“მისი ცოლი ორმაგ მოგებას ნახულობს სახელმწიფო კონტრაქტიდან და სამსახურიდან ოლიგარქის უნივერსიტეტში“–გერმანული მედია საქართველოში გერმანიის ელჩს ამხელს

გავლენიანი გერმანული გამოცემა BILD საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ ჰუბერტ კნირში საქართველოში მმართველი ძალის ინტერესების დამცველად ითვლება, მისი ცოლი კი სავარაუდოდ ოლიგარქ ივანიშვილისგან მოგებას ნახულობს.

“იმ დროს, როდესაც გერმანიის ელჩი საქართველოში ღიად პროსახელისუფლო პირად ითვლება, მისი ცოლი ორმაგ მოგებას ნახულობს სახელმწიფო კონტრაქტიდან საქართველოში სამსახურიდან ოლიგარქის უნივერსიტეტში.

  • ანტიკორუფციული ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა ამას განიხილავს, როგორც კორუფციის შესაძლო შემთხვევის ნიშნებს.

2018 წლის სექტემბრიდან კარიერული დიპლომატი ჰუბერტ კნირში გერმანიის ელჩია პატარა კავკასიურ ქვეყანა საქართველოში. მანამდე ის ორი წელი მუშაობდა მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის.

მას შემდეგ კნირშს არაერთხელ ადანაშაულებდნენ ცალმხრივ განცხადებებში და პოლიტიკურ გავლენებში მმართველი პარტიის “ქართული ოცნებისა“ და მის უკან მდგომი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ.

“ბილდი“ გთავაზობთ ყველაზე გამორჩეულ შემთხვევებს.

კნირში იცავს მთავრობას არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკისგან.

2020 წელს, საქართველოს მთავრობამ გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტში წარადგინა პოლიტიკოსი, რომელსაც ჰომოფობად და უმცირესობების უფლებების მოწინააღმდეგედ თვლიან. ათობით ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ეს გააპროტესტა. თუმცა კნირში აკრიტიკებდა არა საეჭვო ნომინაციას, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას ჰომოფობის წინააღმდეგ.

  • მან არასამთავრობოები იმაში დაადანაშაულა, რომ „ისინი დაეცნენ პირადი შეტევის დონემდე“, რაც ოპოზიციის ხელისუფლებასთან დაპირისპირებას გავდა.

შედეგად 44–მა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჩივრის წერილით მიმართეს გერმანიის ელჩს. წერილში ნათქვამია, რომ კნირშმა ძირი გამოუთხარა არასამთავრბო ორგანიზაციების მცდელობას ამხილოს ადამიანის უფლებებზე თავდასხმები და სახელმწიფოს მიერ დემოკრატიული მმართველობის პრინციპის დარღვევები.

განცხადების  ერთ-ერთი ხელმომწერი, ორგანიზაცია Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი ბილთან ამ საკითხზე საუბრისას ამბობს: “ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვაში გერმანიის ელჩი საუკეთესო უნდა ყოფილიყო. თუმცა, ამ საკითხებთან დაკავშირებით უკანასკნელ წლებში, ბატონმა კნირშმა არაერთი საეჭვო პოზიცია გამოხატა. მისი ღია მხარდაჭერა მმართველი პარტიის ყოფილი წევრის, სოფო კილაძისადმი, რომელიც ცნობილია ანტი ადამიანის უფლების დამცავი პოლიტიკით, განსაკუთრებით საწყენი იყო”.

კნირში “ქართული ოცნების“ ხაზს ატარებს პატიმრების გამოშვების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით

2020 წელს ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კომპრომისის თაობაზე. კომპრომისის ფარგლებში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის თქმით, კნირშმა ზეპირსიტყვიერი გარანტია დადო, რომ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა შეთანხმების თანახმად გათავისუფლდებოდა.

ოპოზიციას გერმანელის სიტყვების იმედი ქონდა. თუმცა სამი თვის შემდეგ გერმანიის ელჩმა ქართულ ტელევიზიაში განაცხადა: “ბატონი რურუა 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ არის. ეს ცხადია, და ამის წაკითხვა ყველას შეუძლია.“

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ, რომელიც მოლაპარაკებებს პირადად ესწრებოდა, “ბილდ“–ს განუცხადა, რომ ბატონი რურუას საკითხი შეთანხმების ნაწილი იყო. თუმცა, მთავრობას მისი სახელის პირდაპირ ჩაწრა არ სურდა. სწორედ ამის გამო, ოპოზიციამ მოლაპარაკებებში კიდევ რამდენიმე ელჩის, როგორც გარანტორების ჩართვა მოითხოვა.

