მოსკოვში აქციაზე დაკავებულებს, ჯარში გაწვევის უწყისები გადასცეს

მოსკოვში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებს ჯარში გაწვევის უწყისები გადასცეს. აღნიშნული ინფორმაცია, დაკავებულებმა აქციის მონაწილეებმა უფლებადამცველ ორგანიზაციას OVD-info-ს განუცხადეს. პარტია იაბლოკოს წევრი, კირილ გონჩაროვი ერთ-ერთი დაკავებული აქციის მონაწილისთვის გადაცემულ უწყისს, Telegram-ის არხზე აქვეყნებს.

ერთ-ერთი  დაკავებულის ცოლი ამბობს, რომ მის ქმარს უწყისი სამხედრო კომისარმა გადასცა.

“ვიდეოთი იღებდნენ, როგორ გადასცემდნენ უწყისს და ამბობდნენ, რომ არმიღება არ შეუძლია, რადგან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და ვალდებულია ხვალ კომისარიატში გამოცხადდეს”, – ამბობდა ქალი.

მობილიზაციის გამოცხადების საწინააღმდეგო აქციებზე 1 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. გადაწყვეტილება უკვე დღეიდან ამოქმედდება.

  • “სამხედრო სამსახურში გაწვევას მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც ამ მომენტში თადარიგში არიან და პირველ რიგში ისინი, ვინც გაიარა სამხედრო სამსახური, აქვს გარკვეული სამხედრო  სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება. სამხედრო სამსახურში გაწვეულები ნაწილში გაგზავნამდე აუცილებლად გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილებიდან გამომდინარე“–თქვა პუტინმა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ მობილიზაცია შეეხება მათმ ვისაც მსახურობდა, აქვს საბრძოლო გამოცდილება, სამხედრო სპეციალობა.

  • “ნაწილობრივი მობილიზაცია რეზერვისტებს, სამხედრო განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს ეხებათ. არ გამოვიძახებთ სტუდენტებს და იმ ადამიანებს ვისაც სამხედრო განათლება არ აქვთ. მსგავსი გამოცდილების მქონე 25 მილიონი მოქალაქე გვყავს. ჩვენ მხოლოდ 1 პროცენტს მოვაბილიზებთ, ანუ მხოლოდ 300 ათასს რეზერვისტს.  ფრონტისა და აქტიური მოქმედებების ხაზი 1000 კილომეტრს აჭარბებს, აქედან გამომდინარე ამ ხაზს გამაგრება და გაკონტროლება სჭირდება. ნაწილობრივი მობილიზაციაც ზუსტად ამ მიზანს ემსახურება. როდესაც ეს ადამიანები შეიკრიბებიან, გადამზადებას და სპეციალურ კურსებს გაივლიან და ფრონტის ხაზზე მხოლოდ ამის შემდეგ გავაგზავნით. ოპერაცია გრძელდება და მის შესასრულებლად ყველაფერს გავაკეთებთ”-აცხადებს შოიგუ. 

New York Times:ამერიკული სპეცსამსახურები თვლიან, რომ დარია დუგინას მკვლელობაში უკრაინა მონაწილეობდა

ამერიკული გაზეთი New York Times ამერიკული სპეცსამსახურებში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს,რომ აშშ–ს დაზვერვის აზრით...

“საფრთხე ძალიან მაღალია“–ვიოლა ვონ კრამონი რუსების საქართველოში მასობრივ შემოსვლაზე

რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მოსახლეობამ ქვეყნის დატოვება დაიწყო. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პოპულაური...

სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები ზღვარზეა, რის მერეც სიცოცხლის მოსპობა გველოდება – უცხოელი ადვოკატი

სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები არის ზღვარზე, რის მერეც ჩვენ კოლაფსი გველოდება. კოლაფსში მისი სიცოცხლის მოსპობას...

უკრაინელებმა ხერსონში დაბომბეს სასტუმრო, სადაც “ფეესბეს“ წარმომადგენლები ცხოვრობდნენ

ოკუპირებულ ხერსონში უკრაინულმა ძალებმა სასტუმრო დაბომბეს, სადაც რუსეთის “ფეესბეს“  წარმომადგენლები  და მაღალჩინოსანი სამხედროები იყვნენ...

დააკავეს თსუ-ს ბუღალტერი, რომელმაც უნივერსიტეტის ანგარიშიდან ახლობელს 165 000 გადაურიცხა

საქართველოს პროკურატურამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ბუღალტერი და "მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი" სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით...

NASA-ს აპარატის შეჯახების შემდეგ ასტეროიდ Dimorphos–ს “კუდი“ გაუჩნდა და კომეტას დაემსგავსა

ჩილეს უდაბონო ატაკამაში დამონტაჟებულმა ტელესკოპმა გადაიღო  ნამსხვრევებისგან ფორმირებული 10 ათას კილომეტრიანი “კუდი,“ რომელიც ასტეროიდ...

პუტინმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის საკუთრებაში გადაყვანის ბრძანება გამოსცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის (ZNPP) ობიექტების რუსეთის საკუთრებაში გადაყვანის ბრძანება გამოსცა. ...

მკაფიო იყოს მისი განცხადებები დეოლიგარქიზაციაზე – მდინარაძე დეგნანს მიმართავს

"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს ამ ქვეყანაში გვინდა მოვუწოდოთ, რომ მკაფიო იყოს მისი განცხადებები,...

მეცნიერების გათვლებით დედამიწაზე ახალი სუპერკონტინენტი ჩამოყალიბდება. დასახელებულია ვადაც

ახალი კვლევის ფარგლებში ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტექტონიკური ფილების მდუმივი მოძრაობა ადრე თუ გვიან კონტინენტების შეჯახებას გამოიწვევს და წარმოიქმნება ახალი კონტინენტი, შუაში დიდი უდაბნოთ....

საშიში სიგნალები: მეცნიერებმა გულის უკმარისობის ნაკლებად შესამჩნევი სიმპტომები დაასახელეს

ახალ კვლევაში ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციამ დაასახელა ყველაზე გავრცელებული ადრეული სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ. გულის უკმარისობა– ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის წამალი ჯერჯერობით არ...

ალა პუგაჩოვამ მოსკოვთან მდებარე სასახლე გასაყიდად გამოიტანა და რუსეთი კვლავ დატოვა

რუსმა მომღერალმა, ალა პუგაჩოვამ გადაწყვიტა გაყიდოს მისი საყოველთაოდ ცნობილი სასახლე სოფელ გრიაზში, მოსკოვიდან 40 კილომეტრში. სასახლის ღირებულება 1 მილიარდი რუბლი, ანუ 16 მილიონი დოლარია....