“მოდი და არ მიყვარდეს ახლა და არ ვიყო მადლიერი…“–გურამ შეროზია მიხეილ სააკაშვილზე

ბლოგერი გურამ შეროზია საქარველოს მესამე პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ საქმეებს ფეისბუქ სტატუსს უძღვნის და ამბობს, რომ ის სააკაშვილის მადლობელია:

“მე-8 თუ მე-9 კლასში ვიქნებოდი, როცა მშობლებთან ერთად თბილისში მოვხვდი, მათემატიკის მორიგი შეჯიბრების ფინალში…

ჰოდა შეგხვდა ვიღაც კაცი, რომელიც უნივერსიტეტში მუშაობდა და ჩამოვარდა ჩემს ნიჭიერებაზე საუბარი, როგორ გადაჰსარევად ვსწავლობ ყველა საგანს და რომ სკოლაში კი არა – ქალაქშიც ერთ-ერთი ყველაზე ბეჯითი ბავშვი ვარ, ცოტა ხანში აბიტურიენტიც გახდება და ჩაბარების დროც მოვაო :))

ამ კაცმა ძაან კაიო, მაგრამ უნივერსიტეტში რომ ჩაირიცხო, თან ფასიანზე – ხუთი ათას დოლლარზე ნაკლები ვერაო (ეს მაშინ ძაან დიდი ფული იყო, ერთ ოთახიან ბინას იყიდდი ფოთში).

ბავშვი ვიყავი, მაგრამ სრული სიმძაფრით გავიაზრე და საშინლად მეტკინა ჩემი ლამპის შუქზე გატარებული და სწავლაზე თავგადაკლული ყოველი ღამე!

მერე მოვიდა მიშა, მოიტანა ერთიანი ეროვნული გამოცდები და 100% გრანტით ჩავირიცხე. სახლს რომ მარტო ერთ წელში სამჯერ გვიტეხავდნენ ქურდ-ბაცაცები და დედაჩემის კივილ-ტირილები ახლაც მახსოვს – ამ ამბებსაც მიშამ შეუყენა წყალი.

ქუჩაში რომ ნაფტალინა ჩა*ლევებული ბირჟავიკები დიდ გულზე იდგნენ და ფულს სთხოვდნენ ბეჯით, მშრომელ ბიჭებს (ნუ მე ბავშვი ვიყავი და ამცდა ეს *ლეობა) – ამისგანაც მიშამ გვიხსნა. ტურისტებით რომ არის სავსე ქვეყანა და ბათუმ-თელავ-ანაკლია-სიღნაღი და სხვა ქალაქები ასე რომ მეამაყება – ესეც.

ჰოდა, მოდი და არ მიყვარდეს ახლა და არ ვიყო მადლიერი…  გამოვარდება მერე ვინმე ქოცი და ამიწევს ისტერიკას, რა ვქნა, ცოტა არგუმენტი მაქვს?!  ან იქნებ მე გამომრჩა რამე და შემახსენოთ არგუმენტები – თქვენ რატომ უნდა გცემდეთ პატივს?“– წერს გურამ შეროზია.

“რად უნდა ამას მედიაცია და ბევრი პროცესის გართულება” – სარჯველაძე ლომჯარიას ინიციატივაზე

"რად უნდა ამას მედიაცია და ბევრი პროცესის გართულება" - ასე ეხმაურება, "ქართული ოცნების" დეპუტატი,...

ამერიკა ნებისმიერ შემთხვევაში მზადაა – თეთრი სახლი რუსეთთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს წარმოადგინოს ინფორმაცია სამომავლო ნაბიჯებზე, რაც უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო მობილიზაციაზე...

2021 წელს ჩინეთში რეკორდულად დაბალი შობადობა დაფიქსირდა

ჩინეთში 2021 წელს შობადობის მაჩვენებელი რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა. ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემები გასული წლის...

წალენჯიხაში შვილის მიერ გასროლილ ბრმა ტყვიას დედა ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა წალენჯიხაში - წალენჯიხაში შვილის მიერ გასროლილ ბრმა ტყვიას დედა ემსხვერპლა 20 წლამდე ახალგარდა...

როგორ შეიძლება ზალიკო უდუმაშვილი გაწიო გვერდზე და კობა ნაყოფია დააყენო?! – ლევან იოსელიანი

"როგორ შეიძლება ზალიკო უდუმაშვილი გაწიო გვერდზე და კობა ნაყოფია დააყენო?!"-  ამის შესახებ, პარტია "მოქალაქეების"...

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავარიას 3 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავარიას 3 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული, ისინი კლინიკაში...

იზოლაციის და კარანტინის წესები იცვლება – ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

17 იანვრიდან, იზოლაციის და კარანტინის ვადებივაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის იცვლება. ინფორმაციას ამის შესახებ...

მაჯაზე რომ 300 ათასიანი საათი უკეთია ღარიბაშვილს, მინიმუმ 5 ოჯახს ეყოფა – ხაბეიშვილი დევნილების...

"მაჯაზე რომ 300 ათასიანი საათი უკეთია ღარიბაშვილს, მინიმუმ 5 ოჯახს ეყოფა"- ამის შესხებ, ენმ-ის...

შსს–მ facebook რეკლამის ხარჯების 60% ლექსო ლაშქარავას კადრების გავრცელებაში დახარჯა

“ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო 18 თვეში ფეისბუქ რეკლამაში დახარჯული თანხების დიდი ნაწილი ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას კადრების რეკლამირებაში დახარჯა. შსს-მ...

ევროკავშირმა აშშ–ში აღიარებული ალცჰეიმერის საწინააღმდეგო წამალი არ დაამტკიცა

ევროკავშირმა უარი თქვა ალცჰეიმერის დაავადებასთან საბრძოლველად შექმნილი ახალი პრეპარატის გამოყენებაზე თანხმობა გაეცა იმ მოტივით, რომ ის უსაფრთხო არ არის.  საქმე ეხება ადუკანუმაბს. ეს არის...

ანჯელინა ჯოლის კიდევ ერთი შვილობილი, რომელსაც ის საჩუქრებით ანებივრებს

უკვე ათ წელზე მეტია ანჯელინა ჯოლი პრაქტიკულად ყოველდიღურად იმყარებს საზოგადოებაში სენტიმენტალური, მგრძნობიარე და თავდადებული დიდის იმიჯს, რომელმაც მთელი ცხოვრება შვილებს მიუძღვნა, მათ შორის ნაშვილებ...