მსხვერპლზე ახდენთ ზეწოლას და ახდენთ აგრესორის წახალისებას – ფადი ასლის წერილი ევროკავშირისა და აშშს ელჩებს

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმდჯომარე ფადი ასლი, სოციალურ ქსელში ევროკავშირისა და აშშ–ის ელჩების მიმართ ღია წერილს ავრცელებს.

” ღია წერილი მისაღმატებულება კარლ ჰარცელს, საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და მისაღმატებულება კელი დეგნანს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს.

თქვენო აღმატებულება, მე დღეს მოგმართავთ როგორც ქართველი ბიზნესმენი, რომელსაც სწამს დასავლური დემოკრატიული ღირებულებების.

საქართველოში ბიზნესის სფეროში ჩემი 24 წლიანი აქტიური მოღვაწეობისას, გავხდი თანადამფუძნებელი ამერიკის სავაჭრო პალატისა, სადაც პატივი მქონდა 9 წლიანი თავმჯდომარეობისა, ხოლო შემდეგ დავაფუძნე საერთაშორისო სავაჭრო პალატა, სადაც ასევე მაქვს პატივი 13 წლიანი თავმჯდომარეობისა დაფუძნების დღიდან დღემდე. მთელი ამ წლების მანძილზე ვებრძოდი კორუფციას, თაღლითობასა და ნეპოტიზმს და მივილტვოდი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამართლიანობის, პატიოსნებისა და ეთიკის პრინციპებისკენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა იმ ღირებულებებისაკენ, რომელსაც ევროკავშირი და აშშ იცავს. წლების მანძილზე ჩემს პირად უსაფრთხოებასა და ფინანსურ ინტერესებს სისტემატურად ვაგდებდი საფრთხეში და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიბრძოდი ამ ღირებულებებისათვის.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ყველა შესაძლო გზით გაყალბდა, ადმინისტრაციული რესურსით, ამომრჩეველთა დაშინებით, მათი მოსყიდვით, ბიულეტენების ჩაყრით, არასასურველი ბიულეტენების გაყალბებით, ე.წ „კარუსელით“, ბიულეტენების გაყალბებით და ა.შ გაყალბების ეს მასშტაბი, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოში მსგავსი არავის უნახავს, აისახა იმაში, რომ ქართული ოცნების პარტიამ უკანონოდ მიიტაცა საპარლამენტო უმრავლესობა, მაშინ როდესაც ხელისუფლების ცვლილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისათვის და ქვეყანა ბოლო 8 წლის განმავლობაში 90-იან წლებს დაუბრუნდა.

ამ მასშტაბური გაყალბებისა და არჩევნების შედეგების შეცვლის გამო მთავრობის დადანაშაულების ნაცვლად, შევამჩნიეთ, რომ ევროკავშირიცა და აშშ ადმინისტრაციაც ზეწოლას ახდენენ ოპოზიციაზე აღიარონ გაყალბებული არჩევნები პარლამენტში შესვლით, როგორც იმპოტენტური უმცირესობა.

რომელ ინსტიტუტებზე საუბრობთ? მთავრობასა და პარლამენტზე, თუ ხელისუფლებაზე, რომელიც მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა, კაცმა, რომელსაც არანაირი ოფიციალური როლი არ გააჩნია ქვეყნის მართვაში? თუ იმ დისფუნქციურ სასამართლო სისტემაზე, რომელიც ბრმად მიჰყვება ბ-ნ ივანიშვილის ბრძანებებს?

ოპოზიციაზე ზეწოლით, შევიდნენ პარლამენტში, ევროკავშირიცა და აშშ ადმინისტრაციაც დემოკრატიას, სამართლიანობას, კანონის უზენაესობას, პატიოსნებასა და ეთიკას ეწინააღმდეგებიან; მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა იმ ღირებულებებს, რომელსაც დასავლეთი ბოლო 30 წელია საქართველოს უქადაგებს.

