ნონა მამულაშვილმა პარლამენტი და ნაციონალური მოძრაობა დატოვა

ნონა მამულაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას“ და საქართველოს პარლამენტს ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მამულაშვილი განცხადებაში განმარტავს პოლიტიკაში მოსვლის მიზეზებს და აცხადებს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინო პარლამენტია დამოუკიდებლობის ისტორიაში.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობას”, მამულაშვილის თქმით, პარტია დიდი ხანია დაიცალა პოლიტიკისგან, სისტემური პრობლემები არ იძლევა სიახლის და გაჯანსაღების შესაძლებლობას.

“მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარლამენტს და “ნაციონალურ მოძრაობას”.

ორი წლის წინ პოლიტიკასა და პარლამენტში ერთადერთი მიზნით მოვედი, რომ მემუშავა ქვეყნის პროდასავლური განვითარებისთვის, ანუ, ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დაცული გარემოს შესაქმნელად.

გარემოში, სადაც სიღარიბე და უიმედობა ერთად ტანჯავს ქვეყანას, როცა ციხეში პოლიტიკური პატიმრები არიან, ოლიგარქიულმა სისტემამ კი ევროპული მომავალი ხელიდან გამოგვგლიჯა – საქართველოს პარლამენტი ქცეულია ადგილად, სადაც ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი კეთდება და ვერაფერი გაკეთდება.

მეათე მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინო პარლამენტია დამოუკიდებლობის ისტორიაში, ამას საზოგადოების მხოლოდ 16 პროცენტიანი ნდობაც ადასტურებს. ამ პარლამენტის უმრავლესობამ ხელი მოაწერა ქვეყნისთვის ევროპული მომავლის ნგრევას, რითიც უღალატა ყველა წინა მოწვევის პარლამენტის სულისკვეთებას და რაც მთავარია, ხალხის ნებას.

რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, პარტია დიდი ხანია დაიცალა პოლიტიკისგან. სისტემური პრობლემები არ იძლევა სიახლის და გაჯანსაღების შესაძლებლობას. ტრაგიკული ისაა, რომ ეს ერთსა და იმავე დროს ყველას და არავის ბრალია, რაც პოლიტიკურ ჩიხს კიდევ უფრო ამყარებს.

მე დღესაც, როგორც 2020 წელს იგივე და მარტივი მიზანი მაქვს – მოქმედება. ვხედავ, რომ დღეს ამ ქვეყნის ინტერესებისთვის მუშაობა პარტიული პოლიტიკის გარეთ უფროა შესაძლებელი”,- წერს მამულაშვილი.

მამულაშვილის განცხადებით, უერთდება პლატფორმა “გამზირს”, სადაც ქართველ, ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან ერთად, მუშაობენ მასშტაბური, ქვეყნისთვის საჭირო საერთაშორისო პროექტის დასაწყებად, რისი მიზანიც, “რა თქმა უნდა, ქვეყნის დასავლური მომავლისთვის ბრძოლა იქნება”.

ოცნების ერთ–ერთი ლიდერი ამბობს, რომ საქართველოში ჩეჩენი ბიზნესმენი და გროზნოს ყოფილი მერი იმყოფებოდნენ

ქართული ოცნების რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ფეისბუქზე წერს,  რომ საქართველოში იმყოფებოდნენ ჩეჩენი ბიზნესმენი, გროზნოს...

“ივანიშვილის მთავრობა ამ გეგმის აღსრულებაში ეხმარება რუსეთს“…–ლაშა ბუღაძე

კლაუზევიცის ცნობილი აზრის მიხედვით, ომი პოლიტიკის გაგრძელებაა, ოღონდ სხვა მეთოდებით... ანუ ნებისმიერ ომს პოლიტიკური...

ტაივანის სრუტეში აშშ-ისა და ჩინეთის სამხედრო ხომალდები ლამის ერთმანეთს შეეჯახა (ვიდეო)

კანადურ-ამერიკული ერთობლივი მისიის დროს ჩინეთის სამხედრო ხომალდი ტაივანის სრუტეში კინაღამ შეეჯახა ამერიკულ გამანადგურებელს. ამის...

ვაგნერელებს ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ ბახმუტი – მალიარი

"ქალაქ ბახმუტში მდგომარეობა სტაბილურია. ჩვენ ვაკონტროლებთ ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბნებს. ვაგნერელებს ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ...

ყურადღებით ვაკვირდებით მათ საქმეებს, ვინც პარლამენტთან აქციაზე დააკავეს – აშშ-ის საელჩო

"აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება იმ პირთა საქმეებს, რომლებიც 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის...

ვინახულეთ დაკავებულები, დღევანდელ აქციას მონიტორინგს გავუწევთ – ომბუდსმენის მოადგილე

"ვინახულეთ დაკავებულები, დღევანდელ აქციას მონიტორინგს გავუწევთ" - ამის შესახებ, სახალხო დამცველის მოადგილემ ელენე ღუდუშაურმა ფორმულასთან...

3 ადამიანის დაღუპვის შემდეგ, ზელენსკიმ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე  თავშესაფრების შემოწმების ბრძანება გასცა

მას შემდეგ, რაც  რამდენიმე დღის წინ უკრაინაში საჰაერო დაბომბვას 9 წლის გოგონა, მისი დედა...

ლევან ნიშნიანიძეს პატიმრობა გაუხანგრძლივეს, ოჯახს საჭმლის შეგზავნის უფლება არ მისცეს – გირჩი-მეტი თავისუფლება

გუშინ, 2 ივნისს პარლამენტთან დაკავებულ ლევან ნიშნიანიძეს პატიმრობა ხვალამდე გაუხანგრძლივეს და ოჯახს საჭმლის შეგზავნის...

მეტეოროლოგები მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ ზაფხულს უწინასწარმეტყველებენ. გამოქვეყნდა განახლებული 5 წლიანი პროგნოზი

ბოლო რვა წელი ყველაზე ცხელი იყო პლანეტის ისტორიაში, ევროპამ და ჩინეთმა კი გასულ წელს უპრეცედენტო ცხელი ზაფხული გადაიტანეს.  მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია...

“იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს” – ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე განცხადებას ავრცელებს

"ძალიან ბევრ ე.წ. კლუბურ ნარკოტიკში, რომლებიც ითვლება უსაფრთოხოდ, გარეულია "ფენტანილი". "ფენტანილი" კი იწვევს ზედოზირებას - სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს" - ამის შესახებ ნარკოლოგი...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...