მკაცრი ჩაკეტვა და შეზღუდვა აღარ იქნება – პრემიერი

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები და ჩაკეტვა აღარ იქნება. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, ამჟამად მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფიცირების ზრდის აშკარა ტენდენცია გვაქვს, თუმცა, მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს და რაც მთავარია, მართვადია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების, მათ შორის ეკონომიკურის, მოხსნასთან ერთად ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდებოდა, როგორც სხვაგან, მთელ მსოფლიოში. ამიტომ, ყოველთვის ვამბობდით, რომ ძირითადი ამოცანა არის ვირუსთან ადაპტაცია და ვირუსთან თანაცხოვრების სწავლა. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე მკაცრი ღონისძიებები, შეზღუდვები, საგანგებო მდგომარეობა სწორედ იმიტომ იყო, რომ ათეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე გადაგვერჩინა და ეკონომიკისთვის ნაკლები ზიანი მიგვეყენებინა, რადგან ვირუსთან დაკავშირებით მაშინ ცოდნა საერთოდ არ არსებობდა და ვირუსის დროში გავრცელების დრო უნდა მოგვეგო. ჩვენ ეს დრო მოვიგეთ. დღეს არა მხოლოდ საქარველოში, არამედ მსოფლიოშიც ვირუსთან დაკავშირებული ცოდნა ბევრად უფრო დიდი და მნიშვნელოვანია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მსგავსი ციფრების მიუხედავად, ცხოვრება ჩვეულებრივად გავაგრძელოთ“,-განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, დღეს მთავრობის ძირითადი ამოცანაა ეკონომიკის მაქსიმალურად სწრაფად აღდგენა და მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვა.

„დღეს პრიორიტეტუი უკვე ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ეს გარკვეული წესების დაცვის გარეშე შეუძლებელია. ეს მარტივი წესებია: პირბადე, სოციალური დისტანცირება, ჰიგიენის წესების დაცვა და ასე შემდეგ. ეს ის წესებია, რომელსაც ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება. სამწუხაროდ, სანამ გლობალურად ვირუსის პრობლემა არ გადაწყდება ვაქცინით ან სხვა საშუალებებით, შეუძლებელი იქნება, ცალკე აღებულმა ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს“,-განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, საქართველოში მკაცრი, სისტემური შეზღუდვები აღარ იგეგმება.

„მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ არანაირი მკაცრი ჩაკეტვა და შეზღუდვა აღარ იქნება. ჩვენი ადაპტაციის პოლიტიკის ძირითადი კომპონენტი გახლავთ, რომ ამ ეტაპზე წერტილოვნად, მიზნობრივად უნდა ვებრძოლოთ ვირუსის გავრცელებას. ეს შეიძლება იყოს გარკვეული ლოკალური შეზღუდვები, მაგრამ მკაცრი, სისტემური შეზღუდვები, რომლითაც პირველ ეტაპზე მობილობა დავაგდეთ, მსგავსი შეზღუდვები ქვეყანაში აღარ განმეორდება“,-განაცხადა გახარიამ.

მთავრობამ 2 მილიონით დააფინანსა კომპანიები, რომლებმაც ოცნებას 1.2 მლნ შესწირეს

არასამთავრობო ორგანიზაციის "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამამ "აწარმოე საქართველოში" 2019 წელს 2 მილიონით დააფინანსა...

არანაირ თანამდებობებს არ გვთავაზობდა – ბობოხიძე სააკაშვილის განცხადებაზე

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, აკაკი ბობოხიძე მიხეილ სააკაშვილის გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ...

რეკლამების მწარმოებლებსა და სოციალურ ქსელებს შორის შეთანხმება შედგა

რამდენიმე თვის შემდეგ, რეკლამის მწარმოებლებსა და სოციალური მედიის პლატფორმებს შორის შეთანხმება შედგა. "ფეისბუქი", "იუთუბი"...

არის შესაძლებლობა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩაერიოს – კელი დეგნანი

"არის შესაძლებლობა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩაერიოს "- განაცხადა, საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა,...

ვიღას ახსოვს ბიძინა, ჯერ მიშაა დასამარცხებელი! – სალომე სამადაშვილი

ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ევროპული საქართველოსა და ენმ–ს შორის დაპირისპირებას ეხმიანება და...

“ოცნების“ სიაში არ ვიქნები – საკმარისია, უნდა იცოდე მოსვლაც და წასვლაც – ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ თავად მან და „ქართული ოცნების“ გუნდმა მისი...

რამდენი საწოლია ხელმისაწვდომი კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად ამ დროისთვის 715 თავისუფალი საწოლია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,...

აფხაზეთის მთავრობა ხაინდარავას ფილმს 200 ათასი ლარით დააფინანსებს

აფხაზეთის მთავრობამ გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეცვალა და რეჟისორ გოგა ხაინდრავას კომპანიას "ღვინო და კინო"...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც  Sars-CoV-2–ის უწვრილესი ნემსით გახვრეტა გადაწყვიტა. მათ...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო