ნიდერლანდებში დააკავეს რუსი ჯაშუში, რომელიც ჰააგის სასამართლოში შეღწევას ცდილობდა

ნიდერლანდების დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის დაზვერვის თანამშრომლის საქმიანობა აღკვეთა, რომელიც ცდილობდა ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სტაჟიორად დაეწყო მუშაობა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით რუსი ჯაშუში  რუსეთის დაზვერვის სახლმწიფო სამსახურზე  ბრაზილიის მოქალაქის საფარქვეშ მუშაობდა და ის ნიდერლანდებში ბრაზილიიდან ჩავიდა.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ეს პიროვნება ნაციონალური უსაფრთხოებისთვის საფრთხედ ითვლება, ამიტომაც უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მის შესახებ ქვეყნის მიგრაციის და ნატურალიზაციის სამსახურს შეატყობინეს.

“ამის საფუძველზე დაზვერვის ოფიცერს უარი ეთქვა ნიდერლანდებში შესვლაზე აპრილში. ის მიუღებელ პერსონად ცნეს და უკან, ბრაზილიაში პირველივე რეისით გაიგზავნა.“– წერია განცხადებაში.

ვინ იყო რუსი ჯაშუში?

მედიის ინფორმაციით, რუსული დაზვერვის ოფიცერი თავს ბრაზილიის მოქალაქედ, ვიქტორ მიულერ ფერეირუდ ასაღებდა. დაბადების წლად 1989 წელი ჰქონდა მითითებული, როცა სინამდვილეში ის 1985 წელს დაბადებული სერგეი ვლადიმირის ძე ჩერკასოვია. ჯაშუშური საქმიანობის შესანიღბად ის კარგად გააზრებულ  შენიღბვას იყენებდა და რუსეთთან და მის დაზვერვასთან კავშირებს კარგად მალავდა.

ნიდერლანდების დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ ჩერკასოვმა ხანგრძლივი და საფუძვლიანი მომზადება გაიარა და უფრო მეტად ცნობილია, როგორც “არალეგალი“.  ცნობილია, რომ არალეგალური რეზიდენტურის თანამშრომლების გამოჭერა მათი ფსევდონიმების გამო რთულია. ისნი საზღვარგარეთ უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტით იმყოფებიან, არანაირად არიან დაკავშირებული საკუთარი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლობებთან და იქ არცკი ჩადიან, რათა ადგილობრივი სპეცსამსახურების ყურადღება არ მიიპყრონ და არ გაიშიფრონ.

ნიდერლანდების სპეცსამსახურების ცნობით, “ჩერკასოვი რუსულმა დაზვერვამ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში მოსკოვისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოსაპოვებლად გაგზავნა, რადგან ეს სასამართლო სამხედრო დანაშაულებს იძიებს, მათ შორის რუსი სამხედროების მიერ საქარათველოში 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს“. –ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ჩერკასოვს რომ ჰააგის სასამართლოს სტაჟიორად მუშაობის დაწყება მოეხერხებინა და მის მასალებზე წვდომა მიეღო,  შეეძლო იქ სადაზვერვოი  ინფორმაცია მოეპოვებინა, მოეძებნა და გადაებირებინა წყაროები, მიეღო წვდომა სასამართლოს ციფრული სისტემებთან.

“ამგვარად, მას შეეძლო მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა იმ მონაცემების მოპოვებაში, რომელსაც რუსული დაზვერვა ეძებს. მას გავლენაც კი შეეძლო მოეხდინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე საქმეებზე “– წერს ნიდერლანდების დაზვერვაისა და უსაფრთხოების სამსახური.

ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე–შარლ მიშელი

“გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების  პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე,...

შესაძლო სცენარების უმრავლესობაში რუსეთი კიდევ უფრო დიდი საფრთხე გახდება–ბრიტანეთის გენშტაბის ახალი უფროსი

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაურის, გენერალ პატრიკ სანდერსის თქმით რუსეთი, სავარაუდოდ უკრაინასთან ომის დასრულების...

რუსეთმა პენტაგონის კოორდინატები გაასაჯაროვა

რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ დასავლური ქვეყნების თავდაცვის უწყებების და სხვა სამთავრობო შენობების კოორდინატები გაასაჯაროვა, მათ...

აშშ განაგრძობს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით – შაჰინი

"სასიამოვნო იყო საქართველოს დელეგაციიდან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვცდილობთ ვიყოთ...

ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე – ჯონსონი

„ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე. პუტინს არ უნდა მივცეთ უფლება, გამოიყენოს...

პრემიერმა მიშელს უთხრა, რომ EU-ს კანდიდატობისთვის საქართველო აქტიურად იმუშავებს – მთავრობა

"პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ  საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ამით ევროპულმა საბჭომ და...

უკრაინამ აზოვსტალის მცველი 95 მებრძოლი ტყვეობიდან გამოიხსნა

უკრაინული ტელეგრამ არხები და მედია ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უკრაინამ აზოვსტალის დამცველი 95 მებრძოლი ტყვეობიდან...

“ბიძინას მთავარი მტერი დღეს არის მისივე ამპარტავნება…“–გია ხუხაშვილი

“ბიძინას მთავარი მტერი დღეს არის მისივე ამპარტავნება…მითი მის შეუმცდარობასა და უძლეველობაზე, რომელიც მასზე მიტმასნილმა...

“პრეზიდენტზე ზეწოლა მისი ოჯახის მეშვეობით შესაძლებელია“–ელენა ზელენსკას ინტერვიუ

უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ ელენა ზელესკას შვილებთან, ალესანდრასთან და კირილთან ერთად უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, თუმცა რეგულარულად იცვლიდა ადგილს უსაფრთხოების მიზნით. ამის შესახებ...

ლუდმა შეიძლება ნაწლავების მუშაობა გააუმჯობესოს – მეცნიერების ახალი კვლევა

ითვლება, რომ მიკრობული მრავალფეროვნება ადამიანის ნაწლავებში თავად ნაწლავების ჯანმრთელობის საფუძველია. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება შეიძლება დადებითად მოქმედებდეს ამ მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. ამასთან,...

ერთი სიგარეტის კოლოფიც კი არ მახსოვს ივანიშვილისგან–თემურ თათარაშვილს ლანძღვა მობეზრდა და ოცნების აქტიურ მხარდაჭერას აღარ აპირებს

მომღერალ თემურ თათარაშვილს ოცნების ღია მხარდაჭერას აღარ აპირებს. ამის შესახებ მომღერალი ფეისბუქზე წერს. ის ამბობს, რომ ოცნების მხარდაჭერის გამო თავდასხმების მსხვერპლია: "ბევრი ვიფიქრე მეგობრებო და...