მიკი რურკი მთელ ქონებას ანდერძით უკრაინელ მეგობარს უტოვებს

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, მიკი რურკმა ქსენია სობჩაკთან ვრცელ ინტერვიუში თქვა, რომ უკვე დაწერა ანდერძი, რომლის მიხედვით მისი მთელი ქონება მის პირად თანაშემწეს და ახლო მეგობარს, უკრაინელ დმიტრი კორნიიჩუკს დარჩება.

69 წლის მსახიობმა აღიარა, რომ რვა წლის მანძილზე დიმა მისი ერთ–ერთი უახლოესი ადამიანი გახდა.

“ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემთვის მსოფლიოში! მე ჩემი სახლის მისამართის დამახსოვრებაც არ შემიძლია. დიმას გარეშე დავიკარგები“– ამბობს სობჩაკთან ინტერვიუში მიკი რურკი და აღიარებს, რომ უკვე დაგეგმა საკუთრი დაკრძალვა. მსახიობს უნდა მის ძაღლებთან დაკრძალონ. მას წლების მანძილზე უკვე გარდაეცვალა 12 ძაღლი, რომლებიც აკლდამაში არიან დამარხული და მას იმედი აქვს, რომ ოდესმე მათთან ერთად განისვენებს. მისი სიკვდილის შემდეგ კი მთელი ქონება კორნიიჩუკს დარჩება.

“ყველაფერი დიმას დავუტოვე, აბსოლუტურად ყველაფერი! არ მეშინია სიკვდილის. თავად პროცესის მეშინია. მჯერა, რომ იმქვეყნად ჩემს ძმას ვნახავ, ჩავეხუტები“– ამბობს მსახიობი.

Celebrity Net Worth–ის შეფასებით, მიკი რურკის ქონება 10 მილიონ დოლარად არის შეფასებული, გარდა ამისა, მსახიობს აქვს აპარტამენტი მანჰეტენზე.

ცოტა ხნის წინ მან მხარი დაუჭირა უკრაინას და ემოციურად გამოეხმაურა რუსეთის შეჭრას, აღფრთოვანება გამოთქვა პრეზიდენტ ზელენსკის სიმამაცით და გააკრიტიკა აშშ და ნატო ნელი მოქმედებებისთვის. უნდა ვივარაუდოთ, რომ უკრაინის შესახებ ასე დეტალურად მსახიობმა სწორედ მისი თანაშემწისგან და ახლო მეგობრისგან იცის: დმიტრის ნათესავები ხმელნიცკის ოლქში ცხოვრობენ.

რუსეთში, კურსკის აეროდრომზე აფეთქება მოხდა

კურსკის აეროდრომის მიდამოში დრონის თავდასხმის შედეგად ნავთობის შესანახი ავზი აფეთქდა. ამის შესახებ  კურსკის რეგიონის...

პუტინი ბუნკერში გამოკეტეს, რომ ხალხი არ შეაშინონ “ლიდერის” ჯანმრთელობის მდგომარეობით –ფეიგინი (ვიდეო)

რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი ვარაუდობს, რომ პუტინი ბუნკერშია დამალული, რათა ხალხი დიქტატორის ავადმყოფური იერით...

არავის წაუყვანია, რა გვჭირს ჩვენ ვინმეს წასაყვანი – ჯამბულათ ხოფერიას მამა ღარიბაშვილს

"მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს სიტყვაზე ვამბობ უადგილოდ უაზროდ ნათქვამ სიტყვაზე უბრალოდ ქვეყნის მმართველს...

პუტინმა ყირიმის ხიდი მოინახულა, რომელიც ცოტა ხნის წინ აფეთქებებს გადაურჩა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დროებით ოკუპირებული ყირიმის ხიდს ეწვია, რომელიც ცოტა ხნის წინ აფეთქებებს...

საქართველოს არ აქვს პოტენციალი, რომ ომში ჩაერთოს, ეს არც იქნებოდა სწორი – ზურაბიშვილი

''საქართველო არის სოლიდარული უკრაინის მიმართ, საქართველომ იცის თუ რა ფასს იხდის დღეს უკრაინა თავისუფლებისთვის...

გარდაცვლილების პატივისცემა იქნება, თუ საქართველოს ომში ჩათრევას ავარიდებთ – სარჯველაძე

''გადმოსვენებაში დახმარება იქნება ეს თუ სამხედრო პატივით დაკრძალვა, ვინ, როდის და რამდენჯერ მოვიხსენიებთ ლოცვებში...

„ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია! – ოქრიაშვილი

''ვუსამძიმრებ დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს და ჩვენს ქვეყანას, რადგან ვკარგავთ გმირებს, რომლებიც საქართველოსთვის იბრძვიან....

ყოველთვის იღებდა შესაბამის სამედიცინო მომსახურებას, თუმცა სრულფასოვნად არ იტარებდა – ბრეგაძე სააკაშვილზე

"ის სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის იღებდა შესაბამის და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას, როგორც უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებაში,...

დასახელებულია 2022 წლის ყველაზე დაუცველი პაროლები: შეამოწმეთ არის თუ არა თქვენი სიაში

NordPass-ის ექსპერტებმა გააანალიზეს 2022 წელს მონაცემთა დარღვევის შედეგად გაზიარებული 3TB პაროლები და შეადგინეს 200 ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს სუსტი პაროლის სია. ათი "ლიდერი" წლიდან...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

დემი მური ბოიფრენდს დაშორდა

ამერიკელი მსახიობი დემი მური, რომელმაც ცოტა ხნის წინ 60 წლის იუბილე მხიარულად აღნიშნა, როგორც ჩანს, ისევ  მარტოა. Us Weekly-ის ცნობით, ის თავის ბოიფრენდს, შვეიცარიელ...