მეტროს მემანქანეების დიდი ნაწილი ინფიცირებულია – პროფკავშირი ერთობა 2013

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, ერთობა 2013-ის ინფორმაციით, მეტროს მემანქანეების და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. პროფკავშირში ინფიცირების ჯაჭვის გასაწყვეტად მკაცრ შეზღუდვებს ითხოვენ.

“ახლა არსებული სიტუაცია ურთულესია, მეტროს მემანქანეებისა და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. ეს იმ დროს, როდესაც საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ტელევიზიით გადაიცემა, რაც დამსაქმებელს მოუწოდებს რომ თანამშრომლის ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, მოიძიოს მისი კონტაქტები და გადაიყვანოს თვითიზოლიაციაში. მეტროს შემთხვევაში კი ეს ხშირად არ ხორციელდებოდა. რამაც გამოიღო შედეგი და როგორც აღვნიშნეთ თანამშრომლების დიდი რაოდენობა დაინფიცირებულია, რომლებმაც თავის მხრივ დააინფიცირეს ოჯახის წევრები და არამარტო”, – აცხადებენ ერთობა 2013-ში.

პროფესიული კავშირი შექმნილ ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს აკისრებს.

პროფკავშირში აცხადებენ, რომ მათ სატრანსპორტო კომპანიას შესთავაზეს მემანქანეების რესურსის განაწილება – 10 დღე ერთი ჯგუფის მუშაობას, ხოლო 10 დღე მეორე ჯგუფის. თუმცა, სატრანსპორტო კომპანიამ შეთავაზება უარყო.

“სექტემბრის თვეში, როდესაც ვირუსმა მნიშვნელოვნად დაიწყო გავრცელება, შევხვდით სატრანსპორტო კომპანიის დირექციას. სადაც, ჩვენის მხრიდან იყო შეთავაზება ვირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების შესახებ. შეთავაზება კი გულისხმობდა, დილით 7:00 საათზე მეტროს გახსნას და საღამოს 21:00 ზე ჩაკეტვას. გვესმის, რომ მგზავრებისათვის შესაძლოა მცირედ დისკომფორტი გამოეწვია ამ ყველაფერს, მაგრამ მეტროს მუშაობის შეწყვეტას (რისი საშიშროებაც რეალურად დგას) აშკარად აჯობებდა. ეს წინადადება დარჩა უყურადღებოდ”, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ერთობა 2013-ში აცხადებენ, რომ მემანქანეებს არასათანადოდ ჩაუტარდათ კოვიდ ტესტები, რამაც ინფექციის გავრცელებას შეუწყო ხელი.

“ასევე მოვითხოვეთ თანამშრომლებისათვის ჩაეტარებინათ კოვიდის ტესტები, ეს კი განახორციელეს ისე, რომ ტესტი ჩაატარეს სისხლის ანალიზებზე, რაც რეალურ სურათს ვერ ასახავს, რადგან დაინფიცირებიდან 5-7 დღეის შემდეგ აჩვენებს ზუსტ პასუხს ხსენებული ტესტი. ანუ, სიმპტომის შემჩნევის მეორე დღეს მიდიოდნენ ტესტზე, სადაც პასუხი, რა თქმა უნდა, უარყოფითი იყო, დამშვიდებული და “ჯანმრთელი” თანამშრომელი ბრუნდებოდა სამსახურში, (რომელსაც, სამი-ოთხი დღის შემდეგ PCR ტესტით დაუდასტურდა კოვიდი, რაც თავისი ხარჯებით გააკეთა) რომელიც, იქცა სხვა თანამშრომლების ინფიცირების წყაროდ. გასულ კვირას კი ერთობა 2013_ის თავმჯდომარის დაჟინებული მოთხოვნით, მემანქანეები გააგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებაზე, რომელთა ნაწილს მეორე დღეს, სამუშაოს შესრულების დროს, მოუვიდათ დადებითი პასუხები. ამ დროს მათთან კონტაქტი ქონდა კიდევ სხვა ბევრ თანამშრომელს. (მგონი ხვდებით რასთან გვაქვს საქმე)”, – აცხადებენ პროფესიულ კავშირში.

ვინ ეკითხებოდა აქციის დაშლას ან არ არ დაშლას?! – გოგა ხაინდრავა გაჩეჩილაძის აღიარებაზე

"საერთოდ არ მესმის ამდენი წლის მერე ამ თემაზე საუბარი რას უკავშირდება და რა შუაშია....

“იგივეა ფერადკანიანს დააბრალო kkk-ს წევრობა” – ზურა ჯაფარიძე თაკო ჩარკვიანს პასუხობს

"იგივეა ფერადკანიანს დააბრალო kkk-ს წევრობა" - ასე გამოეხმაურა, "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე...

კობახიძის დავალებით, პირველი ვინც უნდა დაგეშანტაჟებინათ, ვაშაძე იყო – თაკო ჩარკვიანი იაგო ხვიჩიას

"კობახიძის დავალებით, პირველი ვინც უნდა დაგეშანტაჟებინათ, ვაშაძე იყო"- "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, თაკო ჩარკვიანი "გირჩის...

ნათლისღების საიდუმლო პანდემიის დამარცხებაში გარდატეხას შეიტანს – მეუფე დანიელი

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა სამებაში განაცხადა, რომ პანდემიის დამარცხებაში ნათლისღების საიდუმლო უმთავრეს წვლილს...

ეს არის კლასიკური ღალატი, მე რომ ახლა ბიძინას შევხვდე ჩუმად და 13 წლის შემდეგ...

"ეს არის კლასიკური ღალატი, მე რომ ახლა ბიძინას შევხვდე ჩუმად და 13 წლის შემდეგ...

გია გაჩეჩილაძე 13 წლის შემდეგ აღიარებს, რაზე გაურიგდა 2008 წელს სააკაშვილს აქციის დაშლის სანაცვლოდ

მომღერალი გია გაჩეჩილაძე, რომელიც წლების წინ ოპოზიციის საპროტესტო აქციების ერთ–ერთი ლიდერი იყო, ამბობს, რომ...

პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია – მიტროპოლიტი დიმიტრი

"პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია"- ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა,  დიმიტრიმ...

ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს – პროკურატურა

გენერალური პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. "გამოძიების...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

ახალი სკანდალი თუ შერიგების მცდელობა–მეგან მარკლის მამა შვილზე დოკუმენტურ ფილმს იღებს

მეგან მარკლის შემთხვევაში ფრაზა – “ნათესავებს არ ირჩევენ“ განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ბრიტანეთის პრინცის, ჰარის მეუღლის ნახევარდამ მათ დაძაბულ ურთიერთობებს მთელი წიგნი მიუძღვნა, რომელიც იანვრის...

ვიდეო