მოვუწოდებთ პარტიებს, განაგრძონ საარჩევნო დარღვევების მტკიცებულებების განხილვა – აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის ერთობლივი განცხადება

საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ განაგრძონ საარჩევნო დარღვევების მტკიცებულებების სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით განხილვა, რაც უმნიშვნელოვანესია საზოგადოების მიერ არჩევნების ლეგიტიმურად ცნობის პროცესში. აშშ-ს საელჩო და ევროკავშირი,  საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც 8 ნოემბერს შეკრების უფლების გამოყენებას აპირებს, მოუწოდებს ეს მშვიდობიანად და Covid-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების დაცვით განახორციელონ. ისინი, ასევე, მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას სათანადო გარემოს შექმნას ხელი შუეწყოს.

“საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადებასაქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც 8 ნოემბერს შეკრების უფლების გამოყენებას აპირებს, მოვუწოდებთ განახორციელონ ეს მშვიდობიანად და კოვიდ-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების დაცვით; ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ხელი შეუწყოს სათანადო გარემოს შექმნას.

რაც შეეხება მიმდინარე საარჩევნო პროცესს, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, განაგრძონ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული მტკიცებულებების განხილვა სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით, იმ დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, რომელიც საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნა.
დასაბუთებული საარჩევნო დარღვევების გამოსასწორებლად აუცილებელია სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესი, რათა მოხდეს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა, საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცება და საზოგადოებამ შეძლოს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობა. მზად ვართ, ამ მიზნების მისაღწევად, საჭიროებისამებრ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ.
საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც შეძლებს თავისი როლის შესრულებას გადაუდებელი პრობლემების გადაჭრაში, როგორიცაა ეკონომიკური არასტაბილურობა, პანდემია და რეგიონული დაძაბულობა; ამასთანავე, გაატარებს დამატებით რეფორმებს ქვეყნის სამომავლო დემოკრატიული, სამართლებრივი და საარჩევნო პროცესების გასაუმჯობესებლად. ყველა პოლიტიკურმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ასეთი შედეგის უზრუნველსაყოფად.”- ნათქვამია განცხადებაში.

102 წლის ემინე ჯორბენაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

აჭარაში, 102 წლის ემინე ჯორბენაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით Pfizer-ით აიცრა. ემინე ჯორბენაძემ Pfizer-ის პირველი...

გათავისუფლების შესახებ მედიის საშუალებით გავიგეთ – ინსპექტორი ჩოლოიანზე

გათავისუფლების შესახებ მედიის საშუალებით გავიგეთ - ასე ეხმაურება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ლუკა სირაძის გარდაცვალების...

ლარი გამყარდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ლარი როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებით გამყარდა. დოლართან...

პრეზიდენტს უფლებაც არ აქვს დემარში განახორციელოს საკონსტიტუციო ორგანოს წინააღმდეგ – კუჭავა

"არანაირი კონფლიქტი არ არსებობს, პრეზიდენტს უფლებაც არ აქვს დემარში განახორციელოს საკონსტიტუციო ორგანოს წინააღმდეგ"  -...

დააკავეს აქტივისტი, რომელმაც მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება გააპროტესტა

ლუკა სირაძის საქმეზე მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება აქტივისტებმა იუსტიციის სამინისტროსთან გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე...

ილია II-ს შეუძლია აცრისკენ მოწოდება, მაგრამ სატანის ერთგულად უნდა დარჩენა – კობახიძე

"ცხოვრებაში ერთხელ რომ სიკეთე გააკეთოს ილია მეორემ, ხომ შეუძლია და აცრისაკენ მოუწოდოს ხალხს. მაგან...

მოსახლეობის მესამედი ამ პერიოდამდე ვაქცინირებული რომ ყოფილიყო, ეს საკითხები ასე მწვავედ არ იდგებოდა...

ძალიან საშიშია ჰუმანიტარული კატასტროფა არ მოხდეს, სახლში არ დაგვეღუპონ ადამიანები, მოსახლეობის მესამედი ამ პერიოდამდე...

ეს არის წაქეზება დანაშაულისა, რომელიც შეიძლება სამართალდამცავებმა ჩაიდინონ და დაუსჯელი დარჩნენ – სიმონიშვილი...

ეს არის წაქეზება დანაშაულისა, რომელიც შეიძლება სამართალდამცავებმა ჩაიდინონ და დაუსჯელი დარჩნენ - ასე აფასებს...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...