მოგეხსენებათ, ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება – გახარია

პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას პარლამენტში ქართული ოცნების ფრაქციის სხდომაზე უსმენენ.

გახარიამ სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ “ძალიან რთული იქნება ოპოზიციის გარეშე მუშაობა”.

“ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე. ეს აორმაგებს როგორც მთავრობის, ისე – პარლამენტის პასუხისმგებლობას, რომელსაც სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ ჰყავს ჯანსაღი ოპოზიცია. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს დგას ქვეყანა – როგორც გლობალური პანდემიის, ისე ეკონომიკური კრიზისისა და იმ პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს.

როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, დაახლოებით 2 მილიონმა ადამიანმა, ეს პასუხისმგებლობა და ვალდებულება დააკისრა თითოეულ ჩვენგანს, ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა და სირთულისა, რომელიც ჩვენს წინაშე იქნება მომავალი წლების განმავლობაში, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ეფექტიანობაზე. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროგრამა, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტის წინაშე და სახელად ჰქვია „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ“, განვახორციელოთ სრულად”. – თქვა გიორგი გახარიამ. ~

დეპუტატები დღეს ქართული ოცნების სხდომაზე პრემიერმინისტრობს კანდიდატს, გიორგი გახარიას უსმენენ.

გირჩი – მეტი თავისუფლება: დაუყოვნებლივ გაიხსნას ქვეყანა, აღდგეს სატრანსპორტი მიმოსვლა

"გვაცადეთ მუშაობა!" – ამ მოწოდებით "გირჩი – მეტი თავისუფლება" განცხადებას ავრცელებს. პარტიის განცადებით, გირჩი პანდემიის...

შავ ზღვაში რუსული გემი ჩაიძირა – მაშველები ეკიპაჟის წევრების გადარჩენას ცდილობენ

შავ ზღვაში, თურქეთის პროვინაცია ბართინის სანაპიროსთან რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა. მაშველები გემის ეკიპაჟის 15...

როგორი ამინდი იქნება 23 იანვრამდე – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ნალექი, ზოგან...

არ შეიძლება, ვაქცინას უკუეფექტები არ ჰქონდეს, ახსნან, რას წარმოადგენს – მეუფე თეოდორე

ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე აცხადებს, რომ "არ შეიძლება ვაქცინას უკუჩვენებები არ ჰქონდეს." მისი თქმით,...

მათი გავლენა მსოფლიოში ნულია, კომპეტენცია არ აქვთ – ჩალაძე ხელისუფლებაზე

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას კომპეტენცია და მსოფლიოში გავლენა...

პანკისში კაცი მოკლეს

პანკისში, სოფელ დუისში კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ნათესავებს შორის ურთიერთდაპირისპირებას მოჰყვა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით...

შეიძლება გიორგი ვაშაძეს აქვს სურვილი, სააკაშვილზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს – დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა...

ბაკურიანში საოჯახო სასტუმროებს სტუმრის მიღებას უკრძალავენ და დაჯარიმებით ემუქრებიან

ბაკურიანში საოჯახო სასტუმროების მფლობელებს სტუმრების მიღება აუკრძალეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ გუშინ მიიღეს შეტყობინება...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იმ ჩივილების ჩამონათვალი, რაც კოვიდ-ინფექცია გადატანილ პაციენტებს ხანგრძლივი...

შოუ ბიზნესი

ფილტრისა და ფოტოშოფის გარეშე:ჯენიფერ ლოპესის ფოტოები რეალურ ცხოვრებაში პლაჟზე

ამბობენ, რომ ჯენიფერ ლოპესი ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი და მოტივატორია. ის ყოველთვის ფორმაშია, ვარჯიშობს და სხვადასხვა დიეტას იცავს. ბეჯითი შრომის შედეგს ვარსკვლავი თავად  ხშირად...

ვიდეო