“სიმღერა, მუსიკის მოსმენა” – გირჩი აკრძალვების პარალელურად ხალხმრავალ შეხვედრებს აანონსებს

გირჩი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ პარტიას ხალხმრავალი შეხვედრები აქვს დაგეგმილი, რომელიც აგიტაციასთან ერთად, შესაძლოა გულისხმობდეს მუსიკის მოსმენას, სიმღერასა და სხვა აქტივობებს.

“წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ტიპის ღია თუ დახურული ტიპის ხალხმრავალ შეხვედრებში.

შეხვედრები იქნება სხვადასხვა ტიპის და გარდა პარტიული აგიტაციისა და გირჩის ლიდერებთან პირადი კონტაქტის დამყარებისა, თავის თავში შეიძლება მოიცავდეს მუსიკის მოსმენას, კერძების დაგემოვნებას, ალკოჰოლის მიღებას, სიმღერასა და სხვადასხვა რიტუალების ჩატარებას”,- წერს გირჩი.

პარტიის განცხადებით, ამ აქტივობებში ხელის შეშლა ხელისუფლების მიერ გირჩის წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლად იქნება აღქმული.

“აღნიშნული შეხვედრების ნაწილის ორგანიზებაში გვეხმარებიან მეგობრები, მხარდამჭერები და კომპანიები, რომელთაც აქვთ ასეთი ტიპის შეხვედრების მოწყობის გამოცდილება.

რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან ნებისმიერი მიზეზითა და ნებისმიერი ფორმით ხელის შეშლა ასეთი შეხვედრების ორგანიზებაში, ჩვენს მიერ აღქმული იქნება როგორც ხელისუფლების მიერ გირჩისთვის წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა”,- წერია გირჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეიდან იკრძალება 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება სპორტული თუ კულტურული ღონისძიებებისთვის, მათ შორის ღია ცის ქვეშ. ასევე, იკრძალება ღამის კლუბები. აკრძალვები არ ეხება საარჩევნო აგიტაციას.

კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევიდან 1 863 თბილისში დადასტურდა

დღეს საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 863 გამოვლინდა, აჭარაში –...

კორონავირუსით საქართველოში კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა, სულ – 1 161

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების რეკორდულად მაღალი – ...

საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი -  4 780 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 489...

კლინიკები პაციენტებს ვერ იტევს, გავშალოთ საველე ჰოსპიტლები – კლინიკების ასოციაცია გახარიას

კლინიკების ასოციაცია პრემიერ–მინისტრს ღია წერილით მიმართავს და მოუწოდებს მთავრობას, კლინიკების მიმდებარედ დროულად გაიხსნას საველე...

დავაკავეთ პირი, რომელიც მანქანებს ქირაობდა, დეტალებს ხსნიდა და ყიდდა – შსს

შსს–მ 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ტ.ბ. დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა,...

სავარაუდოდ, გაზის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად ქარელში 2 ადამიანი გარდაიცვალა

ქარელში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად, 2 ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ამირეჯიბის ქუჩაზე გვიან...

მოაჭერით მარჯვენა ხელი კობახიძეს, მარცხენა მდინარაძეს – ინაშვილი ივანიშვილს

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ბიძინა ივანიშვილის 2018 წლის განცხადებას იხსენებს, როდესაც მან თქვა,...

შეიზღუდოს ხელფასები საბიუჯეტო ორგანიზაციებში, თუ გაჭირვებაა ყველამ ერთად გავიჭირვოთ -ნინო ჯანგირაშვილი

"შეიზღუდოს ხელფასები საბიუჯეტო ორგანიზაციებში, თუ გაჭირვებაა ყველამ ერთად გავიჭირვოთ "- ამის შესხებ ტელეკომპანია „კავკასიის“ ...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო