მომავალში მოვიმკით ბავშვების სახლში გამოკეტვის ძალიან სერიოზულ მავნე შედეგს – ბუწაშვილი

ჩვენ მომავალში მოვიმკით ბავშვების სახლში გამოკეტვის ძალიან სერიოზულ მავნე შედეგს, – ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ჩემს წინა პოსტზე რამდენიმე კომენტარია სასწავლო დაწესებულებების დაკეტვის შესახებ. ვიცი, რომ ძალიან არაპოპულარულ რამეს ვიტყვი და ტყვიებს გამოისვრიან, მაგრამ ჩემი აზრი სკოლების/უმაღლესი სასწავლებლების შესახებ, რომელიც ხშირად მაქვს გაჟღერებული, არ შემიცვლია. ჩვენ მომავალში მოვიმკით ბავშვების სახლში გამოკეტვის ძალიან სერიოზულ მავნე შედეგს. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ეს გარდაუვალია, მაგრამ იმის მაგიერ, რომ ეს იყოს უკიდურესი ზომა, რატომღაც სწორედ სასწავლო დაწესებულებების მიკეტვა ეადვილება ყველას.
გასაგებია, რომ განსაკუთრებით გართულებულ ეპიდ სიტუაციაში (ისიც მხოლოდ შესაბამის ადგილებში) სწრაფად შეიძლება ხოლმე დროებითი დაკეტვის გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ჩვენთან ასე არ ხდება – უსასრულო დროით, ყველაფერი რომ ღიაა ხოლმე და ყველა თავის ნებაზე დადის, სასწავლო დაწესებულებები მაინც დაკეტილია.
ბოლო დროს ონლაინ საახალწლო ზეიმები და კომპიუტერის ეკრანთან კოსტიუმებში გამოწყობილი ბავშვები გულსაკლავი საყურებელი იყო. მშობლებისგან ისეთი ისტორიები მესმის, ბევრ ოჯახს ტანჯვად აქვს გადაქცეული პანდემიის მთელი ეს პერიოდი. ზუსტად ვიცი ვიღაც გამოხტება ახლა და მეტყვის, რა დროს ამაზე ლაპარაკია, ხალხი იღუპებაო. ამის შეხსენება მე ნამდვილად არ მჭირდება. კორონავირუსის შედეგებს ჯანმრთელობაზე ყოველდღიურად ვუყურებ. უბრალოდ მაინცდამაინც სასწავლო დაწესებულებების მუდმივად მიკეტილ მდგომარეობაში ყოფნა ამ საკითხს რომ ვერ წყვეტს, ამას ხომ ვხედავთ?
წარმომიდგენია, სასწავლო დაწესებულებები რომ არ ჩაკეტილიყო, მთლიანად ამას დაბრალდებოდა შემთხვევების რაოდენობის ასეთი სწრაფი აღმავლობა.
რა შედეგი გამოიღო ბავშვების და ახალგაზრდების გამოკეტვამ? ახალი შემთხვევების რაოდენობით მაინც მსოფლიო ლიდერები გავხდით და ბავშვებს ინფექციის გავრცელების კუთხით ასეთი დრამატული დამატებით რა უნდა ჩაედინათ? აღარაფერს ვამბობ სტუდენტებზე, რომლებიც ზრდასრულები არიან და ნებისმიერი სხვა ჯგუფების მსგავსად მარტივად შეძლებდნენ შესაბამისი წესების დაცვას. განსაკუთრებით უცნაურია, რაც მესმის სალიცენზიო/რეზიდენტურის გამოცდების შეზღუდვის შესახებ.
მოკლედ, იქნებ ცოტა ოპერატიულად მოვახდინოთ ხოლმე ეპიდ სიტუაციაზე რეაგირება სასწავლო დაწესებულებების გახსნის თვალსაზრისით. აშკარად უფრო სწრაფია რეაგირება ბიზნესის გაღება/დაკეტვის კუთხით და ეს გასაგებიცაა, რადგან ამ შეზღუდვების ცუდი შედეგი ეკონომიკაზე პირდაპირ და მკაფიოდ ჩანს. სასწავლო პროცესის შეჩერების შედეგებს ასე სწორხაზოვნად ვერ ვხედავთ, ზეწოლაც შესაბამისი სექტორის მხრიდან არ არის (საგანმანათლებლო სექტორისგან, ცხადია, ისეთი წნეხი არ არის, როგორც ბიზნესის მხრიდან) და ასე „იოლად გადის“ ეს თემა. მართალია, სასწორის ერთ მხარეს უმძიმესი დაავადებაა (ოღონდ არა ბავშვებში), მაგრამ სასწორის მეორე მხარეს ახალგაზრდების/ბავშვების მენტალური სტატუსი და განათლების ხარისხია.”- წერს ბუწაშვილი.

ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება–პენტაგონი

ბელორუსიაში ბირთვული იარაღის შესახებ პუტინის განცხადებას პენტაგონი გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ისინი ვერ ხედავენ ...

საქართველოს პატრიარქი მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართავს და უკრაინის ეკლესიაში დაძაბულობის განმუხტვას თხოვს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს ბართლომე I -ს წერილით მიმართავს. საქართველოს საპატრიარქოს მიერ...

რუსები ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილიდან გაქცევისთვის ემზადებიან – ფედოროვი

ოკუპირებული მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილიდან ოკუპანტები ევაკუაციისთვისაც ემზადებიან, იმ შემთხვევისთვის, თუ უკრაინის...

მოვა დრო, საქართველოსთან ერთად განვსაზღვრავთ ჩვენი სახელმწიფოების საზღვრებს – გაგლოევი

"უნდა ვიპოვოთ სპეციალისტები, ვინც მოამზადებენ რუკას უკვე ხელმისაწვდომ მასალებზე და ინფორმაციაზე დაყრდნობით და სახელმწიფო...

ზელენსკის თქმით, უკრაინას ჯერ არ შეუძლია კონტრშეტევის დაწყება რადგან საკმარისი იარაღი არ გააჩნიათ

იარაღის უკმარისობის გამო უკრაინას ჯერ არ შეუძლია კონტრიერიშის დაწყება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ...

პოლარიზაციის დაძლევის პროცესში, ეკლესია ეროვნული თანხმობის მაგალითს უნდა გვიჩვენებდეს – ზურაბიშვილი

"გილოცავთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს! ეს დღე არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის და...

მარცვლეულის დერეფნის გვერდითი ეფექტებისგან დასაცავად 6 ქვეყანა ერთად იმოქმედებს

"ევროკავშირის საბჭო დასრულდა. პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი და რუმინეთი შეთანხმდნენ, რომ პოლონეთის კოორდინაციით,...

თქვენი უსაფრთხოების სამსახურები მოქმედებენ “პოსტივის” ჟურნალისტებთან ერთად, მსხვერპლი ქალების გასაჩუმებლად – სამხარაძე “ოცნებას”

თქვენი უსაფრთხოების სამსახურები მოქმედებენ "პოსტივის" ჟურნალისტებთან ერთად, რათა გააჩუმონ მსხვერპლი ქალები - წერს ამის...

შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ჟურნალისტი ამხელს

ტაბულას ჟურნალისტი მაკო ჯაბუა ფეისბუქზე იხსენებს რამდენიმე წლის წინანდელ ისტორიას, როცა სამსახურის დაწყების მიზნით შალვა რამიშვილთან ოფისში მივიდა. ჟურნალისტის თქმით შალვა რამიშვილის მხრიდან ის...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...