ნებისმიერი სახის პროვოკაცია ან კანონდარღვევა უმკაცრესად იქნება დასჯილი – გახარია

პრემიერი გიორგი გახარიას თქმით, არჩევნების დღემ დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩაიაროს.

“ხვალ ჩვენი ქვეყნაში შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია, მსოფლიოს ვაჩვენოთ კიდევ ერთი მაგალითი, როგორ შეიძლება პანდემიის პირობებში ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები – თავისუფალი, ღია, დემოკრატიული და ტრანსფარენტული.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა როგორც ჩაიარა წყნარად, მშვიდად, აბსოლუტურად ტრანფარენტულ და დემოკრატიულ გარემოში, ზუსტად ასე უნდა ჩაიაროს არჩევნების დღემაც და შემდგომმა პერიოდმაც”,- აცხადებს პრემიერი.

მისი თქმით, ნებისმიერი სახის კანონდარღვევა, რომელმა პოლიტიკურმა ძალამაც არ უნდა ჩაიდინოს, უმკაცრესად დაისჯება.

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს და ეს არის ხელისუფლების ვალდებულება, ხელისუფლების, მთავრობის, ოპოზიციური პარტიების, მთელი ჩვენი საზოგადოების, რომ ხვალინდელი დღე იყოს მშვიდი, დემოკრატიული, ტრანსფარენტული, ღია, გამჭვირვალე და შემდგომი პერიოდიც უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს.

ნებისმიერი სახის პროვოკაცია ან კანონდარღვევა, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგებლებისგან იქნება ის ჩადენილი, უმკაცრესად იქნება დასჯილი შესაბამისი სამართალდამცავი სისტემის მიერ.

შსს-ს უკვე აქვს მიღებული დავალება როგორც საარცევნო უბნებზე მართლწესრიგის დასაცავად, ასევე მთლიანად ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო დღეს და არჩევნების შემდგომაც მართლწესრიგის დაცვის შემდგომი გაძლიერების თვალსაზრისით”,- თქვა გახარიამ.

საპარლამენტო არჩევნები ხვალ, 31 ოქტომბერს ჩატარდება.

აკრძალვებისა და ჯარიმის მიუხედავად ფიტნესცენტრი “Reformerfitness” ისევ აპირებს მუშაობის გაგრძელებას

ფიტნესცენტრმა, Reformerfitness-მა ქვეყანაში არსებული აკრძალვების მიუხედავად ფუნქციონირება გააგრძელა, რის გამოც ცოტახნისწინ დააჯარიმეს. როგორც ფიტნესცენტრში...

ვინ არის აშშ–ს ახალი პირველი ლედი. ჯო ბაიდენის პირადი ტრაგედია და ახლადარჩეული პრეზიდენტის გამორჩეული...

აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯო ბაიდენის მეუღლე, 69 წლის ჯილ ბაიდენი, რომელიც ამერიკის ახალი...

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან.უწყება აბაშიძე-კარასინის ფორმატში გამართულ...

ევროპა საკარანტინო შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს

ევროპა თანდათანობით საკარანტინო შეზღუდვების გაუქმებას იწყებს, რომლებიც კორონავირუსის მეორე ტალღის გამო შემოიღეს. ლღეს ევროპის...

პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს

პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული ორი პირი  გაათავისუფლეს. მათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ცოტა ხნის წინ...

“ზამთრის მარაგი”-სოციალურ ქსელში სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დასახმარებლად ჯგუფი შეიქმნა

სოციალურ ქსელში, მოქალაქეებმა ახალი ჯგუფი შექმნეს, რომელიც მიზნად ისახავს სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების დახმარებას. დღეიდან...

შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები არ ყოფილა,ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია – ზურაბ აბაშიძე

2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა; ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია, -...

გია ვოლსკი ოპოზიციის პროტესტს რუსეთთან “შეთამაშებულ” ქმედებად მიიჩნევს

მმართველი გუნდის  დეპუტატიგია ვოლსკი ოპოზიციის პროტესტს რუსეთთან "შეთამაშებულ" ქმედებად მიიჩნევს. მისი თქმით, რუსეთისა და...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

სისხლის ანალიზის მეთოდი, რომელსაც კიბოს 50 სახეობის ადრეული გამოვლენა შეუძლია ფართომაშტაბიანი გამოცდის სტადიაშია

ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახური ფართომაშტაბიანი ცდებისთვის ემზადება, რომლის დროსაც სისხლის ანალიზის ის მეთოდი უნდა გამოიცადოს, რომელიც კიბოს ადგენს. მეთოდი აშშ–ში შემუშავდა. პოტენციურად, ახალი მეთოდის...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო