მერიამ საახალწლო კონცერტებისთვის 2.7 მლნ ლარის ტენდერები გამოაცხადა

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით თბილისის მერიამ ახალი წლის კონცერტების ჩასატარებლად 2.7 მილიონი ლარის ტენდერები გამოაცხადა.

ორგანიზაციის ცნობით, მერია 100,000 ლარს დახარჯავს კონცერტებისთვის ფოიერვერკების შესასყიდად და 216,000 ლარს კონცერტების დიდ ეკრანზე გასაშუქებლად.

2020 წლის პირველ და ორ დეკემბერს თბილისის მერიამ 2,705,550 ლარის ღირებულების 13 ტენდერი გამოაცხადა, რომლის მიზანიცაა 2021 წლის განმავლობაში თბილისში გასამართი კონცერტებისთვის სხვადასხვა მომსახურების შესყიდვა, მათ შორის 2022 წლის საახალწლო კონცერტებისთვის აპარატურის და სცენის მოწყობილობების შესყიდვა.
აღნიშნული 13 შესყიდვა ემსახურება 2021 წლის მანძილზე თბილისში გასამართი კონცერტებისთვის შესაბამისი აპარატურის მომსახურების შესყიდვას, მათ შორის 216,000 ლარი იხარჯება ამ კონცერტების დიდ ეკრანზე გასაშუქებლად ამ ეკრანებისს ქირაობისთვის, ხოლო 98,000 ლარი 2021 წლის განმავლობაში დაგეგმილი კონცერტებისთვის გარე გათბობების შესასყიდად. 100,000 ლარის დახარჯვას აპირებს თბილისის მერია 2021 წლის განმავლობაში გასამართი კონცერტებისთვის ფეიერვერკისა და სხვადასხვა ასაფეთქებელი მოწყობილობების შესაძენად. აგრეთვე 100,000 ლარი დაიხარჯება თბილისის ბიუჯეტიდან 2021 წელს გასამართი კონცერტებისთვის ბიოტუალეტების მომსახურების შესაძენად.
აღნიშნული შესყიდვები უნდა დაფინანსდეს 2021 წლის თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომელიც პირვანდელი პროექტის თანახმად 840 მილიონი ლარით განისაზღვრება, რაც 262 მილიონი ლარით ნაკლებია 2020 წლის ბიუჯეტზე. აღნიშნული 262 მილიონი ლარის შემცირება სხვადასხვა პროექტებზე თანხების შეკვეცით მოხდა, მათ შორის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მცირდება – 125 მილიონი ლარით (თითქმის ნახევრდება):
– საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მცირდება 34 მილიონი ლარით;
– ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა მცირდება 97 მილიონი ლარით.
2021 წელს თბილისის მასშტაბით უფასო სასადილოებში ბენეფიციარებს ისევ 1.3 ლარად აჭმევენ დღის განმავლობაში, ხოლო ამის პარარელურად თბილისის მერიასა და გამგეობებში დასაქმებული თანამშრომლების შრომის ანაზღაურება 5.5 მილიონი ლარით იზრდება. მათ  შორის თბილისის მერის ადმინისტრაციაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 2021 წელს 300,000 ლარით იზრდება, მაშინ როდესაც თანამშრომელთა რაოდენობა უცვლელი რჩება.
2020 წლის ოფიციალური მონაცემების თანახმად. თბილისში 106,253 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო პანდემიის პირობებში მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდა. თვეების განმავლობაში უშემოსავლოდ დარჩენილ ადამიანებს მთავრობა ერთჯერადად ეხმარება 300 ლარით, რომელიც მთელი ოჯახის გამოსაკვებად და საარსებოდ უნდა ეყოს მოქალაქეებს. ამ პირობებში კი თბილისის მერია 2020 წლის დეკემბერში აცხადებს 2022 წლის საახალწლო კონცერტების გასამართად ტენდერებს, რომლებშიც 2021 წლის თბილისის ბიუჯეტიდან 2,705,550 ლარის დახარჯვას აპირებს, ხოლო ამავე ბიუჯეტში 5.5 მილიონი ლარით ზრდის საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას. პარალელურად უფასო სასადილოების ბენეფიციართა დღიური მენიუ ისევ 1.3 ლარით განისაზღვრება, ხოლო ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტები 2021 წელს 125 მილიონი ლარით მცირდება.

“2021 წელს, 261 მილიონი ლარით შემცირებული ბიუჯეტის პარალელურად, 5.5 მილიონი ლარით იზრდება თბილისის მერიის შრომის ანაზღაურება.

თბილისში მინიმუმ 106,253 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეშია და უფასო სასადილოების ბენეფიციართა დღიური რაციონი მომავალი წლისთვისაც 1.3 ლარით განისაზღვრება”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა. მათ შორის, მოქმედებს გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ასევე სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაკეტილია ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება, კონკრეტულად:

  • იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
  • აღდგება, როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ზემოთ ხსენებული ყველა შეზღუდვა აღდგება.

“ქართული ოცნება” რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს, თუ ამის “კეთილი ნება” ექნება

ქართული ოცნება 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნებს მხოლოდ საკუთარი...

19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია, თავი ამოწურა – ქართული ოცნება

"დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე, აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა....

ღმერთმა წყალობა მოგვივლინა აცრის სახით და არის ხალხი, ვინც ამაზე უარს ამბობს – დეკანოზი...

ღმერთმა წყალობა მოგვივლინა აცრის სახით და არის ხალხი, ვინც ამაზე უარს ამბობს - ამბობს...

მე და ჩემს გუნდს ამ მეთოდით ბრძოლა არ გვჩვევია – კალაძე პლაკატებზე

მე და ჩემს გუნდს ამ მეთოდით ბრძოლა არ გვჩვევია -თბილისის მერი კახა კალაძე ქუჩებში...

“ჩემს კომპეტენციაში არ შედის” – წულუკიანი ძალადობის გამოძიებაზე

​კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ 5 ივლისის მოვლენების გამოძიების შეფასება მის "კომპეტენციაში არ შედის". მინისტრის...

კვირის ბოლომდე გაიხსნება დამატებითი ვაქცინაციის ცენტრები, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში – გაბუნია

კვირის ბოლომდე გაიხსნება დამატებითი ვაქცინაციის ცენტრები, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის,...

“ქართულ ოცნებაში” პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები ჩაინიშნა

„ქართულ ოცნებაში“ დღეს პოლიტიკური საბჭოსა და უმრავლესობის სხდომები გაიმართება. მმართველი პარტია ქვეყნის მასშტაბით წარსადგენ მერობის...

ექიმებისთვის სავალდებულო ვაქცინაციას ამ ეტაპისთვის არ განვიხილავთ – ტიკარაძე

ექიმებისთვის სავალდებულო ვაქცინაციას ამ ეტაპისთვის არ განვიხილავთ  - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა,  ეკატერინე ტიკარაძემ. როგორც...

ირაკლი კობახიძემ ტვ იმედის ეთერში განმარტა, რატომ არ იჭრის თმას

ირაკლი კობახიძემ განმარტა რატომ არ იჭრის თმას. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა. „ასე ვგრძნობ უფრო კომფორტულად თავს. მოკლე თმა არ მიყვარს. ჩემზე...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...