მკაცრი “ლოკდაუნი” ქვეყნის მასშტაბით ვერ მოხდება, ლოკალურად შეიძლება იყოს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის ცირკულირებაა, რაც საყურადღებოა.

“რადგან მოდის შემოდგომა, როდესაც სხვა რესპირაციული ვირუსების ზედდება შეიძლება იყოს, გრიპის ვირუსი ტრადიციულად ქვეყანაში ოქტომბრის ბოლოს ჩნდება ხოლმე, უფრო ხშირად ნოემბრის შუა რიცხვებიდან და კიდევ ორი თვეა მანამდე, მაგრამ მაინც, ეს დინამიკური ზრდა საკმაოდ საყურადღებოა. ფაქტია, რომ ქვეყანაში ინფექციის შიდა ცირკულაცია გვაქვს და ამის შეკავება ყველანაირად უნდა მოვახდინოთ”,- ამბობს გამყრელიძე.

მისივე განცხადებით, მკაცრი ჩაკეტვები ქვეყნის მასშტაბით აღარ იქნება, თუმცა შესაძლოა ლოკალურ დონეზე განხორციელდეს.

“შეკავების ის პრინციპები, რაც გაზაფხულზე განხორციელდა, ე.წ. მკაცრი ლოკდაუნი და ჩაკეტვა, რა თქმა უნდა, ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ვერ და არ განხორციელდება, მაგრამ ლოკალური, წერტილოვანი დარტყმები შეიძლება იყოს იმის მიხედვით, თუ ასეთი კლასტერები გვექნა. აქამდე რომ არ მივიდეთ, საჭიროა დავიცვათ რეკომენდაციები”,- თქვა ამირან გამყრელიძემ.

ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა მკაცრი შემზღუდავი ზომები საჭირო არ გახდეს.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 57 შემთხვევა დაფიქსრიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა, 34 – თბილისში

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში,...

კახეთში 3 თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

კახეთის რეგიონში დღეს კორონავირუსი 3 თვის ჩვილს დაუდასტურდა. ის ლაგოდეხის კლასტერს უკავშირდება. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

ინფიცირების მორიგი რეკორდული მაჩვენებელი – დადასტურდა 259 ახალი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის მორიგი რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა კიდევ...

მილანი, ვარშავა, სტამბოლი, კიევი, მინსკი – ოქტომბერში ამ ქალაქებში გაფრენას შეძლებთ, ჩამოფრენას – ვერა

საქართველოს ავიაციის სააგენტო ოქტომბრის თვის რეგულარულ და ჩარტერული ფრენების განრიგს ავრცებს. 24 სექტემბრის მონაცემებით,...

სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს, ბავშვები კლასებში უნდა დაბრუნდნენ – გახარია

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყანაში სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს და ბავშვებმა სწავლა საკლასო...

ბათუმში 141 ინფიცირებულიდან 80%-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია აჭარაში ყოფნის შემდეგ ამბობს, რომ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში,  კორონავირუსით...

რუსეთის დუმის დეპუტატი კორონავირუსით გარდაიცვალა

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, „კომუნისტური პარტიის“ წევრი ვახა აგაევი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას...

ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო, სამარცხვინოდ გამოიყურებით – უგულავა უდუმაშვილს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი უგულავა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც  Sars-CoV-2–ის უწვრილესი ნემსით გახვრეტა გადაწყვიტა. მათ...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო