მთავრობამ საჯარო სამსახურებში დასაქმებულების შემცირება უნდა დაიწყოს – კაპანაძე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკრი მდგომარეობაა „ქამრების შემოჭერა“, პირველ რიგში, მთავრობამ და საჯარო სამსახურმა უნდა დაიწყოს.

„ზოგადად, როდესაც ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და მთავრობა იღებს გადაწყვეტლებას, რომელიც ურტყამს კერძო ბიზნესს და რომელიც გვემუქრება იმით, რომ კერძო სექტორში დაიკარგება ათობით ათასი სამუშაო ადგილი, ანუ კერძო სექტორი დაზარალდება, ასეთ დროს მორალურადაც, სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც გამართლებული იქნებოდა, რომ პარალელურად მთავრობას ბიუროკრატიისთვის შემოეჭირა ქამარი. როდესაც მკაცრი ზომები შემოაქვს მთავრობას და არ აქვს მნიშვნელობა ამის მიზეზი რა არის, პანდემია, ეკონომიკური კრიზისი თუ სხვა, რა თქმა უნდა, “ქამრების შემოჭერა”, პირველ რიგში, უნდა დაიწყოს მთავრობამ და საჯარო სამსახურმა”,- ამბობს კაპანაძე.

მისივე განცხადებით, რეგიონებში ძირითადად პარტიული აქტივია დასაქმებული, რომელთაც ხელფასი უნდა შეუმცირდეთ ან სამსახურიდან გათავისუფლდნენ, რადგან რეალურად „დოვლათს არ ქმნიან“.

“ეს განსაკუთრებით გამართლებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. ძალიან ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით რეგიონებში, ისეთ აიპ-ებსა და სსიპ-ებშია დასაქმებული, სადაც არანაირი დოვლათი არ იქმნება და სადაც ძირითადად დასაქმებული არის პარტიული აქტივი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იქ უნდა მოხდეს სწორედ “ქამრების შემოჭერა”, ხელფასების შემცირება, დასაქმებული ადამიანების შემცირება იმ უბრალო მიზეზების გამო, რომ ეს ადამიანები იქ დოვლათს არ ქმნიან, უბალოდ ჩვენი გადასახადებიდან იღებენ ფულს, ინაწილებენ და ამას ახმარენ თავიანთ პარტიულ საქმიანობას“,- განაცხადა კაპანაძემ.

ტიკარაძის განცხადებით, დაჯავშნულა 1.7 მლნ დოზა ვაქცინა, რომლებიც WHO-ს აღიარებას ელოდებიან

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ დაჯავშნულია, 1.7 მლნ დოზა ვაქცინა, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო...

კრწანისში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს

კრწანისში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისის მერია აცხადებს. "მემორიალი მიმდინარე წლის...

ევროკავშირის საგარეო მინისტრები შუამავლობის ჯგუფს ქმნიან – ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ევროკავშირის მინისტრები "შუამავლების ჯგუფს" ქმნიან, რათა საქართველოს...

Covid19-ის ვაქცინაცია 111 ქვეყანაში მიმდინარეობს, აცრილია 280 მილიონამდე ადამიანი

მსოფლიოში Covid19-ის ვაქცინაცია 111 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე 280 მილიონამდე ადამიანია აცრილი....

რა შემთხვევაში შევა “ლელო” პარლამენტში – ბადრი ჯაფარიძის განმარტება

„ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარლამენტში იმ შემთხვევაში შევლენ, და ჩაერთვებიან საგამოძიებო...

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით წლის ბოლომდე 3.5 მლნ დოზა ვაქცინა შემოვა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მარტში ვაქცინის პირველი დოზების მიღების შემდეგ, დანარჩენი ვაქცინის მიღება...

ბუწაშვილი ვაქცინის მომწოდელებთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროვებას ითხოვს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი,ვაქცინის მომწოდელებთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროვებას ითხოვს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. “1....

უგანდამ ასტრაზენეკას ვაქცინის 864 000 დოზა მიიღო

უგანდამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის Covax პლატფორმის მეშვეობით ვაქცინის პირველი დოზები მიიღო. პირველ ეტაპზე, უგანდის დედაქალაქ...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო