ოპოზიციური პარტიები ხვალ ამომრჩევლის მობილიზებისთვის მუშაობენ – კალაძე

კახა კალაძე არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მონაწილეობაზე საჯარო უარის მიუხედავად, ოპოზიციური პარტიები აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლების მობილიზებისათვის.

“მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ საჯაროდ უარი განაცხადა მონაწილეობაზე, მათი კანდიდატები ხვალ წარმოდგენილები იქნებიან საარჩევნო ბიულეტენებზე და ისინი კვლავაც სრულფასოვან კანდიდატებად რჩებიან. გარდა ამისა, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების დიდ ნაწილში ოპოზიციური პარტიები აქტიურად მუშაობენ ხვალ ამომრჩევლების მობილიზებისათვის.

აქედან გამომდინარე, გვსურს მოვუწოდოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ისევე იაქტიურონ ხვალ, როგორი აქტიურობითაც გამოირჩეოდნენ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში. გთხოვთ მხარი დაუჭიროთ ჩვენს მიერ დასახელებულ ღირსეულ კანდიდატებს, რომლებიც გამოირჩევიან ქვეყნის სიყვარულითა და პროფესიონალიზმით”,– აცხადებს კახა კალაძე.

ხვალ, 17 ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელშიც მხოლოდ ქართული ოცნება მიიღებს მონაწილეობას. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

 

ციხიდან ივანიშვილის მმართველობის პატიმრის, ნიკა მელიას სიტყვები მივიღე – პავილიონისი

ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგის პავილიონისი აცხადებს, რომ ციხიდან "ივანიშვილის მმართველობის პატიმრის", ნიკა მელიას სიტყვები...

ჩვენ გვაქვს COVID-19-ის 300 შემთხვევა, ისრაელს 4-5 ათასი, უკეთესად ვმუშაობთ – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიც ცერცვაძე ამტკიცებს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის,...

ვაქცინაციის გარეშე შეზღუდვების მოხსნა გრძელვადიანი ვერ იქნება – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ გერმანია მესამე, ამერიკა კი კორონავირუსის მე–4 ტალღის...

მოზრდილი მოსახლეობის 25% რომ აიცრას, ცოტა არ არის პირველი წლისთვის – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ თუ საქართველოში წელს 700 ათასი ადამიანი, ანუ...

ავღანეთში ISIS-მ ადგილობრივი ტელევიზიის სამი ქალი თანამშრომელი მოკლა

BBC-ს ინფორმაციით, ავღანეთში, ISIS-მ  ადგილობრივი ტელევიზიის სამი ქალი თანამშრომელი მოკლა. გამოცემის ცნობით,  თავდასხმა მაშინ...

Freedom House-ს დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომებია, ცდებიან – სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, Freadom House–ის...

სამომხმარებლო პროდუქციაზე შესაძლოა სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“(CSRDG) პარლამენტში პეტიცია წარადგინა, რომელითაც სახელმწიფოსგან სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების...

ინტერპოლმა Covid19-ის ყალბი ვაქცინების ქსელი გაანადგურა

ინტერპოლის ცნობით ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკასა და ჩინეთში Covid19-ის ყალბი ვაქცინების ქსელი გაანადგურა, ამოღებულია ათასობით...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო