ნიკა გვარამიას მიერ პროკურორების შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

29 ნოემბერს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ადვოკატ ნიკა გვარამიას მიერ პროკურორების შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძება დაიწყო.

“როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის 29 ნოემბერს გამართულ მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვაში ბრალდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატად ჩაერთო ნიკა გვარამია.

სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას, ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სამართალწარმოების მონაწილეებს – პროკურორებს მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რაც იმ მომენტში სასამართლოსა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეების ყურადღების მიღმა დარჩა. თუმცა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ტრანსლირებისას საჯარო სივრცეში გავრცელებული ვიდეო კადრების საფუძველზე, დღეს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გარდა ამისა, ადვოკატ ნ.გვარამიას მხრიდან სასამართლო სხდომაზე პროცესის მონაწილის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის გამო, ბრალდების მხარე, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ამ საქმის განხილვის მორიგ სხდომაზე, სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით და მოითხოვს ადვოკატ ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებას.

ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, საქართველოს პროკურატურამ უკვე მიმართა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, ნიკა გვარამიას ზემოაღნიშნული ქმედების სამართლებრივი შეფასებისა და მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე”. – ნათქვამია განცხადებაში.

ჰესს რუსეთი აკონტროლებდა, ნგრევაზე პასუხისმგებლები თავად არიან – თეთრი სახლი

"ჯერ კიდევ ვიკვლევთ რა მოხდა. უკრაინელებთან კონტაქტი ნამდვილად გვაქვს. ზიანი და განადგურება, რასაც ვხედავთ,...

პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ ესმის, რომ შეუძლებელი პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის ერთმანეთისგან გამიჯვნა – პაპუაშვილი

„სამწუხაროდ, ეს ცესკო-სა და ეროვნული ბანკის მაგალითზე ვნახეთ, რომ პრეზიდენტი ამ ორგანოების სათანადო ფუნქციონირებას...

წყლის დონე ხერსონში, ყოველ ნახევარ საათში 1 ან 2 სანტიმეტრით მატულობს – პროკუდინი

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსანდრ პროკუდინი აცხადებს, რომ წყლის დონე ხერსონში, ყოველ ნახევარ...

რუსები დიდხანს ემზადებოდნენ კახოვკას ჰესის დასანგრევად – უკრაინის თავდაცვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ანდრეი იუსოვი აცხადებს რომ რუსები დიდხანს ემზადებოდნენ კახოვკას ჰესის დასანგრევად...

უამრავი ვიდეოებია, სადაც ჩანს, რომ ჩვენი დაკავების ბრძანებას იძლევა “ხარება” – ჯაფარიძე

''სხვადასხვა პოლიციელები მოიყვანეს, რომელთაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ ჩვენთან, გარდა იმისა, რომ მერე მანქანით...

ჩვენი ვალია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობით არჩევნებამდე კოალიციური მთავრობის შექმნა შევძლოთ – ბოკუჩავა

"ისტორიული არჩევნები იქნება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბედს გადაწყვეტს და არა იმას, თუ ვინ დაიკავებს...

კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა – პრეზიდენტის პასუხი “ოცნებას” ლაშა ხუციშვილზე

"ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტი ნამდვილად განხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და...

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა

სამეგრელოში,  ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც "მთავარი არხი" იტყობინება...

მეტეოროლოგები მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ ზაფხულს უწინასწარმეტყველებენ. გამოქვეყნდა განახლებული 5 წლიანი პროგნოზი

ბოლო რვა წელი ყველაზე ცხელი იყო პლანეტის ისტორიაში, ევროპამ და ჩინეთმა კი გასულ წელს უპრეცედენტო ცხელი ზაფხული გადაიტანეს.  მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია...

“იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს” – ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე განცხადებას ავრცელებს

"ძალიან ბევრ ე.წ. კლუბურ ნარკოტიკში, რომლებიც ითვლება უსაფრთოხოდ, გარეულია "ფენტანილი". "ფენტანილი" კი იწვევს ზედოზირებას - სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს" - ამის შესახებ ნარკოლოგი...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...