის დანარჩენ შვიდ ოლქში, 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურში ერთმანეთს პირველ-მეორე ადგილზე გასული კანდიდატები, შესაბამისად, გია ვოლსკი და ზურაბ ჯაფარიძე დაუპირისპირდებიან.