“სამწუხარდ, ელჩმა სიმართლე დაამახინჯა, როდესაც მან ამ საკითხზე ქართული ოცნების ვერსიას ღიად დაუჭირა მხარი” – განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.

კნირში გერმანიის გენერალურ პროკურატურას ეწინააღმდეგება

2020 წლის ივნისში კნირში საქართველოს მთავრობის დასაცავად გერმანიის მთავრობის წინააღმდეგ წავიდა.

კნირშის განცხადება ეწინააღმდეგებოდა გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებას, რომელშიც მანამდე ნათქვამი იყო, რომ ბერლინში, 2019 წლის აგვისტოს მომხდარი ქართველ ზელიმხან ხანგოშვილის შეკვეთილი მკვლელობის ერთ–ერთი მოტივი “საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან მისი დაპირისპირება იყო.“

კნირშის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ეს “შეცდომაში შემყვანი ფორმულირებაა“ და რომ “გერმანიის სასამართლო ორგანოებს არ ქონიათ მიზნად რამენაირად დაეხასიათებინათ საქართველოს ხელისუფლება“.

კნირშის მილოცვა სადაო არჩევნების შემდეგ

ახალახანს, 2021 წლის ოქტომბერში ქნირშმა ძალიან სწრაფად გადაწყვიტა ეღიარებინა ადგილობრივი არჩევნები, რომელშიც 20 ქალაქიდან 19-ში ქართული ოცნების კანდიდატებმა მოიგეს. მას სურდა “მიელოცა ყველასთვის, ვინც მერად აირჩიეს” და ოპოზიციას შეახსენა, რომ შედეგების მიღება “ფუნდამენტური დემოკრატიული ვალდებულებაა”.

“არჩევნების გაყალბებაზე” მხოლოდ ადგილობრივი ოპოზიცია და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები არ  საუბრობდნენ.ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლებმა ასევე ისაუბრეს “ზეწოლისა და დაშინების ფართო და თანმიმდევრულ ბრალდებებზე, ასევე მოქმედი ხელისუფლების ხელში არსებულ გაუმართლებელ უპირატესობებზე.

მეორე მხრივ, “ბილდ“–სსაგარეო საქმეთა სამინისტრომ განუცხადა, რომ ქნირშმა “მიულოცა ყველას, ვინც გახდა მერი და ადგილები დაიკავა საკრებულოში” და რომ არჩევნების შესახებ მისი შეფასება “ევროკავშირის შეფასებისგან არ განსხვავდება”.

“ოპოზიციის ცილისწამების კამპანია” ქნირშის წინააღმდეგ

საქართველოს მმართველმა პარტიამ, რომლის უკანაც მილიარდერი, ოლიგარქი და რუსეთის მეგობარი, ბიძინა ივანიშვილი დგას, თავისხმრივ მხარი დაუჭირა ელჩ ქნირშს. 2020 წლის ივლისში გამოქვეყნებულ განცხადებაში ხელისუფლებამ დაგმო “ცილისწამების კამპანია საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის მიმართ, რომლის უკანაც ოპოზიციის ლიდერები დგანან”.

როგორც ჩანს, გერმანიის ელჩი და მმართველი პარტია ერთმანეთთან ჰარმონიაში არიან, მაშინ როცა გერმანელი დიპლომატის ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან საკმაოდ მტრულად გამოიყურება.

გერმანიის საგარეო სამინისტრო აღნიშნულს უარყოფს. უწყება BILD-ს პასუხობს, რომ გერმანიის საელჩო და ელჩი საუბრობენ “ისე, როგორც მათ საქმეს შეეფერება – კარგი ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან”.

ელჩის მეუღლის შემოსავლის წყაროები

ჰუბერტ ქნირშის მეუღლე, ევა მარია ქნირში თბილისში საცხოვრებლად, ელჩთან ერთად 2018 წელს გადავიდა. მისი დასაქმება კი ახლა აჟიოტაჟს იწვევს.

ელჩის მეუღლე 2021 წლის გაზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით მოწვეულ ლექტორად მუშაობს. “ჩვენი კლიენტი “მოწვეული ლექტორის” თანამდებობას იკავებს და შესაბამის ანაზღაურებას სასწავლო საათების მიხედვით იღებს”- უთხრეს ქალბატონი ქნირშის ადვოკატებმა „ბილდ„–ს. ეს გერმანელი პროფესორების ხელფასის ოთხი დონიდან, ყველაზე დაბალია.

