ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა! – სალომე ზურაბიშვილი ნინო ბურჯანაძეს პასუხობს

თურმე, „ფსიქიკურად“ შეშლილი უნდა იყო, რომ ჭორვილაში 15 წელი იცხოვრო, ეს შეურაცხყოფაა არა კონკრეტული ადამიანისა, არამედ ზოგადად, ჩვენი სოფლად მცხოვრები მოქალაქეების, ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა– ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ნინო ბურჯანაძის განცხადებას.

“ჭორვილა თუ არა ჭორვილა! პოლიტიკური სფეროს სხვადასხვა “ლიდერების” განცხადებებზე კომენტარების გაკეთება არ მჩვევია, თუმცა ამ შემთხვევაში, არა თუ დასაშვებად, არამედ აუცილებლადაც კი მიმაჩნია პასუხის გაცემა ისეთ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე, როგორიც ცოტა ხნის წინ გაკეთდა.

თურმე “ფსიქიკურად” შეშლილი უნდა იყო, რომ ჭორვილაში 15 წელი იცხოვრო. ეს შეურაცხყოფაა, არა კონკრეტული ადამიანისა, როგორც ამ პიროვნებას ჰგონია, არამედ ზოგადად, ჩვენი სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისა. შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა, რომლებზეც დიდწილად დგას ჩვენი აწმყო და მომავალი.

სწორედ სოფლად მცხოვრებლებმა მოგვიტანეს ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი წარმატებები: მეღვინეობის ტრადიციების აღდგენა, ტურიზმი.

სამაგიეროდ, ვიცით თუ რა მოუტანა საქართველოს ახლო წარსულში სოფლისა და მთის დაცლამ. ვიცით ჩვენი წინაპრები, როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სოფელს და ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს, ჩვენი იდენტობისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ვინც ამას ვერ აფასებს, ის საქართველოს ნიჭსა და ძალასაც ვერარას გაუგებს.

მე პირადად, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, თუ რა დიდი ტკივილი და დანაკლისია, როცა კომუნიზმმა და ემიგრაციამ ჩამოგაშორა სოფელს და მამულს.
ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!”- წერს სალომე ზურაბიშვილი.

ღარიბაშვილის თქმით, შვილის გაჩენის შემთხვევაში იპოთეკური სესხით კერძო სახლის ყიდვასაც შეძლებთ

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შვილის გაჩენის შემთხვევაში იპოთეკური სესხით კერძო სახლის ყიდვასაც შეძლებთ.ამის შესახებ...

ზურაბიშვილი ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება

სალომე ზურაბიშვილი დღეს, 2 აგვისტოს, დღის განმავლობაში, ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური...

ჩვენი სწორი ნაბიჯების შედეგად, ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს – ღარიბაშვილი

ჩვენ მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს ქვეყანაში, აცხადებს პრემიერ-მინისტრი. როგორც...

საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 286, ხოლო გარდაიცვალა  23 ადამიანი. ბოლო 24 საათში...

აბაშაში თხილის საკრეფად წასულ კაცს ეძებენ

აბაშაში, სოფელ ქოლობანში თხილის საკრეფად წასული კაცი გაუჩინარდა. ახმედ ბუსკანძე თანასოფლელებთან ერთად თხილის საკრეფად ხობიდან...

თურქეთში ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

თურქეთში ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, 10 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ოთხშაბათიდან...

“ვადასტურებ რომ მსგავსი საუბარი ჩემსა და ონიანს შორის შედგა” – პირველი გამოხმაურება სუს-ის სკანდალურ...

"ვადასტურებ რომ მსგავსი საუბარი ჩემსა და ონიანს შორის შედგა" - "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი...

როგორ ამზადებდა სუს-ი პირადი ცხოვრების ანგარიშებს ივანიშვილისთვის-ნიკა გვარამიას სკანდალური გადაცემა

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მან მოიპოვა ე.წ. კრებსი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...