„მიზანმიმართული სანქციების დროა“- ვაშინტგონში „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აფასებენ

„ევროკავშირი შეურაცხყოფილი უნდა იყოს იმით, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაში დრო დაკარგა. ახლა მიზანმიმართული სანქციების დროა, რათა „ქართული ოცნების“ წევრები მიხვდნენ, რომ უკვე საკმარისია“,- ასე აფასებს დევიდ კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას დატოვოს ე.წ შარლ მიშელის შეთანხმება.

კრამერი თვლის, რომ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც ქვეყანაში უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება, სრული პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებასა და პრემიერ ღარიბაშვილს ეკისრებათ.

„პრემიერი უნდა გადამდგარიყო, მაგრამ ამის ნაცვლად, ის რჩება და პოლიტიკურ სიტუაციას აუარესებს. პარალელურად საპარლამენტო კომისიამ, რომელიც გასული შემოდგომის არჩევნებს იძიებს, დაასკვნა, რომ ყველაფერი კარგადაა. ძალაუფლებაში მყოფმა მთავრობამ, რომელმაც კოალიციის გარეშე მიიღო საკმარისი ხმები, თავადვე გამოიძია არჩევნების საქმე და დაადგინა, რომ მთავრობაში მყოფმა ძალამ სამართლიანად მოიგო. „ქართული ოცნება“ არსებულ სიტუაციას დასცინის.

წარსულში, შეიძლებოდა, რომ კრიზისის არსებობაში ბრალის ნაწილი ოპოზიციაზეც გაგვენაწილებინა და გვეთქვა, რომ ისინი პარლამენტში უნდა შესულიყვნენ. თუმცა, ახლა, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერს, „ქართულ ოცნებას“ და ბატონ ივანიშვილს“,- ამბობს კრამერი.

“ქართულმა ოცნებამ” დღეს, ოპოზიციასთან დადებული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის ლიდერებმა, შეთანხმებაზე ხელის მოწერიდან 100 დღის შემდეგ, ერთობლივი განცხადება პარტიის ოფისში გააკეთეს და თქვეს, რომ ტოვებენ შარლ მიშელის შეთანხმებას.

ამ გადაწყვტილებას დევიდ კრამერის მსგავსად, ლუის ნავაროც არ იწონებს და ფიქრობს, რომ ქვეყანაში განგრძობითი კრიზისია შექმნილი და ამაში დიდი წილი პასუხისმგებლობა, სწორედ საქართველოს მთავრობას ეკისრება.

„საქართველოს პოლიტიკურმა კლასმა არაერთხელ გვაჩვენა, რომ მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ თავი მოგვაჩვენონ, თითქოს, ევროინტეგრაცია სურთ, ამავდროულად კი არანაირი ძალისხმევა არ გასწიონ იმ აუცილებელი დემოკრატიული რეფორმების გასატარებლად, რაც ამ მიზნის მისაღწევადაა საჭირო. როგორც ყოველთვის, პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი მთავრობას ეკისრება. ამერიკის საელჩომ, ცოტა ხნის წინ, გააკრიტიკა ქართული ოცნების ჩავარდნა იმასთან დაკავშირებით, რომ გაეტარებინათ მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც შესაბამისი უნდა ყოფილიყო ევროკავშირის მოთხოვნებთან…“ ამბობს ნავარო.

ნავარო, რომელიც „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ მიმოხილველია, თვლის, რომ რეალურად „ქართული ოცნებისთვის“ დემოკრატია არ წარმოადგენს ღირებულებას და ამ ფასადს ის თავისი პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლველად იყენებს.

„სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ დემოკრატიისადმი ერთგულება განისაზღვრება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების გაქრობით, რომლებსაც მთავრობა „ენმ“-ს სატელიტებად მოიხსენებს. ეს სრულიად აღმაშოთებელია“,- ამბობს ნავარო.

დღესვე, „ქართული ოცნების“ განცხადების გაჟღერების შემდეგ, ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტის დატოვებაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკიტირებაზე დაიწყო საუბარი. კრამერისგან განსხვავებით, რომელიც ახლანდელ სიტუაციაზე სრულ პასუხისმგებლობას მხოლოდ მართველ პარტიას აკისრებს, ნავარო თვლის, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობაც“ უნდა იგრძნოს.

„მორჩილება, რომელიც „ენმ“-მ აჩვენა მიშა სააკაშვილის მიმართ, ბოიკოტისა და შეთანხმებაზე ხელის არ მოწერის სახით, ასევე კარგად აჩვენებს მათ ნამდვილ სურვილებს ევროკავშირთან ინტეგრაციაზე. მაშინ, როდესაც უფრო პატარა ოპოზიციურ პარტიებს ახლა შეუძლიათ გაამართლონ პარლამენტის დატოვება იმ მიზეზით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა შეთანხმება, იგივეს გაკეთება „ენმს“ აღარ შეუძლია“,- ამბობს ნავარო.

კრამერიც და ნავაროც თვლიან, რომ „სამწუხაროდ და განმეორებით, ხდება ქართველი ხალხის არჩევანის საბოტაჟი მათივე არჩეული ლიდერების მიერ, რომლებიც ასეთი ჩავარდნების საფასურს საქართველოს დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის ხარჯზე გადაიხდიან“. დევიდ კარმერი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ „თუ საქართველოს კიდევ აქვს დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების იმედი, პრემიერი უნდა გადადგეს“.

ამერიკის ყოფილ ელჩს საქართველოში, კენეტ იალოვიცს, საქართველოში მიმდინარე მოვლენები ბელარუსს ახსენებს და შიშობს, რომ თუ ქვეყანა ასე გააგრძელებს, მაშინ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ბედის გაზიარების შანსებს გაზრდის. „უბრალოდ, შეხედეთ ბელარუსს, რათა მიხვდეთ, რომელ გზაზე სიარული არ გინდათ“,- ამბობს იალოვიცი.

ამერიკელი დიპლომატი შიშობს, რომ საქართველო თავისი ყველაზე ძვირფასი მონაპოვრის, თავისუფლებისა და დემოკრატიის, დაკარგვას რისკავს: „ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანუსკაია ახლა ამერიკაშია და ცდილობს მიიღოს მხარდაჭერა პოპულარული მოძრაობისთვის, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს და ლუკაშნეკოს რეჟიმის დასრულებას ცდილობს… ამის პარალელურად, წავიკითხე ახალი ამბები საქართველოში არსებული ბოლო პოლიტიკური კრიზისის შესახებ, რაც ქვეყნის მმართველობის პარალიზების საფრთხეს ქმნის. მე არ შემიძლია საკმარისად ზუსტად გადმოგცეთ ჩემი და საქართველის მრავალი ამერიკელი მეგობრის შეშფოთება იმის შესახებ, რომ დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის მშენებლობის ეს შესანიშნავი საჩუქარი გაქრობის საფრთხის წინაშეა“.

ყოფილი დიპლომატი, რომელიც კარგად იცნობს ქართულ პოლიტიკას და წლების განმავლობაში ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად მუშაობდა, ურჩევს ყველა მხარეს აღადგინონ ის შეთანხმება, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იყო ქვეყნაში არსებული კრიზისის განსამუხტად.

„ჩვენ, ამერიკაში თავადაც გვაქვს პოლარიზაციისა და პოლიტიკური გადატვირთვის მხრივ პრობლემები და ყველაფერზე პასუხი არ გაგვაჩნია. თუმცა, მე ორივე მხარეს მტკიცედ მოვუწოდებ, რომ განაგრძნონ მიშელის შეთანხმების იმპლემენტაცია საქართველოს საკეთილდღეოდ და დემოკრატიის მომავლისთვის“,- ამბობს იალოვიცი.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა პრესკონფერენციაზე უცხოელ პარტნიორებს უსაყვედურა, კოლეგები ოპოზიციიდან კი კრიმინალებად მოიხსენია. ირაკლი კობახიძის განცხადებით “ქართული ოცნება” დოკუმენტის გარეშეც გააგრძელებს მასში არსებული პუნქტების შესრულებას. თუმცა დეტალები იმის შესახებ, როგორ აპირებს მმართველი პარტია ამ პირობის შესრულებას, ჯერ უცნობია.

წყარო: ამერიკის ხმა

 

თბილისის ზღვასთან და გონიოში ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა გვაქვს – პრემიერი

გვაქვს 2 ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა: ერთი შეიქმნას თბილისში, თბილისის ზღვასთან, 110 ჰექტარზე განთავსდება სავარაუდოდ...

თურქეთის ბაზარი გაიხსნა, წამლები გაიაფდება – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეიდან მედიკამენტების იმპორტისთვის თურქეთის ბაზარი გაიხსნა, რაც წამლის ფასების შემცირებას...

ვის დაუსუბსიდირებს მთავრობა ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს – პრემიერის განმარტება

პირველი საკითხი ეხება ელექტროენერგიის სუბსიდირების საკითხს. ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს...

რუსეთს ადრეც გამოყენებია ძალა უკრაინის, საქართველოს წინააღმდეგ – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთისგან უკრაინაში შეჭრის საფრთხე რეალურია, რადგან მას...

COVID-19-ით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3656 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 3656 ახალი შემთხვევა,...

ინტენსიური თოვის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს – სია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში...

7 მიზეზი, თუ რატომ არ ღირს, დაგემართოს ომიკრონი – კულუმბეგოვი

და მაინც, რატომ არ ღირს დაგემართოს ომიკრონი: - მიუხედავათ დაავადების მთლიანობაში შემსუბუქებისა, მაინც დიდი რისკის...

“დევნილებისთვის!” – ხვალ ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართება

"დევნილებისთვის!" – ხვალ, 17 იანვარს, 19:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები არიან სამოქალაქო...

შსს–მ facebook რეკლამის ხარჯების 60% ლექსო ლაშქარავას კადრების გავრცელებაში დახარჯა

“ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო 18 თვეში ფეისბუქ რეკლამაში დახარჯული თანხების დიდი ნაწილი ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას კადრების რეკლამირებაში დახარჯა. შსს-მ...

5 ფარული მიზეზი, რომელთა გამო წონაში იმატებთ

ხანდახან ხდება ისე, რომ დილით იღვიძებ, სასწორზე დგები და გაოგნებული ხარ. როგორ? რატომ? საიდან გაჩნდა ზედმეტი კილოგრამები, როცა მთელი კვირა დაძაბულ მუშაობაში, ყოველგვარი ტკბილეულის,...

ანჯელინა ჯოლის კიდევ ერთი შვილობილი, რომელსაც ის საჩუქრებით ანებივრებს

უკვე ათ წელზე მეტია ანჯელინა ჯოლი პრაქტიკულად ყოველდიღურად იმყარებს საზოგადოებაში სენტიმენტალური, მგრძნობიარე და თავდადებული დიდის იმიჯს, რომელმაც მთელი ცხოვრება შვილებს მიუძღვნა, მათ შორის ნაშვილებ...