გერმანიის ელჩის მეუღლის ადვოკატიც და საგარეო საქმეთა სამინისტროც ამტკიცებს,, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტია, რაც ფორმალურად სიმართლეა.

ფაქტია, რომ უნივერსიტეტმა 2019 წელს სახელმწიფო დაფინანსების სახით 145 000 ევრო მიიღო, 2020 წელს კი 610 000 ევრო. თუმცა, მეორემხრივ სახეზეა ერთჯერადი ინვესტიციის სახით მიღებული 1 მილიარდი ევრო ფონდი ქართუსგან, რომელიც ოლიგარქის ოჯახსა და ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

საქმე ფარულ ჩარიცხვებთან არ გვაქვს, მეტიც ამ თანხისთვის უნივერსიტეტი საკუთარ ვებგვერდზე მის დიდსულოვან შემომწირველს მადლობასაც უხდის.

არამხოლოდ ეს აქცევს ამ უნივერსიტეტს განსაკუთრებულად, არამედ საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებას ობიექტის შექმნის დროსაც განსაკუთრებული მიდგომა ჰქონდა.

მაშინ როცა, საქართველოში ჩვეულებრივ საჯარო უნივერსიტეტებს ავტორიზაციისა და სასწავლო აკრედიტაციის მისაღებად ხანგრძლივი პროცესის გავლა უწევთ, ოლიგარქის უნივერსიტეტმა აკრედიტაციის მოპოვება 2019 წლის ნოემბერში, სპეციალურად მისთვის შექმნილი კანონის ფარგლებში მოახერხა.

აღიარებისთვის, მათ მხოლოდ წესდების გამოქვეყნება მოუხდათ, რომელსაც შემდეგ ქართული ოცნების მთავრობის წევრებმა ხელი მოაწერეს.

ევა მარია ქნირშის დასაქმება ოლიგარქის უნივერსიტეტში არ გახლავთ გერმანიის ელჩის ბიუჯეტის ერთადერთი შემოსავლის წყარო მთავრობასთან დაახლოებული წყაროებიდან.

2020 წლის ივნისიდან, ქალბატონი ქნირში მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის შვილობილ კომპანია TUM International-ში შტატგარეშედ, “საქართველოს წარმომადგენლის” პოზიციაზე მუშაობს. “ის ამ საქმისთვის შეუფერებლად დაბალ, საათობრივ ანაზღაურებას იღებს”. – განმარტავენ ქნირშის ადვოკატები.

მეტიც: “2020 წელს ის თვეში 60 საათის განმავლობაში მუშაობდა, 2021 წლიდან კი მისი სამუშაო საათები თვეში 30 საათამდე შემცირდა.  ყოველ სამუშაო საათში მისი შესრულებული საქმე დოკუმენტირებულია”.

მიუნხენში დაფუძნებული კომპანიის ვებგვერდზე ნათქვამია: “TUM International საქართველოს მთავრობის დავალებით, რამდენიმე წელია კონსულტაციას უწევს KIU-ს”.

აქედან გამომდინარე, გერმანიის ელჩის ცოლი ორმაგ სარგებელს იღებს საქართველოში ყველაზე მდიდარი კაცისა და ძალაუფლების მქონე ოლიგარქისგან, რომელიც ქართული ოცნებისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უკან დგას.

ერთიმხრივ, უშუალოდ უნივერსიტეტში მუშაობით, რომელსაც ივანიშვილი დიდწილად აფინანსებს. მეორეს მხრივ, გერმანულ კომპანიაში მუშაობით, რომელიც კონსულტაციას უწევს სამთავრობო ოლიგარქის უნივერსიტეტს საქართველოს მთავრობის დავალებით.

თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩის ცოლის დასაქმებაში პრობლემას ვერ ხედავს. BILD-ის კითხვაზე პასუხად, უწყებამ მხარი დაუჭირა “საზღვარგარეთ პარტნიორებს შორის პროფესიულ ურთიერთობებს ” და განაცხადა, რომ ქალბატონი კნირშის საქმიანობა მათთვის ცნობილია.

ელჩი საკუთარი ცოლის დამსაქმებელს რეკლამას უკეთებს

2021 წლის იანვარში, ელჩი კნირში და საქართველოს განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს შეხვდა და მასთან ერთად “ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საკითხები განიხილა”. შეხვედრაზე კნირშმა “სამომავლო თანამშრომლობის მზაობა” გამოხატა და “გერამენელი და ქართველი პროფესორების  სამეცნიერო მიღწევები” შეაქო.

