მნიშვნელოვანია, ამ დღის აღნიშვნა გასცდეს სიმბოლურ დატვირთვას – ომბუდსმენი პირველ ივნისზე

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ბავშვთა დაცვის დღის აღნიშვნა უნდა გასცდეს სიმბოლურ დატვირთვას.

“ამ მნიშვნელოვან დღეს, საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს მსურს ვუთხრა, რომ სახალხო დამცველი ყოველთვის იქნება მათ გვერდით და მათი უფლებების დასაცავად. დღეს, როდესაც არაერთი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში, განიცდის ძალადობას, უგულებელყოფილია ჯანდაცვის, განათლების, განვითარების საჭიროებები, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ამ დღის აღნიშვნა გასცდეს სიმბოლურ დატვირთვას და სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას მათი უფლებების დასაცავად”,– აცხადებს ნინო ლომჯარია.

მისი თქმით, საქართველოში ბავშვები ხშირად პირისპირ რჩებიან ძალადობის წინაშე.

“საქართველოში, წლების განმავლობაში ვხვდებით ბავშვის უფლებების დარღვევის უმძიმეს ფაქტებს, რაც უმეტესწილად დაკავშირებულია მხარდამჭერი სერვისების არაეფექტიანობასთან, სახელმწიფოს დაგვიანებულ რეაგირებასთან, სოციალური და ბავშვებზე ზრუნვის პროგრამების ხარვეზებთან. საზოგადოების დამოკიდებულება ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ კვლავ არაერთგვაროვანია და ხშირად, ბავშვები პირისპირ რჩებიან ძალადობის წინაშე. ამ დრომდე, პასუხისმგებელი უწყებები არ ახდენენ ბავშვის უფლებადარღვევის ფაქტების დროულ იდენტიფიცირებას, სათანადო რეაგირებას და არასრულწლოვნების მხარდაჭერას მათი საჭიროებების შესაბამისად”,– წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მისივე ინფორმაციით, 2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში, საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვმების რაოდენობა 152.000-დან 186.000-მდე გაიზარდა, ხარვეზებთან იყო დაკავშირებული დისტანციური სწავლების პროცესიც, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის, სიღარიბეში და სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვის.

გარდა ამისა, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ გამოწვევად რჩება ბავშვის მიმართ ძალადობა – 2020 წელს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპოლატაციის 254 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება.
მისივე განცხადებით, განსაკუთრებით პრობლემურია ნინოწმინდაში არსებული პანსიონის მონიტორინგის საკითხი, რომელზე ფაქტობრივ ზედამხედველობას სახელმწიფო ვერ ახორციელებს.

“2021 წლის 15 აპრილს და 19 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს არ მიეცათ პანსიონში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლისა და არასრულწლოვან ბენეფიციარებთან შეხვედრის შესაძლებლობა. სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ უზრუნველყო გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ გამოცემული დროებითი ღონისძიების აღსრულება, რომლითაც მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა”,– აღნიშნავს ლომჯარია.

სახალხო დამცველის განცხადებით, ქვეყანაში ბავშვის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია:

  • გადაიხედოს ბავშვთა სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით არსებული პოლიტიკა, იმ სოციალური და ბავშვზე ზრუნვის პროგრამების ეფექტურობა, რაც ხშირად სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების ბაზისურ საჭიროებებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.
  • გაგრძელდეს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, გაძლიერდეს სახელმწიფო ზრუნვის სისტემა როგორც ფინანსური, ასევე, ადამიანური რესურსით და სახელმწიფომ უზრუნველყოს დიდი ზომის დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი, მათ შორის, სახალხო დამცველის, როგორც მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანოს მიერ.
  • დროულად შემუშავდეს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების სარეაბილიტაციო პროგრამები, აქტიურად გატარდეს ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციული ღონისძიებები და პასუხისმგებელმა უწყებებმა გააძლიერონ აღნიშნული მიმართულებით ერთმანეთთან დროული და ეფექტიანი კოორდინაციის სისტემა.

დაკავებულმა პირებმა 8 წლის ბავშვი რამდენჯერმე გააუპატიურეს – პროკურატურა

სამეგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულმა პირებმა არასრულწლოვანზე 2020 წლიდან სექსუალურად რამდენჯერმე იძალადეს....

გვაქვს ინიციატივა, ქვეყანა ონლაინ სწავლების რეგიონულ ჰაბად ჩამოვაყალიბოთ – ამილახვარი

"განათლების ექსპორტი – ეს არის პირდაპირი ინვესტიცია განათლებაში. თქვენ ახსენეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც...

შავი ჯიპებიდან როდის გადმოჯდებით? როდის შემოიჭერთ ქამრებს? – ელისაშვილი ღარიბაშვილს

"მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, როდის შემოიჭერს მთავრობა ქამარს. მისი თქმით, ოცნებობს ქვეყანაზე,...

მედია პარლამენტის წინააღმდეგ -საკონსტიტუციომ სარჩელი განსახილველად მიიღო

მედია  პარლამენტის წინააღმდეგ -  მთავარი არხის,  ტელეკომპანია პირველის, ტელეკომპანია კავკასიის და  ფორმულას სარჩელი საკონსტიტუციო...

წლის ბოლომდე 4 მლნ დოზა ვაქცინას მივიღებთ, რაც საკმარისია 60%-ის ასაცრელად – პრემიერი

"დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს დღეებში ვაქცინის მილიონ დოზაზე მეტს მივიღებთ. შეგახსენებთ, რომ...

მთავრობა მრავალშვილიან ოჯახებს იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც ბიუჯეტიდან მრავალშვილიან ოჯახებს იპოთეკურ სესხებს...

ივლისის პირველ კვირაში შემოვა სინოფარმი, სინოვაკი და ფაიზერი – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მედიავებინარზე განაცხადა, რომ ივლისის პირველ კვირაში საქართველოში შემოვა...

ირაკლი ღარიბაშვილი კვალავ “ხელოვნურად შექმნილ” კრიზისზე საუბრობს

"ბოლო 1 წელი ჩვენი ქვეყნისთვის განაკუთრებული გამოწვევებისა და სირთულეების წელი იყო. გლობალურმა პანდემიამ შეიწირა...

“ივანიშვილს დაემსგავსნენ მატყუარა ზებრა-მინისტრებიც და ეს უბადრუკი, ლაყედ მატყუარა დეპუტატებიც“–ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ “ასეთი ცრუ-ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა“, როგორც ივანიშვილის მმართველობის პერიოდშია. ლაშა ბუღაძე ფეისბუქ სტატუსს წერს, რომელშიც ამბობს რომ ივანიშვილმა ერთ...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...