მსურს საქართველოში აშშ-ს ინფრასტრუქტურის გაზრდა,განსაკუთრებით როტაციული და საზღვაო ძალების ყოფნა-გენერალი ჰოჯესი

ვისურვებდი, საქართველოში აშშ-ის გაზრდილი ინფრასტრუქტურა ვნახო, განსაკუთრებით როტაციული ძალების და სტრატეგიული ავიაგადაზიდვების მხარდაჭერა, – ამის შესახებ სააგენტო „ეუროფ თაიმ“-თან ინტერვიუში აშშ-ის ევროპული ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა განაცხადა. ამერიკელი გენერლის თქმით, მთაინ ყარაბაღში ჩასული რუსი სამხედროები უფრო მეტად ოკუპანტები იქნებიან, ვიდრე მშვიდობისმყოფელები, როგორც ეს აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში ხდება.

“ეს მთავარი სტრატეგიული კითხვაა, დაეხმარება თუ ხელს შეუშლის ახალი გარემოებები აზერბაიჯანი-საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარებას, რომელიც ევროპასა და ევრაზიას აკავშირებს. ერთადერთი ასეთი დერეფანი გაზისტელეკომუნიკაციისა და საჰაერო მიმოსვლისთვის, რომელიც არ გადის რუსეთითა და ირანით. ოკუპანტებად რუსეთის სახმელეთო ჯარების იქ ყოფნა ძალიან დამხმარედ არ უნდა გამოდგეს. სომხეთში რუსული ბაზების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა და ამიტომ საქართველომ და მისმა პარტნიორებმა, ისევე, როგორც აშშ-მ, ამას ყურადღება უნდა მიაქციონ. მე მსურს, ვიხილო აშშ-ს მიერ საქართველოში ინფრასტრუქტურის გაზრდა, განსაკუთრებით როტაციული ძალებისა და საჰაერო სივრცით სტრატეგიული ძალების გადასხმის მხარდაჭერა, ასევე საზღვაო ძალების ყოფნა. ეს არის დიდი ძალების შეჯიბრის ნაწილი. აჩვენებს, რომ ეს რეგიონი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ ინვესტიციას ჩავდებთ დიპლომატიაში, ინფორმაციაში და კერძო ეკონომიკურ ინვესტიციას, ასევე, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებაში” – ამბობს ბენ ჰოჯესი.

ინტერვიუში ჰოჯესი მთიანი ყარაბაღის შეთანხმებასა და მიმდინარე სიტუაციას აფასებს. მისი თქმით, მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობოები ოკუპანტებს ჰგვანან.

“მოხარული ვარ, რომ ვხედავ საბრძოლო მოქმედებების და მკვლელობების დასრულებას, განსაკუთრებით, მშვიდობიანი მოქალაქეების. მოხარული ვარ, რომ აზერბაიჯანმა, თურქეთის მხარდაჭერით, გადამეტების წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, რომ შეთანხმება გაგრძელდება და ორივე მხარე პატივს სცემს შეთანხმებას. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ არის სხვა ქვეყნებიც, რომლებსაც შეეძლოთ კრემლის ნაცვლად მათი სამშვიდობო ძალებით უზრუნველყოფა. მე ჩავთვლიდი, რომ რუსული ძალები, რომლებიც დღეს იქ არიან განლაგებულნი, ოკუპანტებს უფრო ჰგვანან, ვიდრე სამშვიდობოებ იმის მსგავსი რამ, რაც მათ აქვთ დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.სინამდვილეში ისინი არიან “დანაყოფის მცველები”. – ამბობს ბენ ჰოჯესი.

მარნეულში 71 წლის ქალი გაკოჭეს, თანხა და სამკაულები წაართვეს – დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მარნეულის სოფელ შულავერში 71 წლის ქალის დაყაჩაღების გამო 4 პირიდააკავეს. უწყების ცნობით,...

ამ დღეს ვიხსენებთ მწუხარებით და იმედით – აშშ-ს საელჩო სოხუმის დაცემაზე

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "28 წლის წინ რუსეთის მიერ...

ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება – კახა კუჭავა

"ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება. არანაირ შედეგს ამასთან კავშირი არ აქვს. ეს არის უკვე...

ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია – ლილუაშვილი ფაილებზე

"სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში, ვერ მოიგებენ ვერც საქართველოში, ასე...

“მე რა შუაში ვარ?” – ლილუაშვილი მოსმენებზე

"მე რა შუაში ვარ?! - მე ჩემს თავს ვერ დავიბარებ",– ასე პასუხობს სუს-ის უფროსი...

ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით, ასეა ეს ცხოვრება – ლილუაშვილი გადადგომაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის ფაილების გამოქვეყნების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით,...

COVID-19-ს ემსხვერპლა 27 ადამიანი, დადასტურდა 663 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 27 ადამიანი,...

ოცნებაში ამხნევებენ ერთმანეთს, რომ 2 ოქტომბრის საღამოს არ ჩამოიშალონ – მელია

ოცნება ამომრჩევლებს ესაუბრება, რომ სადღაც მოვიგებთ, სადღაც წავაგებთ, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებს არ დავნიშნავთ. ასე...

ის ძალიან გავს ებოლას – გვინეაში კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  და გვინეის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურებს მარბურგის დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა. მას ვირუსი იწვევს, რომელიც თვისებებით ძალიან გავს ებოლას ვირუსს. კორონავირუსის მსგავსად,...

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლის პირობებში და როდის არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია–ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის განახლებული რეკომენდაციები

აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმები,  ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი და მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...