ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში რუსი ანა ნეტრებკო უკრაინელი მომღერლით ჩაანაცვლეს

უკრაინელი საოპერო მომღერალი, სოპრანო ლუდმილა მონასტირსკა რუსი სოპრანოს, ანა ნეტრებკოს ნაცვლად იმღერებს ოპერა ტურანდოტში, რომლის წარმოსადგენად მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საოპერო თეატრი, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერა ემზადება.

ამის შესახებ The New York Times წერს. გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინელი მომღერალი ყვება, რომ მეტროპოლიტენ ოპერიდან მას მარტის დასაწყისში დაურეკეს, როცა პოლონეთში იყო და საკონცერტო კაბებს ყიდულობდა. მას თეატრის მენეჯერმა, პიტერ გელბამ დაურეკა, პირდაპირ საქმეზე გადავიდა და უთხრა, რომ ოპერა სირთულეებს წააწყდა, რადგან ანა ნეტრებკოსთან კონტრაქტი გაწყვიტეს რუსეთის პრეზიდენტის მხარდაჭერის გამო და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს.

გელბამ სურვილი გამოთქვა, რომ ქარიზმატულ მომღერალ ქალს, რომელიც მისი შესანიშნავი ხმით არის ცნობილი, პუჩინის ტურანდოტში რუსი მომღერალი შეეცვალა, რომლის პრემიერა უკვე 30 აპრილს შედგება.

46 წლის მონასტირსკას თავიდან უარის თქმა უნდოდა. მისი თქმით, 2015 წელს, უკრაინის ნაციონალურ ოპერაში ძალიან დამღლელი გამოსვლის შემდეგ დაიფიცა, რომ აღარასოდეს შეასრულებდა მთავარ პარტიას ტურანდოტში. გარდა ამისა, მისი თქმით ნერვიულობდა იმის გამო, რომ ნეტრებკოს შვიდი წელი იცნობდა და მას ერთ–ერთ უდიდეს საოპერო ვარსკვლავად თვლიდა, ასევე არ უნდოდა პოლიტიკაში გარეულიყო. თუმცა გელბამ დაამშვიდა ლუდმილა და დაპირდა, რომ მისი გამოჩენა სცენაზე კიდევ უფრო  დიდ ყურადღებას გამოიწვევდა  უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ.

“გაოცებული ვიყავი, თუმცა ვგრძნობდი, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მემღერა. მინდოდა დავხმარებოდი, რითაც შემეძლო. თუმცა თავს უხერხულად ვგრძნობდი. არ მიყვარს სხვის კონტრაქტებზე ხელის მოწერა“– თქვა მან.

მისი კარიერის მანძილზე მონასტირსკა მუდმივად თავს არიდებდა პოლიტიკას. მას არ აქვს გვერდი ფეისბუქზე და ცდილობს არ წაიკითხოს ახალი ამბები. ამჯობინებს ოჯახზე და კარიერაზე კონცენტრირდეს. თუმცა, ომის დაწყების შემდეგ მისი შეხედულებები შეიცვალა. მონასტირსკამ გააკრიტიკა ნეტრებკო მეტისმეტად ხანრძლივი დუმილისა და მცდელობების გამო, არ გამოეთქვა პოზიცია მომხდარის მიმართ. მან რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგაც გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ისინი ადამიანებს უმიზეზოდ კლავენ, ასევე დაგმო არტისტები, რომლებიც მომხდარს მხარს უჭერენ.

მომავალ სეზონზე უკრაინელი მომღერალი შეცვლის კიდევ ერთ მომღერალს, რომელიც პუტინთან კავშირების გამო გახდა კრიტიკის ობიექტი. ის  მეტროპოლიტენ ოპერის სცენაზე “ტოსკაში“     რუსი სოპრანოს, ჰიბლა გერზმავას ნაცვლად იმღერებს ,რომელმაც 2014 წელს პუტინის მხარდამჭერ წერილს მოაწერა ხეელი.

ოპერის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ წელს უკრაინის თავისუფლების ორკესტრი, რომელმაც ცოტა ხნის წინ უკრაინელი მუსიკოსების ანსამბლი შექმნა, ზაფხულში ევროპასა და აშშ–ში ტურნეში გაემგზავრება. მონასტირსკა კი ბეთჰოვენის ფიდელიოდან არიას შეასრულებს, რომელიც მშვიდობის, უსამართლობის და ადამიანურობის თემებს ეხება.

“ის უკრაინული საქმის ძლიერი, ხმამაღალი სიმბოლოა და ეს ტურნეს ყოველ საღამოს გამოჩნდება, როცა ბეთჰოვენის ნაწარმოებს იმღერებს ჩაგვრის წინააღმდეგ და თავისუფლების მხარდასაჭერად. არიის შესავალი რეჩიტატივი, რომელსაც ის მღერის თავისუფლად შეიძლება უშუალოდ პუტინს მიუსადაგო.“

გელბა ამბობს, რომ უკრაინელი მომღერალი პირველ რიგში მისი ძალიან ლამაზი და უჩვეულოდ ძლიერი ხმის გამო შეარჩია.

ლუდმილა მონასტირსკა კიევში დაიბადა, სწავლობდა უკრაინის კონსერვატორიებში და კარიერის ადრეულ ეტაპზე ოპერის თეატრებში მღეროდა. მსოფლიო სცენაზე 2010 წელს გამოჩნდა, როცა 35 წლის იყო. ბერლინის ოპერის სცენაზე ის ტოსკაში მთავარ პარტიას ასრულებდა.

მეტროპოლიტენ ოპერაში მისი დებიუტი 2012 წელს შედგა, როცა ვერდის აიდაში მთავარი როლი შეასრულა და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ჩვენი შეიარაღებული ძალები იცავენ სიმართლეს და შესაბამისად, უკრაინის მომავალს – ზელენსკი

''ჩვენი შეიარაღებული ძალები იცავენ ჩვენს სამშობლოს, ეს კი ყველაზე ძლიერ მოტივაციას იძლევა. ისინი იბრძვიან...

აგენტურის პატრონები კანდიდატის თემის აქტუალიზებას ისევ შეეცდებიან – ივანიშვილის დეპუტატები

"ამაში მხოლოდ ერთი ლოგიკა შეიძლება დავინახოთ: სინამდვილეში, ისინი დემოკრატიაში სრულიად სხვა რამეს, კერძოდ – აგენტოკრატიას გულისხმობენ....

ვხედავთ დაღუპულთა ოჯახების ბედით თამაშის მცდელობას, რასაც არ დავუშვებთ – წულუკიანი

''პირველ რიგში, მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო ყველა ფრონტზე დაღუპული ადამიანის შვილების, დედმამიშვილების, მშობლების, ნათესავების,...

The Guardian: უკრაინა ტაქტიკურ გამომგონებლობას იჩენს და კვლავ გვაოცებს

რიაზანისა და ენგელსის მახლობლად მდებარე ორ რუსულ საჰაერო ბაზაზე აფეთქებები კიევის ტაქტიკური ოსტატობისა და...

ბოლო 24 საათში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 7 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის ვერხნოკამიანსკეს,...

რუსეთში, კურსკის აეროდრომზე აფეთქება მოხდა

კურსკის აეროდრომის მიდამოში დრონის თავდასხმის შედეგად ნავთობის შესანახი ავზი აფეთქდა. ამის შესახებ  კურსკის რეგიონის...

პუტინი ბუნკერში გამოკეტეს, რომ ხალხი არ შეაშინონ “ლიდერის” ჯანმრთელობის მდგომარეობით –ფეიგინი (ვიდეო)

რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი ვარაუდობს, რომ პუტინი ბუნკერშია დამალული, რათა ხალხი დიქტატორის ავადმყოფური იერით...

არავის წაუყვანია, რა გვჭირს ჩვენ ვინმეს წასაყვანი – ჯამბულათ ხოფერიას მამა ღარიბაშვილს

"მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს სიტყვაზე ვამბობ უადგილოდ უაზროდ ნათქვამ სიტყვაზე უბრალოდ ქვეყნის მმართველს...

დასახელებულია 2022 წლის ყველაზე დაუცველი პაროლები: შეამოწმეთ არის თუ არა თქვენი სიაში

NordPass-ის ექსპერტებმა გააანალიზეს 2022 წელს მონაცემთა დარღვევის შედეგად გაზიარებული 3TB პაროლები და შეადგინეს 200 ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს სუსტი პაროლის სია. ათი "ლიდერი" წლიდან...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

დემი მური ბოიფრენდს დაშორდა

ამერიკელი მსახიობი დემი მური, რომელმაც ცოტა ხნის წინ 60 წლის იუბილე მხიარულად აღნიშნა, როგორც ჩანს, ისევ  მარტოა. Us Weekly-ის ცნობით, ის თავის ბოიფრენდს, შვეიცარიელ...