მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული კავკასია ჩვენს რეგიონს და მსოფლიოს სჭირდება – სალომე ზურაბიშვილი მაიკ პომპეოს

„მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული კავკასია ჩვენს რეგიონს და მსოფლიოს სჭირდება“, – ეს შეფასება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას გააკეთა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ტურნეს ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, კავკასიისა და შავი ზღვის მნიშვნელობას ამერიკისათვის.

„ეს მნიშვნელობა გაიზარდა რეგიონში შექმნილი ახალი ვითარების ფონზე. მშვიდობა არის უალტერნატივო, ხოლო რეგიონის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება ჩვენი საერთო ინტერესია. საქართველო ამ ინტერესის დასაცავად ამერიკისათვის კვლავ ღირსეული პარტნიორი და საიმედო საყრდენია რეგიონში,“ – ხაზგასმით აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ დეოკუპაციის მშვიდობიანი გზით მიღწევას ალტერნატივა არ აქვს. ამისთვის საჭიროა ეფექტიანი მოლაპარაკებები, ჟენევის ფორმატის გაძლიერება და ყველა სხვა შესაძლო ფორმატის გამოყენება.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელიც სამ ათეულ წელს ითვლის, არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან ეფუძნება საერთო ღირებულებებს – დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ყველაზე მთავარს – თავისუფლებას!

მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აშშ–ს შორის არსებული თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავა და დაიწყება მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

„ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდება სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებით, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობით და ამერიკის მიერ საქართველოს მხარდაჭერით ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოს და ამერიკის საზოგადოებებში და პოლიტიკურ სპექტრში მტკიცე მხარდაჭერით სარგებლობს,”– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მკაფიო “ლუზერები”, ყველაზე მეტად წააგეს არჩევნებში– კობახიძე ევროპულ საქართველოზე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათთვის წითელი ხაზი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა, სხვა...

ევროკავშირი საქართველოსთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოყოფს

ევროკავშირმა დღეს საქართველოს მაკროფინანსური დახმარების პროგრამების ფარგლებში  საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების...

აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი, 57 წლის ექიმი გარდაიცვალა

დღეს კორონავირუსისგან აჭარაში კიდევ ერთი ექიმი, 57 წლის მადონა ტაკიძე გარდაიცვალა. ის ქობულეთის ერთ-ერთ კლინიკაში...

$46.5 მილიონის გაყიდვის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 0.55 თეთრით გამყარდა

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ $46.5 მილიონი დოლარი გაყიდა. შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით...

აუცილებელია, მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ავრცელებს და კორონავირუსთან დაკავშირებით სასულიერო პირებს რეკომენდაციებს აძლევს. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია...

ახლა პრაქტიკულად ყველა გაციება არის კოვიდი – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ახლა პრაქტიკულად ყველა გაციება...

უკეთესი იქნებოდა, II ტური რომ არა, შეზღუდვები ნოემბრის დასაწყისში დაწესებულიყო – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა, შეზღუდვები ნოემბრის დასაწყისში...

ვმსჯელობთ დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაზე – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთავრობა დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაზე...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო