მოსახლეობის 45% ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ემხრობა, 45% არა – IRI

საქართველოში, 45 % ვადამდელი არჩევნების ჩატარების მომხრეა, 45% კი არა – საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ( IRI ) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეროვნული მასშტაბის საზოგადოებრივი აზრის პირველ კვლევას აქვეყნებს.  25% “დანამდვილებით” მიიჩნევს, რომ ახალი არჩევნები საჭიროა, 20% კი ნაწილობრივ ეთანხმება, 33%-ი, კატეგორიულად არ ემხრობა, 12% კი ნაწილობრივ არ ეთანხმება ახალი არჩევნების ჩატარებას.

კითხვაზე, ემხრობით თუ არა ოპოზიციის მოთხოვნას, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, გამოკითხული მოსახლეობა პასუხობს :

  • აბსოლუტურად ვემხრობი – 25%
  • ნაწილობრივ ვემხრობი – 20%
  • კატეგორიულად არ ვემხრობი – 33%
  • ნაწილობრივ არ ვემხრობი – 12%
  • არ ვიცი/პასუხს არ ვცემ – 9%

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

საქართველოში ჩინური ვაქცინა “სინოფარმით” ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 4 მაისიდან საქართველოში ჩინური ვაქცინა "სინოფარმით"...

ნაომი ქემბელის კენიური თავშესაფარი: ნახეთ როგორ გამოიყურება სუპერმოდელის აფრიკული ვილა

ყოველთვის, როცა სტაჟიან სუპერმოდელს, ნაომი ქემბელს განმარტოება და დასვენება უნდა კენიაში, მალინდიში მდებარე საკუთარ...

მესტიაში სამმა პირმა სცემა პოლიციელი, რომელმაც კომენდანტის საათის დროს ისინი გააჩერა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში, პოლიციელი სცემეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველმა კომენდანტის საათის დროს გააჩერა მოქალაქეები,...

სენატორები: აუცილებელია ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად აწარმოოს

ამერიკელი სენატორების, ჯინ შაჰინისა და რონ ჯონსონის განცხადებით, აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოლაპარაკებები...

გერმანიის ელჩი: მოხარული ვარ, რომ “ქართული ოცნება” დაეთანხმა დანიელსონის გეგმას

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში მოხარულია, რომ ქართულმა ოცნებამ დანიელსონის დოკუმენტს ხელი მოაწერა. მისი თქმით,...

კულუმბეგოვი კოვიდზე: 55-75 წლის ასაკში სიკვდილის რისკი 1300-ჯერ მეტია, ვიდრე 17 წლამდე პირებში

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი წერს, რომ საქართველოში 55 წელს ზემოთ მცხორები მილიონი ადამიანიდან ვაქცინით მხოლოდ 2.5%...

“ქართული ოცნება” და ოპოზიცია დღეს შეხვედრას გამართავენ

დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 14:00 საათზე...

COVID-19-ით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 818 შემთხვევა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 818 ახალი შემთხვევა, ხოლო 783...

სხვა სიახლეები

ნაომი ქემბელის კენიური თავშესაფარი: ნახეთ როგორ გამოიყურება სუპერმოდელის აფრიკული ვილა

ყოველთვის, როცა სტაჟიან სუპერმოდელს, ნაომი ქემბელს განმარტოება და დასვენება უნდა კენიაში, მალინდიში მდებარე საკუთარ ვილაში მიდის. 35 წლიანი ფენომენალური კარიერის მქონე მოდელმა აღმოსავლეთ აფრიკაში იპოვნა...

ჯანმრთელობა

რატომ არ უნდა გეშინოდეთ კორონავირუსის, როცა გაციებული ხართ

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ორგანიზმში – ცხვირში, ყელში და ფილტვებში არსებული უჯრედები სახლებია. როგორც კი ვირუსი ამ სახლების შიგნით ხვდება, მას შეუძლია კარი ღია დატოვოს...

შოუ ბიზნესი

ნაომი ქემბელის კენიური თავშესაფარი: ნახეთ როგორ გამოიყურება სუპერმოდელის აფრიკული ვილა

ყოველთვის, როცა სტაჟიან სუპერმოდელს, ნაომი ქემბელს განმარტოება და დასვენება უნდა კენიაში, მალინდიში მდებარე საკუთარ ვილაში მიდის. 35 წლიანი ფენომენალური კარიერის მქონე მოდელმა აღმოსავლეთ აფრიკაში იპოვნა...

ვიდეო