მეცნიერებს კოვიდ-19-ის რუსულ ვაქცინაზე შეკითხვები აქვთ და მისი ეფექტურობის ჯერ არ სჯერათ

რუსეთმა განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინა უკვე მზად აქვს და რომ შედეგს 2 თვეზე ნაკლებ დროში ადამიანებზე გამოცდის საფუძველზე მიაღწიეს. თუმცა, ამ განცხადებამ მეცნიერები მსოფლიოს მასშტაბით შეაშფოთა, ერთის მხრივ დროის ასეთ მოკლე პერიოდში მისი შემუშავების და მეორეს მხრივ იმის გამოც, რომ არ არსებობს ვაქცინის გამოცდის სრული მონაცემები. მათ მიაჩნიათ, რომ სრული მონაცემების გაცნობის გარეშე, ძალიან ძნელია ამ ვაქცინის ნდობა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის გლობალურ რბოლაში რუსეთი ცდილობს პირველი იყოს. თუმცა, ახლა ქვეყანამ ვაქცინის ფართომასშტაბიანი გამოცდა უნდა ჩაატაროს, რათა არსებობდეს რეალური მონაცემები იმის დასამტკიცებლად, რომ ის მართლაც ეფექტურად მოქმედებს. იმუნოლოგებისა და ინფექციონისტების აზრით, ახლა, ეს იქნება „წინდაუხედავი“ ნაბიჯი.

ვარვიკის ბიზნეს სკოლის მედიკამენტების სპეციალისტი აიფერ ალი ამბობს, რომ ვაქცინის ასეთი სწრაფი შემუშავება ნიშნავს იმას, რომ ვაქცინის შესაძლო გვერდითი მოვლენები, დიდი ალბათობით, არაა შესწავლილი. ასეთი გვერდითი ეფექტები, შეიძლება იყოს ცოტა, თუმცა ძალიან სერიოზული, ამბობს ექსპერტი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ვაქცინა მოსკოვში, გამალეიას სახელობის უმუნოლოგიის ინსტიტუტში შექმნეს და ის უსაფრთხოა. მეტიც, პუტინმა თქვა, რომ ვაქცინა მის ქალიშვილსაც გაუკეთეს.

„ვიცი, რომ ის საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, ძლიერ იმუნიტეტს აყალიბებს და ვიმეორებ, მან [ვაქცინამ] ყველა საჭირო შემოწმება გაიარა“, თქვა პუტინმა.

ფრანსუა ბალუქსი, ექსპერტი ლონდონის გენეტიკის ინსტიტუტში ამბობს, რომ ეს არის „უგუნური და სულელური გადაწყვეტილება“.

„მასობრივი აცრები ვაქცინით, რომელსაც საკმარისი ტესტირება არ გაუვლია, არის არაეთიკური“, ამბობს ის. „ნებისმიერი პრობლემა, რომელიც რუსულ ვაქცინას შეექმნება იქნება კატასტროფა ორი მიმართულებით: ხალხის ჯანმრთელობაზე ნეგატიური ზეგავლენა და მომავალში, ვაქცინებისადმი მიმღებლობის ნაკლებობა საზოგადოებაში“, თქვა ბრიტანელმა ექსპერტმა.

ამ აზრს ეთანხმება იმუნოლოგი და პროფესორი „ლონდონის იმპერიული კოლეჯიდან“ დენი ალტმანი. ის ამბობს, რომ ნებისმიერი ვაქცინის მასობრივი გამოცდა არის უდიდესი ზიანის მომტანი იმ შემთხვევაში, თუ მისი უსაფრთხოობისა და ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

სანამ რუსეთი გამარჯვებას ზეიმობს და ამბობს, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინა მზად აქვს, სხვა ქვეყნებიც არ აჩერებენ ვაქცინაზე მუშაობას. თითოეული მათგანი ფართომასშტაბიან ცდებს ატარებს ადამიანებზე და ათობით ათასი მოხალისე მონაწილე ჰყავს.

რამდენიმე მათგანი, მათ შორის „მოდერნა“, „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“, ამბობენ, რომ წლის ბოლოს ეცოდინებათ არის თუ არა ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური.