თავისმხრივ, ქართული ოცნების მინისტრმა ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა ელჩს “ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერისა და განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის”. გარდა ამისა, მინისტრმა ხაზი გაუსვა ივანიშვილის როლსაც, რომლის “უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების გარეშეც საქართველოში ამ რანგის უნივერსიტეტი ვერ იარსებებდა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა: “კორუფციის შესაძლო შემთხვევა”

ანტი-კორუფციული ორგანიზაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ვიცეპრეზიდენტმა, გიორგი ონიანმა BILD-ს  დაუდასტურა, რომ “გერმანიის ელჩი აქ  მმართველი პარტიის მიმართ ნაკლებად კრიტიკულად აღიქმება”. ელჩის ცოლის მიერ სამთავრობო კონტრაქტებით მიღებული სარგებელი კი “შესაძლოა პრობლემას არ წარმოადგენდეს ჩამოყალიბებული დემოკრატიისა და მოქმედი ინსტიტუტების მქონე ქვეყანაში, თუმცა ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ეს აშკარად პრობლემაა”

ანტი-კორუფციული ორგანიზაციის მკვლევარი აცხადებს, რომ “ელჩი კნირშის საქმიანობისა და განცხადებების ფონზე, შესაძლოა არსებობდეს ნიშნები კორუფციის შესაძლო შემთხვევის ან სულ მცირე ინტერესთა კონფლიქტის შესახებ”

მგონი, უკრაინაში ბედნიერებიც არიან, რომ გათავისუფლდნენ სააკაშვილისგან – კობახიძე

"პირველ რიგში, უკრაინელებს არაფერში სჭირდებათ სააკაშვილი და, მე მგონი, ისინი ჩვენზე ბედნიერებიც  არიან, რომ...

თეორიულადაც არ ვუშვებთ რიგგარეშე არჩევნებს – ირაკლი კობახიძე

"ჩვენი ამოცანაა, ძალიან მკაფიოდ მივანიშნოთ ყველას, რომ ჩვენ თეორიულადაც არ ვუშვებთ რიგგარეშე არჩევნებს და...

გახარია დუმს, ყოველთვის უნდა უფრთხილდე მდუმარე კაცს – ქემოკლიძე

"გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა, ცალსახად შემიძლია, გითხრათ. ის ყოველდღიურად საქმიანობს და ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობს....

სათოფეზე არ შეიძლება სააკაშვილის ხელისუფლებასთან გაკარება – ელისაშვილი

"რა გვითხრა იცით სააკაშვილმა? სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება, სათოფეზე. ეს გვითხრა გუშინ...

ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ ამოცანად მაინცდამაინც ოცნების ხელისუფლებიდან გაშვება არ გვაქვს – ვაშაძე

"თუ ჩვენ არ გამოვიტანეთ დასკვნები იმ შედეგებიდან ამ ორი ბოლო არჩევნების შედეგად მივიღეთ, ვერ...

ამისთანა კოჭლი იხვი, ფუნქციადაკარგული არცერთი პარლამენტი არ ყოფილა – უგულავა

"ეს მთელი უმრავლესობა არის ერთსახოვანი მასა, რომელსაც ლიმონკა აქვს გახსნილი ხელში და როდის აუფეთქდება,...

სახელმწიფოს დავა არ წაუგია, ეს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაა – კალაძე 80 მლნ-ზე

თბილისის მერი კახა კალაძე, რომლის ენერგეტიკის მინისტრობის დროსაც დაიწყო რუსულ ენერგოკომპანია Inter RAO-სთან, სტოკჰოლმის...

სააკაშვილი მზად არის ხვალინდელი დღისთვის – მკურნალი ექიმი

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი ხვალინდელი დღისთვის მზადაა. "მზად არის ხვალინდელი...

რა ვარჯიშები დაეხმარა ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმისთვის სხეულის სრულყოფაში

ცოტა ხნის წინ პოტკასტ Disney — D23 Inside–ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ისაუბრა ვარჯიშების უნიკალურ მეთოდზე, რომელიც ახალ ფილმში – “მარადიულნი“ მისი როლისთვის...

რატომ არ ღირს პანიკა კოვიდის ახალი ვარიანტის გამო–ფაქტები “ომიკრონზე“

კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ მსოფლიომ გასული კვირის მეორე ნახევარში შეიტყო, შაბათ–კვირას კი ის უკვე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აღმოაჩინეს, მიუხედავად საზღვრების ჩაკეტვისა და სხვა ზომებისა,...

ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა

ცნობილი ქართველი მეცო–სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა. მას პირველი შვილი– გოგონა ლილე შეეძინა. მომღერალი შვილთან ერთად სამშობიაროში გადაღებულ ფოტოს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. კლინიკა,...