ნინოწმინდის პანსიონში არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მეუფე იმყოფებოდა

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სადაც სახალხო დამცველს არ უშვებენ ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი სერაფიმე ჩავიდა, რომელიც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებულია. მან პანსიონში წირვა აღავლინა.

“ვიმყოფებით ამ შესანიშნავ ბავშვთა სახლში, ნინოწმინდის ბავშვთა სახლში, რომელსაც პატრონობს, მზრუნველობს მთავარეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი. ჩვენ ბევრჯერ ვართ აქ ნამყოფი, ვიცით ამ შესანიშნავი ბავშვთა სახლის მიღწევები, შრომა. ყველაზე დიდი დამსახუებაა ქართული ეკლესიის, ამ ეპარქიის სასულიერო პირების, მრვდელმთავრების, რომ პატირიარქის ლოცვა-კურთხევით, ჯავახეთში დაფუძნდა კერა სადაც ბავშვები იღებენ ეროვნულ სულისკვეთებას, სარწმუნოებას სამშობლოსა და ეკლესიის სიყვარულს”, – ეუბნება მეუფე სერაფიმე საპატრიარქოს ტელევიზიას.

ცნობისთვის, მიტროპოლიტმა სერაფიმემ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია მას შემდეგ დატოვა, რაც ის არასრულწლოვნმა სექსუალურ ძალადობაში ამხილა.

დღეს, თბილისში მთავრობის ადმინისტრაციასთან, საპროტესტო აქცია გაიმართა. უფლებადამცველები და სამოქალაქო აქტივისტები, სახელმწიფოს რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ითხოვენ რომ სახალხო დამცველის წარმოამდგენელბი ნინოწმინდის პანსიონში შეუშვან.

“მოთხოვნა არის, რომ დაუყოვნებლივ შეუშვან პანსიონში სახალხო დამცველი, მეორე მოთხოვნა არის ის რომ დაისალოს ბავშვთა სახლები და გადანაწილდნენ ეს ბავშვები მიღებ ოჯახებში ან თავის ოჯახებში ან მცირე ზომის ბავშვთა სახლებში.

აქციის დასასრულს, ამ გადაკერებულ ზეწრების პეტიციაზე, ხალხი მარკერებით მოაწერს ხელს და შემდეგ ამ პეტიციას მივიტანთ პარლამენტში და პარლამენტის დეპუუტატებს მოვთხოვთ იმოქმედონ და დაიცვან ბავშვები.”- განაცხადა ნატა ფერაძემ.

ცნობისთვის,  15 აპრილს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მონიტორინგის განსახორციელებლად, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. 19 მაისს, სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

მისი სიტყვა ალმასივით მჭრელია და გულიდან ამომავალი – ილია II ამაშუკელზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რეზო ამაშუკელს დაბადების დღე მიულოცა. პატრიარქის წერილს პოეტი ავრცელებს. "ბატონ რევაზ...

ნიუ-იორკი საგანგებო მდგომარეობას აუქმებს.მოსახლეობის 63% აცრილია

ნიუ-იორკის შტატში, პანდემიის დროს დაწესებული საგანგებო მდგომარეობა დღეს გაუქმდება. განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის...

ხვალ რომ იყოს არჩევნები, ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს – ხუხაშვილი

"ხვალ რომ იყოს არჩევნები, ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს. ქართულ ოცნებას ახლა იმედი აქვს, რომ ამა თუ...

“გირჩი-მეტი თავისუფლება” ითხოვს, მოქალაქეებს ჯარიმებში გადახდილი თანხები დაუბრუნდეთ

პარტია "გირჩი – მეტი თავისუფლება" ითხოვს, მოქალაქეებს დაუბრუნდეთ თანხა, რომელიც პანდემიის დროს გამოწერილი ჯარიმებისთვის...

გორში პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდნენ – ის კლინიკაში გადაიყვანეს

გორში, სტალინის მუზეუმის ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით,...

“სტალინი უნდა გადმოვასვენოთ” – გრიშა ონიანს გორის მერობა სურს

კომუნისტი გრიშა ონიანი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ის გორის მერობისთვის იბრძოლებს. გამარჯვების შემთხვევაშის თავის ამომრჩეველს...

მე ვარ შავგვრემანი, ქიზიყელი კაცი, მარტო ქიზიყელებს წარმოვადგენ?! – პაპუაშვილი კვოტირებაზე

"არ ვიცი, რა მიდგომაა, “კაცი, კაცი“ წამოძახება, თითქოს კაცები ნაკლებად წარმოადგენენ ქალებს! ეს რომელ...

კელი დეგნანი ჩვენზე მეტად ფიქრობს საქართველოს წარმატებაზე – ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი ეხმიანება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის მოწოდებას მოსამართლეები არჩევის შეჩერებასთან დაკავშირებით. პარტია...

“ივანიშვილს დაემსგავსნენ მატყუარა ზებრა-მინისტრებიც და ეს უბადრუკი, ლაყედ მატყუარა დეპუტატებიც“–ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ “ასეთი ცრუ-ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა“, როგორც ივანიშვილის მმართველობის პერიოდშია. ლაშა ბუღაძე ფეისბუქ სტატუსს წერს, რომელშიც ამბობს რომ ივანიშვილმა ერთ...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...