ეჭვგარეშეა, რომ თქვენ კარგი განზრახვა გაქვთ და მაქსიმუმს ცდილობთ ქვეყანაში დაძაბულობა შეამციროთ, თუმცა სინამდვილეში თქვენ მსხვერპლზე ახდენთ ზეწოლას და ახდენთ აგრესორის წახალისებას, გააყალბოს ყოველი მომდევნო არჩევნები და დარწმუნებულნიც არიან, რომ როცა კი მოესურვებათ მაშინ გააყალბებენ ევროკავშირისა და აშშ ადმინისტრაციის დაკვირვების ქვეშაც კი.
ოპოზიციაზე ზეწოლა შევიდეს პარლამენტში, მაშინ როდესაც მათი ხმები მოიპარეს, არა მხოლოდ საშინელი უსამართლობაა, არამედ ეს იმედს გაუცრუებს მათ მხარდამჭერებს, რომლებიც საქართველოში უმრავლესობას წარმოადგენენ და ხელს შეუწყობს ანტი-დასავლური განწყობების გაღვივებას. მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენი მიდგომა დაძაბულობის განსამუხტად, უნებურად გააძლიერებს რუსეთის გავლენას საქართველოში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ დაიცვათ თქვენივე დემოკრატიული ღირებულებები და სამართლიანობის პრინციპები და მოახდინოთ ზეწოლა არა თაღლითობის მსხვერპლზე, არამედ თაღლითებზე.

პატივისცემით ფადი ოსკარ ასლი

23 ნოემბერი, 2020″

გამყრელიძე-ცერცვაძე-იმნაძესთან მიმართებაში, სერიოზული გამოძიებაა ჩასატარებელი – დავით ჭიჭინაძე

ვფიქრობ, გამყრელიძე-ცერცვაძე-იმნაძესთან მიმართებაში, სერიოზული გამოძიებაა ჩასატარებელი, - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავი ჭიჭინაძე. „მათ...

აქცია განათლების სამინისტროსთან – აქციის მონაწილეები სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემებს აპროტესტებენ

სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები განათლების სამინისტროსთან სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემებს აპროტესტებენ....

ერის კეთილდღეობაზე ვსაუბრობ – მოკვდეს, ვიდრე ლგბტ გაიზარდოს – დეკანოზი აზრს არ იცვლის

დეკანოზი თადეოზ სარალიძე საკუთარ ქადაგებას კვლავ იმეორებს და აზრს არ იცვლის. მისი თქმით, ის ერის...

დეკანოზი თადეოზი უნდა განიკვეთოს, წლებია შხამს ანთხევს ამბიონიდან – კობახიძე

თეოლოგი ბასილ კობახიძე დეკანოზ თადეოზ სარალიძის ქადაგებას ეხმიანება და ამბობს, რომ ის მრავალი წელია...

მსახიობი მამუკა ლორია გარდაიცვალა

რუსთაველის თეატრის მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს. "რუსთაველის თეატრი...

ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიყვანო, კონსტიტუცია მაქვს შესაცვლელი – ხვიჩია

პარტია "გირჩი" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს რომ მან პარლამენტში უნდა შეიყვანოს ოპოზიცია რადგან...

მერია დამატებით 180 ერთეულ 8-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის

დედაქალაქში უკვე შესყიდული 100 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანით ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება დასრულდება. თბილისის მერია...

მოვა დრო, როცა ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფრაქციებსაც შექმნიან – თალაკვაძე

"მოვა დრო, როცა ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფრაქციებსაც შექმნიან "- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

მეცნიერმა კორონავირუსით დაინფიცირების ზრდასა და მზის სხივების ნაკლებობას შორის კავშირი დაადგინა

შემოდგომაზე ბევრ ევროპულ ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ტემპერატურის სეზონურ კლებას უკავშირდება. თუმცა, ძირითადი ფაქტორი შესაძლოა ამ ქვეყნების გეოგრაფიული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო