ნივრის მიღებას შეუძლია სიმსივნის განვითარების შეფერხება – გიორგი ღოღობერიძე

Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი და ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე ამბობს, რომ ნიორს სიმსივნის განვითარების შეფერხება შეუძლია. ის ამის შესახებ ჩატარებულ კვლევებზე საუბრობს.

“იცი, რომ ნიორის მიღებას შეუძლია სიმსივნის განვითარების შეფერხება? მე გეტყვი თუ რომელი ორგანოს სიმსივნის განვითარება შეიძლება შემცირდეს ნიორის ყოველდღიური მიღებით.

სხვათა შორის იყო კვლევა 2016-ში, მანამდე 2013–შიც ორ ორგანოზე და აქედან ერთ-ერთი, კუჭი განსაკუთრებით აინტერესებდათ. კვლევა ჩატარდა დაახლოებით 143 ათას ადამიანზე, იყო ე.წ. ქეის კონტროლისა და კოჰორტული კვლევების ეტაპზე და მათი მეტაანალიზით დადგინდა, რომ შეუძლია ნიორის მიღებას 35%-ით შეგიმციროს კუჭის სიმსივნის განვითარების ალბათობა. ხო, ნიორი შეიძლება იყოს პროტექციული, ანუ დამცველობითი საკვები. და ის არის ანტიკარცენოგენიც, იცავს ჩვენს კუჭს სიმსივნეებისგან.

2013–ში რომ კვლევა იყო, იმის მეტაანალიზით დადგინდა, რომ შეიძლება იცავდეს საკუთრივ წინამდებარე ჯიკვლის სიმსივნის განვითარებისგანაც”, – აცხადებს გიორგი ღოღობერიძე ფეისბუქლაივში.

მისივე ინფორმაციით, კუჭის სიმსივნის ნიშნებია: “მოუნელებლობა, გულწვა, ტკვილის კუჭის მიდამოში ან დისკომფორტი, შეიძლება თავიდან იყოს გულისრევა და მადის დაქვეითება, ეს ადრეული ნიშნებია. მერე წონაში კლება, ღებინება, განავალში გაჩნდება სისხლი”.

ღოღობერიძე აღნიშნავს, რომ ადამიანებმა ნიორის მიღებამდე უნდა გაარკვიოთ, შეიძლება თუ არა მისი მიღება მედიკამენტებთან ერთად.

გადადგეს მოღალატური განცხადებების გამკეთებელი ე.წ. პრეზიდენტი! – ბარამიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადადგომას ითხოვს. "გადადგეს მოღალატური განცხადებების გამკეთებელი...

ისტორიული გამარჯვების დღეა, კიდევ ერთხელ დამტკიცდა რუსეთის აგრესიული სახე – ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და ამბობს, რომ რუსეთის აგრესიული სახე...

გილოცავთ, მთავარია, რუსეთს თუ აიძულებენ გადაწყვეტილების შესრულებას – კუბილიუსი

ევროპარლამენტარი ანდიუს კუბილიუსი საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის საქმეზე გამარჯვებას ულოცავს. ფორმულასთან ინტერვიუში ის...

ეს საქმე არის ავანტიურისტული და პოლიტიკური – ბადრი ბიწაძე კარტოგრაფების საქმეზე

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ აცხადებს, რომ კარტოგრაფების საქმე ავანტიურისტული და...

სოფელ ნატანებში კაცი მოკლეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს....

2 კაცის კი არა, გაცილებით მეტის გასაკეთებელს გავაკეთებთ პარლამენტში – ელისაშვილი

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში ის და ლევან იოსელიანი თავს არ...

ივანიშვილმა სახლი იყიდა სენ-ტროპეში, გაემგზავრება – ჯანდაბას იქით გზა ჰქონია – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთში სახლი იყიდა და გამგზავრებას...

მზად ვართ, ვესაუბროთ, მისი პოზიცია სახელმწიფოებრივია – ვოლსკი ელისაშვილზე

ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმიანება და მას სახელმწიფოებრივს უწოდებს. ელისაშვილმა...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო