მოხდება თუ არა რუსეთთან ურთიერთობის “გადატვირთვა”

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აკვირდებოდა თუ როგორ იცვლებოდნენ ამერიკელი პრეზიდენტები. ერთი ადმინისტრაცია მეორეს ცვლიდა.

თუმცა თავად პუტინი უცვლელი რჩებოდა.

2016 წელს, თავისი წინამორბედების მსგავსად, პრეზიდენტი ტრამპი აირჩიეს დაპირებით, რომ წარსულ უთანხმოებებს მოაგვარებდა და მოსკოვთან ურთიერთობას გააუმჯობესებდა. თუმცა ეს არ მომხდარა. ექსპერტები ამბობენ, რომ ბაიდენის მომავალი ადმინისტრაცისგან მოსკოვთან ურთიერთობის დალაგების ახალი მცდელობა, ნაკლებად სავარაუდოა.

“ურთიერთობებმა იმდენად მძიმე გზა გაიარა, რომ უბრალოდ შეუძლებელია უახლოეს მომავალში “გადატვირთვაზე” ვისაუბროთ. ვფიქრობ, გადატვირთვის ნაცვლად, კიდევ უფრო გაუარესების სივრცე არსებობს”, – ამბობს პაველ შარიკოვი, ამერიკა-კანადის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი.

დაპირისპირების უკან, 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევაა. შეერთებულ შტატებში, ფედერალურმა გამოძიებამ რუსეთს ბრალი დასდო, რომ ტრამპს თეთრი სახლის დაკავებაში დაეხმარა. ამან მოსკოვის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების წყება გამოიწვია.

საინტერესოა, რომ პუტინს ბაიდენისთვის არჩევნებში გამარჯვება ჯერარ მიულოცავს. კრემლის ოფიციალური პირები აცხადებენ, ისინი სხვადასხვა შტატში ტრამპის გუნდის სასამართლო სარჩელების გადაწყვეტას ელიან.

თუმცა, ოფიციალური პოზიციის მიღმა სხვა ფაქტორები იკვეთება. რუსეთის სახელმწიფო მედიამ ბაიდენის გამარჯვება აშკარად მოპარულად, ხოლო ამერიკული არჩევნები გაყალბებულად წარმოაჩინა.

რუს ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობების მიუხედავად, კრემლს სურს ბაიდენის მომავალ ადმინისტრაციასთან ერთ საკვანძო საკითხზე, შეიარაღებაზე კონტროლზე, თანამშრომლობა.

“მთავარი მიზანი “ახალი სტარტის” შეთანხმების განახლებაა. როდესაც ამაზე მოლაპარაკებები შედგება… შემდეგ [რუსები] მზად არიან დამატებითი მოლაპარაკებები გამართონ სტრატეგიული სტაბილურობის საკითხზე”, – ამბობს ალექსანდრე ჩეხოვი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ანალიტიკოსი.

“ახალი სტარტის შეთანხმება”, რომელსაც ხელი ობამას წლებში მოეწერა, ფორმალურად თებერვალში მთავრდება.

ტრამპის ადმინისტრაცია ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. თუმცა ვაშინგტონი გარკვეულ ცვლილებებს ითხოვდა, რაზეც მოსკოვი არ თანხმდებოდა. ბაიდენმა თქვა, რომ მზადაა ხელშეკრულების გასაგრძელებლად პუტინთან ითანამშრომლოს.

არჩეულ პრეზიდენტს მოსკოვთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს. ბაიდენმა წარსულში, როგორც ბარაკ ობამას თეთრი სახლის ვიცე-პრეზიდენტმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთთან ურთიერთობების “გადატვირთვის” პოლიტიკაში.

2011 წელს, ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობდა: “ძალიან კარგი ამბავი ისაა, რომ პრეზიდენტი და მე 100 პროცენტით ვეთანხმებით იმას, რომ საჭიროა რუსეთთან უფრო და უფრო ახლო კავშირების დამყარება.”

თუმცა 2011 წლის შემდეგ, ვითარება შეიცვალა. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და შემდეგ სირიაში ასადის რეჟიმის დასახმარებლად ჩაერთო. დემოკრატთა ნაწილი იმასაც ფიქრობს, რომ მოსკოვმა გადამწყვეტი როლი ითამაშა 2016 წელს ჰილარი კლინტონის დამარცხებაში. ეს ფაქტორები ბაიდენის მომავალ ადმინისტრაციას, მოსკოვთან ურთიერთობების დათბობაში სავარადუდოდ ხელს შეუშლის.

წყარო: ამერიკის ხმა

მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ ზღუდავს – გიორგი გახარია

"რაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს"  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...

როგორ დავიცავთ წესებს, ამაზე იქნება დამოკიდებული, როგორ გავატარებთ იანვარს – გახარია

"ყველას კარგად გვესმის, საახალწლო მობილობა როგორი იქნება, მაგრამ უნდა მოვახერხოთ წესების დაცვა. როგორ დავიცავთ...

გაზაფხულზე ბეღურას ვესროლეთ ზარბაზანი, როცა დათვმა შემოგვიტია, დანის ამარა ვართ – ბაქრაძე

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ გაზაფხულზე როცა სხვა ქვეყნები ჩაიკეტა, მათთან...

ეს არ არის ე.წ. ლოკდაუნი, ეს შეზღუდვები არის ლოკალური – თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მტკიცებით, ინფიცირებულთა გაზრდილი რიცხვი და ეპიდემია გაცილებით უფრო მეტად აზარალებს ეკონომიკას,...

მშენებლობა, სილამაზის სალონები – რომელ ეკონომიკურ საქმიანობებს არ შეეხება შეზღუდვა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე დაწესებული შეზღუდვები შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობას არ შეეხება: სახელმწიფო...

ეს კომპრომისია, რომელიც მინიმალურ ზიანს მიაყენებს ეკონომიკას – გახარია

პრემიერი გახარია შეზღუდვებზე ამბობს, რომ ეს ეკონომიკას მინიმალურ ზიანს მიაყენებს. "ეს არის ის კომპრომისი, რომელიც...

სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ

მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ოჯახები და ასევე, ის ოჯახები, რომლებსაც 3 ან მეტი 16...

28 ნოემბრიდან საქართველოში ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები ისევ დაიხურება

მთავრობის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვების მიხედვით, 28 ნოემბრიდან  საქართველოს მასშტაბით ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო