მთავრობის წევრის გადაყენება პრემიერის პრეროგატივაა და არა აქტივისტის – თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციაზე მის გადადგომის მოთხოვნას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს მხოლოდ პრემიერის პრეროგატივაა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა ნელ-ნელა სულ უფრო რადიკალური ხდება, რადიკალიზაციისკენ მიდის და ამის დასტურია ის, რომ აქციაზე ისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რომელსაც არ აქვს არანაირი კავშირი ეკოლოგიასთან.

მიუღებელია ჩვენთვის ულტიმატუმის ენა. რაც შეეხება გადადგომას ან დანიშვნას, ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს მთავრობის წევრის დანიშვნა, ან გადაყენება, ეს არის პრემიერ- მინისტრის პრეროგატივა და არა რომელიმე აქტივისტის აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა”,– ამბობს თურნავა.

​მისივე განცხადებით, მოწოდებები, რომ ნამახვანჰესის პროექტი უნდა ჩაიშალოს, ეს არ არის მათი ლექსიკა.

„მათ შორის არის ხელახალი კვლევების გადახედვა და მანამდე კაშხლის მშენებლობის გადაწევა, არდაწყება, ეს არის ხეობის განვითარების ფონდის შექმნა, მეტი ჩართულობა როგორც ამ ფონდის მართვის, ისე მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში და ჩვენი კარი კვლავაც ღიაა დიალოგისთვის, ოღონდაც ამ კონსტრუქციულ პლატფორმაზე.

ველით მოსახლეობის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, რათა ჩაერთონ, გააკეთონ ამ პროექტის რევიზია, გადაამოწმონ ის კვლევები, რაც უკვე გაკეთებულია. ყველამ ერთად ვიზრუნოთ, რომ ჩვენი ენერგეტიკა, ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო ძლიერი და ასეთი მოწოდებები, რომ ჩაიშალოს, გავაგდოთ ინვესტორი, გაჩერდეს, არ ავაშენოთ, ეს არ არის ჩვენი ლექსიკა, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ წელს. ჩვენ ყველანი განვითარებისკენ უნდა ვისწრაფოდეთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ოცნების ერთ–ერთი ლიდერი ამბობს, რომ საქართველოში ჩეჩენი ბიზნესმენი და გროზნოს ყოფილი მერი იმყოფებოდნენ

ქართული ოცნების რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ფეისბუქზე წერს,  რომ საქართველოში იმყოფებოდნენ ჩეჩენი ბიზნესმენი, გროზნოს...

“ივანიშვილის მთავრობა ამ გეგმის აღსრულებაში ეხმარება რუსეთს“…–ლაშა ბუღაძე

კლაუზევიცის ცნობილი აზრის მიხედვით, ომი პოლიტიკის გაგრძელებაა, ოღონდ სხვა მეთოდებით... ანუ ნებისმიერ ომს პოლიტიკური...

ტაივანის სრუტეში აშშ-ისა და ჩინეთის სამხედრო ხომალდები ლამის ერთმანეთს შეეჯახა (ვიდეო)

კანადურ-ამერიკული ერთობლივი მისიის დროს ჩინეთის სამხედრო ხომალდი ტაივანის სრუტეში კინაღამ შეეჯახა ამერიკულ გამანადგურებელს. ამის...

ვაგნერელებს ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ ბახმუტი – მალიარი

"ქალაქ ბახმუტში მდგომარეობა სტაბილურია. ჩვენ ვაკონტროლებთ ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბნებს. ვაგნერელებს ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ...

ყურადღებით ვაკვირდებით მათ საქმეებს, ვინც პარლამენტთან აქციაზე დააკავეს – აშშ-ის საელჩო

"აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება იმ პირთა საქმეებს, რომლებიც 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის...

ვინახულეთ დაკავებულები, დღევანდელ აქციას მონიტორინგს გავუწევთ – ომბუდსმენის მოადგილე

"ვინახულეთ დაკავებულები, დღევანდელ აქციას მონიტორინგს გავუწევთ" - ამის შესახებ, სახალხო დამცველის მოადგილემ ელენე ღუდუშაურმა ფორმულასთან...

3 ადამიანის დაღუპვის შემდეგ, ზელენსკიმ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე  თავშესაფრების შემოწმების ბრძანება გასცა

მას შემდეგ, რაც  რამდენიმე დღის წინ უკრაინაში საჰაერო დაბომბვას 9 წლის გოგონა, მისი დედა...

ლევან ნიშნიანიძეს პატიმრობა გაუხანგრძლივეს, ოჯახს საჭმლის შეგზავნის უფლება არ მისცეს – გირჩი-მეტი თავისუფლება

გუშინ, 2 ივნისს პარლამენტთან დაკავებულ ლევან ნიშნიანიძეს პატიმრობა ხვალამდე გაუხანგრძლივეს და ოჯახს საჭმლის შეგზავნის...

მეტეოროლოგები მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ ზაფხულს უწინასწარმეტყველებენ. გამოქვეყნდა განახლებული 5 წლიანი პროგნოზი

ბოლო რვა წელი ყველაზე ცხელი იყო პლანეტის ისტორიაში, ევროპამ და ჩინეთმა კი გასულ წელს უპრეცედენტო ცხელი ზაფხული გადაიტანეს.  მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია...

“იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს” – ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე განცხადებას ავრცელებს

"ძალიან ბევრ ე.წ. კლუბურ ნარკოტიკში, რომლებიც ითვლება უსაფრთოხოდ, გარეულია "ფენტანილი". "ფენტანილი" კი იწვევს ზედოზირებას - სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს" - ამის შესახებ ნარკოლოგი...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...