ყველა მათგანს მოუწევს, რომ გამოცდების შედეგები და ყველა მონაცემი გამოაქვეყნოს და მარეგულირებლებს ჩააბაროს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპასა და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც ამ ვაქცინის აპრობაციის სურვილი ექნებათ. მხოლოდ ამ მონაცემების შესწავლისა და ვაქცინის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ გახდება ცნობილი მიიღებს თუ არა რომელიმე ვაქცინა ლიცენზიას.

რუსულმა ვაქცინამ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსგან თანხმობა მანამდე მიიღო, ვიდრე ის ათასობით ადამიანზე გამოიცდებოდა, როგორც წესი, ამას მესამე ფაზა ჰქვია და უმნიშვნელოვანესი ეტაპია ვაქცინის გამოცდაში. მესამე ფაზის გავლის გარეშე ვაქცინა ლიცენზიას ვერ იღებს.

პიტერ კრემსნერი, გერმანელი ექსპერტია, რომელიც ვაქცინების კლინიკურ გამოცდებზე მუშაობს. ის ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან ეს იყო „უგუნური“ ნაბიჯი.

„როგორც წესი, საჭიროა ხალხის დიდი რაოდენობა, რათა ტესტირება ჩატარდეს, სანამ ვაქცინას მიიღებ. ვფიქრობ უგუნურებაა ეს გააკეთო, თუ უამრავ ადამიანზე ის უკვე გამოცდილი არაა“, ამბობს ექსპერტი.

ექსპერტები ამბობენ, რომ არ არსებობს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა ვაქცინა, არის თუ არა ის უსაფრთხო, როგორია იმუნური სისტემის პასუხი მასზე და შეუძლია თუ არა ამ ვაქცინას კოვიდ 19-ის ინფექციის პრევენცია. ამ კითხვებზე პასუხის გარეშე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და ხალხი, ფაქტბრივად, სიბნელეში არიან, ამბობენ მეცნიერები.

წყარო: ამერიკის ხმა

ვიღაც ბედნიერია რომ სხვას დაჩაგრავს, გაანადგურებს, ეს არ არის ადამიანური – მეუფე გრიგოლი...

"ვიღაც ბედნიერია რომ სხვას დაჩაგრავს გაანადგურებს, ეს არ არის ადამიანური"- ასე აფასებს სინდოსი პირველი...

ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილებას არ ვაპირებთ -საბა ბუაძე

"ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილებას არ ვაპირებთ"-  ამის შესახებ, პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ...

რა გამოძიება უნდა დაიწყოს, სისულელეა, რაზე დაინტერესდეს – ყაველაშვილი ჩანაწერებზე

"რა გამოძიება უნდა დაიწყოს, სისულელეა, რაზე დაინტერესდეს "- ასე ეხმაურება, "ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ...

ღარიბაშვილის და ბერას პათოლოგიური ქმედებანი აუცილებელია დაგმოს ეკლესიამ – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

"ღარიბაშვილის და ბერას პათოლოგიური ქმედებანი აუცილებელია დაგმოს ეკლესიამ"- დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს საპარტიარქოს მიმართავს...

ღარიბაშვილი მიუღებელია, არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს – ხატია დეკანოიძე

"ღარიბაშვილი მიუღებელია, არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს"- ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის...

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა 2 დიაკონს მღვდელმსახურება შეუჩერა

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ორ დიაკონს, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეუჩერა. ამის შესახებ ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "მრავალი...

ფარულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით “ლელომ” პროკურატურაში განცხადება შეიტანა

ფარულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით "ლელომ" პროკურატურაში განცხადება შეიტანა. პარტიის, ერთ-ერთი წევრი, კახა კოჟორიძე...

ხელისუფლება სამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდებას ხანდაზმულობის ვადით ცდილობს – სკანდალური ჩანაწერები

ხელისუფლება სამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდებას ხანდაზმულობის ვადით ცდილობს - ამის შესახებ, პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი,...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო