მეტეოროლოგები მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ ზაფხულს უწინასწარმეტყველებენ. გამოქვეყნდა განახლებული 5 წლიანი პროგნოზი

ბოლო რვა წელი ყველაზე ცხელი იყო პლანეტის ისტორიაში, ევროპამ და ჩინეთმა კი გასულ წელს უპრეცედენტო ცხელი ზაფხული გადაიტანეს.  მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და გვთავაზობენ მოვემზადოთ ახალი კატაკლიზმებისთვის, რომლებიც კლიმატის ცვლილების გამო გველის.

გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ბოლო ხუთწლიანი პროგნოზი, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, წინაზე უფრო მძიმე აღმოჩნდა. 98%-იანი ალბათობით ის გვპირდება, რომ 2023-2027 წლებში საშუალო ტემპერატურა გასული ხუთი წლის მაჩვენებელზე მაღალი იქნება და 2016 წლის რეკორდი, რომელიც ისტორიაში ყველაზე ცხელ წლად ითვლებოდა, მოიხსნება.

„ტემპერატურა პლანეტაზე გააგრძელებს მატებას და კლიმატი, რომელსაც ჩვენ შეჩვეული ვართ, თანდათან ისტორიას ჩაბარდება“ – თქვა ლეონ ჰერმანსონმა, ერთ-ერთმა მეცნიერმა, რომელიც პროგნოზზე მუშაობდა.

დათბობის მიზეზი კაცობრიობაა და მას ჯერ არ შეუძლია გაუმკლავდეს მისივე  საქმიანობის დამანგრეველ შედეგებს, დასძინა გაეროს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის  გენერალურმა მდივანმა პეტერი ტაალასმა.

”დასკვნა არის ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ შევძელით გლობალური დათბობის შეზღუდვა და საპირისპირო მიმართულებით ვმოძრაობთ,” – თქვა ტაალასმა პროგნოზის წარდგენისას. ”შედეგები ჯანმრთელობაზე, გარემოზე, საკვებისა და წყლის ხელმისაწვდომობაზე შორსმიმავალი იქნება. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამისთვის“.

კლიმატის ცვლილება არღვევს პლანეტაზე წყლისა და ჰაერის გაგრილებისა და ცირკულაციის კარგად დამკვიდრებულ სისტემას. სულ უფრო ხშირია გვალვები, ყინვები, ქარიშხლები, ტყის ხანძრები და წყალდიდობები. ამის შედეგია მზარდი სიღარიბე, იძულებითი მიგრაცია და არასაჭირო ხარჯები, რაც ართულებს პანდემიისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისის შემდეგ ისედაც მყიფე აღდგენის პროცესს.

სიცხე კლავს ადამიანებს. გენერალურმა მდივანმა ტაალასმა ოთხშაბათს გაიხსენა, რომ გასულ ზაფხულს, ევროპაში რეკორდული ტემპერატურის პერიოდში ჭარბმა სიკვდილიანობამ 15000-ს გადააჭარბა. 2010 წელს მსხვერპლი 50 000 იყო, ძირითადად რუსეთში, ხოლო 2003 წლის სიცხეს 75 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ორი ცუდი ამბავი: ელ ნინიო და არქტიკა

იმის რწმენას, რომ მომავალი ხუთწლიანი პერიოდი რეკორდულად ცხელი იქნება, მეტეოროლოგებს ორი ფაქტი აძლევს:

ჯერ ერთი, ლა ნინიას ფენომენს (წყნარ ოკეანეში ტემპერატურის დაქვეითება), რომელიც სამი წელია გრძელდება, ცვლის ელ ნინიო, რასაც ზუსტად საპირისპირო ეფექტი აქვს: ოკეანის ზედაპირი თბება, რაც ამძაფრებს მთლიან დათბობას, რაც ატმოსფელროშ სათბურის გაზებით არის გამოწვეული.

ტრადიციულად, ელ ნინიო  შემოდგომასთან უფრო ახლოს ფორმირდება დამომავალ წელს დათბობას იწვევს. თუმცა, ეს ფენომენი დროებითი და ადგილობრივია, ის არ ცვლის ენერგიის მთლიან რაოდენობას, რომელიც პლანეტის კლიმატს განსაზღვრავს.

პოლუსებზე დათბობა ბევრად უფრო უსიამოვნოა, რადგან მას  ყინულის საფარის დაკარგვა მოჰყვება. ახალი პროგნოზი ცუდ ამბებს შეიცავს პოლარული დათვების, ევროპელებისა და რუსებისთვის, რომლებიც  ტემპერატურის მატებით მათთან ახლოს მდებარე არქტიკაში სხვებზე მეტად ზარალდებიან.  ეს უკვე მეორე ფაქტია, რომელიც ხუთწლიანი პერიოდის პირქუშ პროგნოზს ამყარებს.

“პროგნოზი აჩვენებს, რომ უკვე დაფიქსირებული დათბობა არქტიკაში მხოლოდ გაძლიერდება. ყინულისა და თოვლის დნობა დაჩქარდება, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ტემპერატურის შემდგომ ზრდას”, – ასე აღწერს მოჯადოებულ წრეს გაეროს მეტეოროლოგიური სამსახურის გენერალური მდივანი ტაალასი.

