მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის, ლევან ზურაბაშვილის, აღკვეთის ღონისძიებაზე საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა 11:30 საათზეა ჩანიშნული.

როგორც ცნობილია ბრალდების მხარე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ლევან ზურაბაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. თბილისში, აკ. წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის” შენობაში შეიჭრა ლ.ზ. , რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი შენობაში 3:30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

“ლ. ზ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს”,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.

მესიჯი მომივიდა, რომ ოჯახში შემოგივარდებიანო – ვახო სანაია

ტელეწამყვანი ვახო სანაია აცხადებს, რომ მასზე და მის ოჯახზე ძალადობის შემდეგ, მას დაემუქრნენ, რომ...

საბერძნეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საბერძნეთში საქართველოს საელჩო მომსახურების წესების ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. "საბერძნეთის რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საბერძნეთის...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა. თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ხვალ ის საქართველოს...

ბოკერია ვერაა თაობებს შორის შუამავლობის სასარგებლო კანდიდატურა – ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ ვინც...

ვაქცინის შემოსატანად ერთი მინისტრი ინდოეთში უნდა იყოს, მეორე ბრიტანეთში – გამყრელიძე

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკების პროცესში უშუალოდ...

რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან – გადაწყვეტილება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირველი მარტიდან ქვეყანაში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება: იხსნება საბავშვო და...

არაფერი გვაქვს ეპიდემიის შესაჩერებლად, დაგვერხა ძალიან მაგრად – ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჩეხეთში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ სტატიას...

ტვიში და უსახელაური გაქრება, ამას ვამბობ როგორც მეღვინე – სააკაშვილი ნამახვანჰესზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო