მიდით არჩევნებზე, თორემ გამოუყენებელ ბიულეტენებს ქართული ოცნება გამოიყენებს – ბურჯანაძე

“ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ქართული ოცნება არჩევნების გაყალბებას აპირებს, ამიტომ ბურჯანაძე საზოგადოებას, არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს, რათა ოცნებამ “გამოუყენებელი ბიულეტენები სათავისოდ არ გამოიყენოს”.

“საბურთალოზე 83 უბანზე ჩვენი თბილისის შტაბის ხელმძღვანელს, ბატონ ოთარ თავართქილაძეს, რომელიც მეოთხე ნომერია “ერთიანი საქართველოს” საარჩევნო სიაში, მიაყენეს შეურაცხყოფა, ჰქონდათ მცდელობა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიეყენებინათ. მას არ აძლევნდნენ უფლებას, რომ გაეპროტესტებინა ის დარღვევა, რომელიც მან ნახა.

ჩვენი ინფორმაციით, მთაწმინდის რამდენიმე უბანზე ერთი და იმავე ამომრჩეველი ორჯერ აძლევს ხმას, არ არის მოთხოვნა, რომ რამდენიმე წამით ამომრჩეველმა პირბადე მოიხსნას და სახე აჩვენოს. ამიტომ ერთი და იმავე ამომრჩეველი შედის და აძლევს ხმას.

სიაშიც არის ცდომილებები, მთაწმინდის მე-9 უბანში, თავდაპირველად გამოკრული სპეცსია შედგებოდა 4 ამომრჩევლისგან, ხოლო შემდეგ ეს გაიზარდა და 13 ამომრჩეველი გახდა მომენტალურად.

სამგორში მე-5 მაჟორიტარულ ოლქში 68-ე და მე-16 უბნებზე დაფიქსირდა ის დარღვევა, რომელზეც ჩვენ საკმაოდ ხშირად ვლაპარაკობდით. როგორც ჩვენ ველოდით, გადასატან ყუთს გაატანეს იმაზე მეტი ცარიელი კონვერტები და ბიულეტენები, ვიდრე გადასატან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა იყო. მას შემდეგ რაც ჩვენმა წარმომადგენელმა კონვერტების უკან დაბრუნება მოითხოვა, თავმჯდომარემ დიდი წინააღმდეგობის შემდეგ დააბრუნა ეს კონვერტები და ბიულეტენები უკან”, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ვაკის პარკის კასკადი განახლდება, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო – კალაძე

"ვაკის პარკის კასკადი განახლდება, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო " - განაცხადა თბილისის მერმა,...

დმიტრი გორდონსა და მის ცოლს საქართველოს აეროპორტიდან ადეპორტებენ – დეკანოიძე

ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, უკრაინელ ჟურნალისტ დმიტრი გორდონსა და მის ცოლს საქართველოს...

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო საავადმყოფოში – EPP

„ევროპის სახალხო პარტია" საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანისკენ მოუწოდებს....

ორი გრამი ძალაუფლებაც რომ დაიბრუნოს ამ ძალამ, საქმით დაუბრუნდებიან იმას, რასაც აკეთებდნენ – პაპუაშვილი...

"ორი გრამი ძალაუფლებაც რომ დაიბრუნოს ამ ძალამ, არა მხოლოდ სიტყვით, საქმით დაუბრუნდებიან იმას, რასაც...

აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მხრიდან მოსალოდნელია მცირე პროვოკაციები – მდინარაძე აქციაზე

"აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მხრიდან მოსალოდნელია მცირე პროვოკაციები"- განაცხადა ''ქართული ოცნების'' ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა...

დღეს ვიხილავთ დაშინებულ საჯარო მოხელეებს აქციაზე – სერგო ჩიხლაძე

"დღეს ვიხილავთ დაშინებულ საჯარო მოხელეებს აქციაზე" - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან...

მელიას თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, მერია წვევამდელების ჯარში გაწვევაზე უარს იტყვის

ენმ-ის თავჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ მისი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში,...

საქართველოში კორონავირუსის 4337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული...

პარიზში აუქციონზე 66 მლნ. წლის წინანდელი დინოზავრის ჩონჩხი იყიდება

პარიზში აუქციონზე გაიყიდება დინოზავრ–ტრიჯერატოპსის ყველაზე დიდი ჩონჩხი, რომელიც კი ადამიანს ოდესმე აღმოუჩენია. ვარაუდობენ, რომ მისი გასაყიდი ფასი დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს შეადგენს. დინოზავრი “დიდი ჯონი“...

აშშ–ში ღორის თირკმლის ადამიანისთვის გადანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა

ამერიკელი ქირურგები ამტკიცებენ, რომ პირველად შეძლეს წარმატებით გადაენერგათ ღორის თირკმალი ადამიანისთვის. ექიმებს იმედი აქვთ, რომ ეს დონორთა ორგანოების უკმარისობის პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებათ. ტრანსპლანტაცია აშკარად ექსპერიმენტული ხასიათი...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...