ეს ყველაფერი სამყაროს ართმევს იმედს, რომ მიაღწევს პარიზის შეთანხმების პირველ მიზანს, რომელსაც ხელი მოაწერა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ – შეეცადოს გლობალური დათბობა 1,5 °C-ის ფარგლებში შეინარჩუნოს და თუ ეს არ გამოვა, არ დაუშვას ტემპერატურის 2 გრადუსით აწევა ინდუსტრიამდელი ეპოქის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.

პლანეტაზე საშუალო წლიური ტემპერატურა უკვე 1,2°C-ით აღემატება ამ დონეს დაახალი პროგნოზის მიხედვით,  66%-იანი ალბათობით, მომდევნო ხუთ წელიწადში ის მაინც გადააჭარბებს სასურველ 1,5°C-ს (თუნდაც დროებით)

კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად, მთელი მსოფლიო დათანხმდა სათბურის გაზების ემისიების შემცირებას. მართალია სიტყვას საქმე ჯერ არ მოჰყოლია, მაგრამ მაშინაც კი, თუ ემისიები დაუყოვნებლივ განეიტრალდება, გლობალური უარყოფითი ზემოქმედება კიდევ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გამოვლინდება–ამბობს ტაალასი.

”პროგნოზი ნათლად აჩვენებს, რომ კლიმატის ცვლილება გრძელდება და თუ არ გავითვალისწინებთ ისეთ ცვლადებს, როგორიცაა La Niña და El Niño, სურათი ნათელია: ჩვენ კვლავ არასწორი მიმართულებით მივდივართ,” – თქვა მან.

ხერსონის ოლქის 600 კვადრატული კილომეტრი დატბორილია – ადმინისტრაცია

ხერსონის რეგიონის სულ მცირე 600 კვადრატული კილომეტრი დაიტბორა- ინფორმაციას ამის შესახებ, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია...

ფეიკია, რომ ანტიდასავლური რიტორიკა აქვს ხელისუფლებას – მდინარაძე

"ფეიკია, ამას საფუძველი აქვს, რომ ანტიდასავლური რიტორიკა აქვს ხელისუფლებას არის ფეიკი. ერთი კონკრეტული რიტორიკა...

ჰესს რუსეთი აკონტროლებდა, ნგრევაზე პასუხისმგებლები თავად არიან – თეთრი სახლი

"ჯერ კიდევ ვიკვლევთ რა მოხდა. უკრაინელებთან კონტაქტი ნამდვილად გვაქვს. ზიანი და განადგურება, რასაც ვხედავთ,...

პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ ესმის, რომ შეუძლებელი პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის ერთმანეთისგან გამიჯვნა – პაპუაშვილი

„სამწუხაროდ, ეს ცესკო-სა და ეროვნული ბანკის მაგალითზე ვნახეთ, რომ პრეზიდენტი ამ ორგანოების სათანადო ფუნქციონირებას...

წყლის დონე ხერსონში, ყოველ ნახევარ საათში 1 ან 2 სანტიმეტრით მატულობს – პროკუდინი

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსანდრ პროკუდინი აცხადებს, რომ წყლის დონე ხერსონში, ყოველ ნახევარ...

რუსები დიდხანს ემზადებოდნენ კახოვკას ჰესის დასანგრევად – უკრაინის თავდაცვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ანდრეი იუსოვი აცხადებს რომ რუსები დიდხანს ემზადებოდნენ კახოვკას ჰესის დასანგრევად...

უამრავი ვიდეოებია, სადაც ჩანს, რომ ჩვენი დაკავების ბრძანებას იძლევა “ხარება” – ჯაფარიძე

''სხვადასხვა პოლიციელები მოიყვანეს, რომელთაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ ჩვენთან, გარდა იმისა, რომ მერე მანქანით...

ჩვენი ვალია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობით არჩევნებამდე კოალიციური მთავრობის შექმნა შევძლოთ – ბოკუჩავა

"ისტორიული არჩევნები იქნება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბედს გადაწყვეტს და არა იმას, თუ ვინ დაიკავებს...

მეტეოროლოგები მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ ზაფხულს უწინასწარმეტყველებენ. გამოქვეყნდა განახლებული 5 წლიანი პროგნოზი

ბოლო რვა წელი ყველაზე ცხელი იყო პლანეტის ისტორიაში, ევროპამ და ჩინეთმა კი გასულ წელს უპრეცედენტო ცხელი ზაფხული გადაიტანეს.  მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია...

“იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს” – ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე განცხადებას ავრცელებს

"ძალიან ბევრ ე.წ. კლუბურ ნარკოტიკში, რომლებიც ითვლება უსაფრთოხოდ, გარეულია "ფენტანილი". "ფენტანილი" კი იწვევს ზედოზირებას - სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს" - ამის შესახებ ნარკოლოგი...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...