მოვუწოდებთ “ოცნებას”, შეწყვიტოს კრიტიკული ტელევიზიის დირექტორის დევნა – “საერთაშორისო გამჭვირვალობა”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“  ეხმიანება თეა წულუკიანის მიერ პარლამენტის სხდომაზე “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას, პირადი მობილური ტელეფონის  ნომრის საჯაროდ გამოცხადებას. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, წულუკიანმა არამხოლოდ დაარღვია  პერსონალური ინფორმაციის დამუშავების პრინციპები, არამედ კიდევ ერთხელ წაახალისა ნეგატიური კამპანია კრიტიკული მედიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ.

“„საერთაშორისო გამჭვირვალობა  – საქართველო“  ეხმიანება  „ქართული ოცნების“ წევრის და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის,  თეა წულუკიანის, მიერ პარლამენტის სხდომაზე „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას, პირადი მობილური ტელეფონის  ნომრის საჯაროდ გამოცხადებას, რითაც წულუკიანმა არამხოლოდ დაარღვია  პერსონალური ინფორმაციის დამუშავების პრინციპები, არამედ კიდევ ერთხელ წაახალისა ნეგატიური კამპანია კრიტიკული მედიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ.

2021 წლის 2 თებერვალს პარლამენტის სხდომაზე თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას მობილური ნომერი საჯაროდ გამოაცხადა, რის შემდეგაც, გვარამიას თქმით, მასთან ბევრი უცნობი ზარი შედის.

საჯარო ტრიბუნიდან მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სხვისი პირადი ინფორმაციის გამჟღავნება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ნიკა გვარამია არ არის თანამდებობის პირი და შესაბამისად, მისი პერსონალური ინფორმაცია არ არის საჯარო (44-ე მუხლი). ის კერძო ტელეკომპანიის დირექტორია და ამდენად, მისი სურვილის წინააღმდეგ, პირადი ტელეფონის ნომრის გასაჯაროება აღმაშფოთებელია.

ხელისუფლების მხრიდან კრიტიკულ მედიაზე გახშირებული თავდასხმების, ნიკა გვარამიას მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების თუ დაწყებული საეჭვო გამოძიების, პირადი სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნების, მის ოჯახის წევრებზე თვალთვალისა და მისი შანტაჟის მცდელობის ფონზე,  წულუკიანის ეს ქმედება მმართველი პარტიის მხრიდან გვარამიას წინააღმდეგ მიმართულ კიდევ ერთ ანგარიშსწორებას ჰგავს.

საჯარო პირი და მითუმეტეს, პარლამენტარი, უნდა იცავდეს და პატივს სცემდეს კანონმდებლობას, ბოროტად არ უნდა იყენებდეს საჯარო ტრიბუნას  და არ ახალისებდეს საზოგადოებაში დაპირისპირებას. სამწუხაროდ, ყოფილი იუსტიციის მინისტრის შემთხვევაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელებას ახალისებს. გასულ წელს, ომბუდსმენის თქმით, წულუკიანმა  პატიმრებთან მისი კონფიდენციალური ვიზიტი უკანონოდ გაასაჯაროვა.

მოვუწოდებთ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და  მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. მოვუწოდებთ პარტია „ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს კრიტიკული ტელევიზიის დირექტორის დევნა და უზრუნველყოს მისი სამოქალაქო უფლებების დაცვა.”, – წერია განცხადებაში.

გული მწყდება, მთელი საქართველო, მსოფლიო ლაპარაკობდა, ვაშაძეს ხმა არ ამოუღია – მელია

ციხეში მყოფი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს მიმართავს...

საქართველო რეგიონში სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარების კუნძულია – სალომე ზურაბიშვილი

"საქართველო რეგიონში სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარების კუნძულია "- ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართული...

არსებობდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხე – შსს ენმ-ს ოფისიდან სერვერების წაღებაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც 23 თებერვალს ოფისიდან ამოღებული...

ვაპირებ, რომ თაობათა შორის ხიდი ვიყო – ბოკერია დავით ბერძენიშვილს პასუხობს

მე ვაპირებ, რომ თაობათაშორის ხიდი ვიყო,“- ასე  პასუხობს „ევროპული სქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „რესპუბლიკური...

კარგი შვილები გვყავს, სანამ მათაც ახეხინებენ იზოლატორებს და დაარბევენ უმოწყალოდ, გავიწიოთ გვერდზე –...

„კარგი შვილები გვყავს, სანამ მათაც ახეხინებენ იზოლატორებს და დაარბევენ უმოწყალოდ, გავიწიოთ გვერდზე“, – ამის...

ენმ-ის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

"ნაციონალური მოძრაობის ოფისში" ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც პოლიტიკოსებმა განაცხადეს, ისინი განიხილავენ საპროტესტო აქციებს, რომლებიც...

“რუსეთის ერთ-ერთ მეზობელთან დემოკრატია ზღვარზეა და პუტინი კმაყოფილია” – The Washington Post-ი საქართველოზე სტატიას...

"რუსეთის ერთ-ერთ მეზობელთან დემოკრატია ზღვარზეა და პუტინი კმაყოფილია" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას, ცნობილი...

მთავარეპისკოპოსმა, სპირიდონმა ჟურნალისტები “სატანის მიკროფონებად” მოიხსენია

ამის შესახებ, სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა (აბულაძე) 25 თებერვალს, ქადაგებაზე განაცხადა. ის კრიტიკულ ტელეარხებს "სატანის მიკროფონს"...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო