ნაპოვნია კოვიდის ახალი წამალი, რომელსაც მძიმე ფორმებით დაავადებულების გადარჩენა შეუძლია

მედიკოსებმა, ფარმაცევტებმა და მეცნიერებმა კოვიდის მძიმე ფორმით დაავადებულთათვის ახალი წამალი აღმოაჩინეს.  ეს არის ანტისხეულების კოქტეილი, რომელიც ყველას ვერ გადაარჩენს, თუმცა ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

ახალი, და საკმაოდ ძვირადღირებული საშუალება ლაბორატორიაში მიღებული ანტისხეულების ორი სახეობის ნაერთს წარმოადგენს, რომელიც ავადმყოფის ვენაში შეჰყავთ, რის შემდეგაც ის ორგანიზმს ვირუსის ნეიტრალიზაციაში ეხმარება.

კოვიდის საწინააღმდეგო წამლების მოძიების ბრიტანული პროგრამის –   Recovery trial–ის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს საშუალება კოვიდის მძიმე ფორმების გამო ჰოსპიტალიზებულ ყოველ მესამე პაციენტს შველის.

ექსპერტებმა გამოითვალეს, რომ ის ყოველი ასი მკურნალობაგავლილი პაციენტიდან ექვსის სიცოცხლეს გადაარჩენს.

წამალი მონოკლონალური ანტისხეულებით, რომელსაც კომპანია Regenoron აკეთებს, დაახლოებით 1400–დან 2800 დოლარამდე ღირს. ამ წამლით მხოლოდ მათი მკურნალობა შეიძლება, ვისმა ორგანიზმმაც კორონავირუსთან  მებრძოლი ანტისხეულები თვითონ ვერ გამოიმუშავა.

ბრიტანეთში ეს წამალი ექსპერიმენტის სახით ათას პაციენტს მისცეს და დაადგინეს, რომ ის მნიშვნელოვნად ამცირებს:

  • სიკვდილის რისკს
  • საავადმყოფოში გატარებულ დროს (საშუალოდ 4 დღით)
  • ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატის გამოყენებას

“ძალიან გამიმართლა, რომ ეს კვლევა უკვე მიმდინარეობდა, როცა  კივდის დიაგნოზით საავადმყოფოში მოვხვდი. ეს წამალი მეც შემხვდა. და მიხარია, რომ ცდებში მივიღე მონაწილეობა და დავეხმარე იმის გარკვევაში, რომ მკურნალობა ეფექტურია“– ამბობს 37 წლის კიმბერლი ფეზერსტოუნი.

კვლევის ერთ–ერთი ხელმძღვანელი, მედიცინის და ეპიდემიოლოგიის პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, სერ მარტინ ლენდრი ამბობს, რომ ახალი მედიკამენტი მძიმედ დაავადებული პაციენტების სიკვდილიანობას დაახლოებით ერთი მეხუთედით შეამცირებს.

“ჩვენ დავინახეთ, რომ ანტივირუსული მკურნალობის გამოყენებისას ამ შემთხვევაში ამ ანტისხეულების გამოყენებისას მნიშვნელოვნად ვამცირებთ იმ პაციენტების რისკს, რომლებსაც მკურნალობის გარეშე გარდაცვალების შანსი ერთი სამთან ჰქონდათ“ – ამბობს პროფესორი ლენდრი.

დექსამეტაზონთან კომბინაცია

ახალი საშუალება დექსამეტაზონთან ერთად გამოიყენებოდა, რომელიც ანთებისსაწინააღმდეგო სტეროიდული მედიკამენტია. ექიმებმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აღმოაჩინეს, რომ დექსამეტაზონი თავისთავად ამცირებს მძიმე პაციენტებში კოვიდით სიკვდილიანობის რისკს დაახლოებით მესამედით.

კვლევების კიდევ ერთი ხელმძღვანელი, ასევე ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი სერ პიტერ ჰორნბი ამბობს, რომ აქამდე მედიკოსებს და მეცნიერებს ეჭვი ეპარებოდათ ანტისხეულებით მკურნალობის ეფექტურობაში, რადგან სხვა კვლევებს დადებითი შედეგები არ მოუციათ.

ამგვარად, წარუმატებელი აღმოჩნდა პაციენტების მკურნალობა კოვიდგადატანილთა ანტისხეულებიანი პლაზმის ორგანიზმში შეყვანით.

თუმცა, ახალი პრეპარატი ხელოვნური, ლაბორატორიულ პირობებში დამზადებული ანტისხეულების დიდ დოზებს შეიცავს, რომლებიც წარმატებით ბოჭავენ კორონავირუსს და არ აძლევენ მას საშუალებას უჯრედები დააზიანოს.

“მაგარია! როგორც გაირკვა, ასეთ მიზნობრივ შეტევას ვირუსზე შეუძლია სიკვდილიანობა შეამციროს იმ პაციენტებში, რომლებსაც საკუთარი ანტისხეულები არ გამოუმუშავდებათ“– ამბობს სერ პიტერ ჰორნბი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებას

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "საქართველოს საგარეო...

სახტად დავრჩი, მაშინ რატომ არიან „ივანიშვილის თავყრილობაში“? – იოსელიანი მელიას განცხადებაზე

სახტად დავრჩი - მაშინ, რატომ არიან „ივანიშვილის თავყრილობაში“? -  ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი...

რა პალმაზეა ლაპარაკი, 80 ადამიანი გვიკვდებოდა დღეში და ვერაფერი გააკეთეს – ელენე ხოშტარია

რა პალმაზეა ლაპარაკი, 80 ადამიანი გვიკვდებოდა დღეში და ვერაფერი გააკეთეს - ამის შესახებ, პარტია...

2 ოქტომბრამდე ენმ-ის არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია – მელია

"2 ოქტომბრამდე ენმ-ის არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია"-  ამის შესახებ...

თუ ქართულმა სპეცსამსახურებმა მოვაგროვეთ ინფორმაცია, ახლა რუსულ სპეცსამსახურებსაც ექნებათ -ხვიჩია ჩანაწერებზე

თუ ქართულმა სპეცსამსახურებმა მოვაგროვეთ ინფორმაცია, ახლა რუსულ სპეცსამსახურებს ექნება და შეეძლებათ ნებისმიერი აშანტაჟონ ,...

“ოცნების” მსხვილმა შემომწირველმა ტენდერების 37%-ი უკონკურენტოდ მოიგო – “ფლანგვის დეტექტორი”

"ქართული ოცნების" მსხვილმა შემომწირველმა, მამუკა ხელაიამ, ტენდერების 37% უკონკურენტოდ მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ "ფლანგვის...

ოპოზიციამ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუ ქუთელია წარადგინა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად ბათუ ქუთელია წარადგინა.   თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ მოსახლეობას...

კობახიძე აცხადებს, რომ გახარიამ კოკაინის მოხმარება “ოცნების” დატოვების შემდეგ დაიწყო

„არა თუ არ შეგვიმჩნევია, მას ეს პრობლემა მაშინ არ ჰქონია, ეს პრობლემა მას გაუჩნდა...

ის ძალიან გავს ებოლას – გვინეაში კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  და გვინეის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურებს მარბურგის დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა. მას ვირუსი იწვევს, რომელიც თვისებებით ძალიან გავს ებოლას ვირუსს. კორონავირუსის მსგავსად,...

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლის პირობებში და როდის არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია–ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის განახლებული რეკომენდაციები

აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმები,  ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი და მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...