„ნაციონალების“ შს მინისტრი 2 გვამს ითხოვდა,ჩვენმა მინისტრმა ყველაფერი გააკეთა 43 ადამიანის გადასარჩენად – ირაკლი სესიაშვილი

„ნაციონალების“ მმართველობის დროს გვყავდა მინისტრი, რომელიც ღიად, დაუფარავად ორ გვამს ითხოვდა, ჩვენ გვყავს მინისტრი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ 43 ადამიანი ძალიან რთული ვითარებიდან გამოსულიყო უვნებლად”-  ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

“ძალიან რთულია მოსახლეობას ესაუბრო კრიმინოგენურ მდგომარეობაზე, როდესაც ყოველდღიურად ეთერში უყურებს სხვადასხვა ფაქტს, მათ შორის მკვლელობას, ძარცვას, ყაჩაღობას და ა.შ. არის სტატისტიკა, რომელიც ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ეს რეალობაა და ამ სტატისტიკის მიხედვით, მძიმე დანაშაულებები ქვეყანაში წინა ხელისუფლების მმართველობასთან შედარებით შემცირდა 2,5-3-ჯერ. გასაგებია, რომ წინასაარჩევნო ვითარებაში ვიმყოფებით და პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ, რომ სიტუაცია დაძაბონ იმიტომ, რომ მთლიანად ამ წლების განმავლობაში ატარებენ ამ საინფორმაციო პოლიტიკას, რომ ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა, აპოკალიფსია, ეკონომიკა იღუპება და ა.შ. თუ მივყვებით სტატისტიკას, მკვლელობის და ყაჩაღობის ფაქტები 2004 წლიდან 2012 წლამდე სულ გაშუქდა 15-20 ფაქტი მთელი 8 წლის განმავლობაში იმიტომ, რომ მთლიანად საინფორმაციო პოლიტიკას აკონტროლებდა წინა ხელისუფლება. თუ ყოველ მეორე და მესამე ნიუსად გავუშვებთ კრიმინალურ ფაქტებს, მაშინ მოსახლეობას დარჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა, მაგრამ რეალურად კრიმინალი ქვეყანაში არ გაზრდილა“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

“მეკითხებოდნენ თქვენ რაზე ზიხართო“–Covid 19-ით ინფიცირებული მწერალი როსტომ ჩხეიძე ციხის საავადმყოფოში მოხვდა

Covid 19-ით დაინფიცირებული მწერალი როსტომ ჩხეიძე ადგილების უქონლობის გამო სამკურნალოდ ციხის საავადმყოფოში მოხვდა. დაავადების...

“ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება“–ჯანმოს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს გებრეიესუსი ამბობს, რომ გრძელი, ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო...

ეკონომიკა არ ვიცი ,რაც ვიცი არის რომ მეტი გადარჩენილი სიცოცხლე უნდა გვყავდეს,ვიღაცამ რაღაც უნდა...

"ეკონომიკა არ ვიცი ,რაც ვიცი არის რომ მეტი გადარჩენილი სიცოცხლე უნდა გვყავდეს,ვიღაცამ რაღაც უნდა...

მოვიდეს ის ვისაც ამ პროცესის მართვა შეუძლია – ლევან რატიანი ეპიდვითარებაზე

ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია, ვისაც არ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც ამ...

ბაიდენმა ახალი სახელმწიფო მდივანი უკვე შეარჩია. ვინ არის ენტონი ბლინკენი

ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი თეთრი სახლის აპარატის ფორმირების შემდეგ საგარეო პოლიტიკური გუნდის ფორმირებას იწყებს. საკვანძო...

პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს და გამონახონ კომპრომისი – ევროპარლამენტარები საქართველოში გამართულ არჩევნების მეორე...

ევროპარლამენტარები 21 ნოემბერს საქართველოში გამართულ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „საქართველოში შაბათს საპარლამენტო არჩევნების...

ბაიდენი საჯაროდ მიწოდებდა აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონს – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მას საჯაროდ...

საველე ჰოსპიტლების გამოყენების საკითხს არ განვიხილავთ – ტიკარაძე

"კარვების სანაცვლოდ არაერთი დამატებითი სივრცე გვაქვს გამოყოფილი, რომელიც ამ ეტაპისთვის მზადდება", - ამის შესახებ...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო