ოპტიმალური მგონია AstraZeneca-ს ვაქცინა, ჩინურ ვაქცინაზე რეკომენდაცია არ გამიცია–თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ მას ჩინურ ვაქცინაზე რეკომენდაცია არ გაუცია და ამის წარმოჩენას “ცალკეული მედია-საშუალებები, შესაშური გულმოდგინებით ცდილობენ”.

ცერცვაძე Facebook-ზე წერს, რომ ის არ არის საკოორდინაციო საბჭოს წევრი და არ მონაწილეობს ქვეყანაში ამა თუ იმ ვაქცინის შემოტანის გადაწყვეტილების მიღებაში.

ცერცვაძის თქმით, მას საქართველოსთვის ოპტიმალურად AstraZeneca-ს ვაქცინა მიაჩნია. მისი თქმით, Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინებისგან განსხვავებით, აღნიშნული ვაქცინა “თავისუფალია ლოჯისტიკური სიძნელეებისგან“.

“ბოლო დღეებში ცალკეული მედია-საშუალებები, შესაშური გულმოდგინებით ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ თითქოს მე რეკომენდაციას ვუწევ ქვეყანაში ჩინური წარმოების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანას,რაც სინამდვილეს არ შეეფერება. ამასთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო შემდეგი:
1. მე ვხელმძღვანელობ მხოლოდ COVID-19-ის კლინიკური მართვის ჯგუფს, არ ვარ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრი და შესაბამისად, არ ვმონაწილეობ ქვეყანაში ამა თუ იმ ვაქცინის შემოტანის გადაწყვეტილების მიღებაში საკონსულტაციო დონეზეც კი.
2. რამდენადაც ვიცი, ამჟამად ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ძალიან აქტიურად მუშაობს ქვეყანაში ხარისხიანი ვაქცინის რაც შეიძლება დროულად შემოტანაზე. მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამოდენიმე ვაქცინასთან დაკავშირებით მწარმოებელ ქვეყნებთან და კომპანიებთან. პროცესში ჩართულია ჯანმო-ს ხელძღვანელობა. ქვეყნის ხელმძღვანელობის პოზიციაა, რომ შემოიტანონ მხოლოდ ის ვაქცინა, რომელსაც ექნება ჯანმო-ს პრეკვალიფიკაცია (რეკომენდაცია) ან რომელიმე სერიოზული მარეგულირებლის (FDA და სხვ.) რეკომენდაცია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგადად ვაქცინებზე ძალიან დიდი მოთხოვნის გამო შესაძლოა გაძნელდეს ან ვერც მოხერხდეს მაინცდამაინც იმ კონკრეტული ვაქცინის შემოტანა, რომელიც ქვეყანას ყველაზე მეტად აწყობს.
3. პირადად მე საქართველოსთვის ოპტიმალურად მიმაჩნია ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია „AstraZeneca“-ს მიერ წარმოებული ვაქცინის შემოტანა, ვინაიდან ეს უკანასკნელი არის მაღალი ხარისხის და სანდოობის (არანაკლები, ვიდრე „Pfizer”-ის ან “Moderna”-ს ვაქცინები) და ამავე დროს ის თავისუფალია ბოლო ორი ვაქცინისათვის აუცილებელი ლოჯისტიკური სიძნელეებისგან. კერძოდ, „AstraZeneca“-ს ვაქცინა არ საჭიროებს შენახვის და ტრანსპორტირებისათვის -80⁰ ან -20⁰ რეჟიმს და ინახება ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე. ჩემი ეს პოზიცია მკაფიოდ არის დაფიქსირებული ყველა ინტერვიუში და გასულია ტელევიზიით “tv-ფორმულა“-ში, „ფორმულა News“-ის ა.წ. 9 იანვრის საღამოს გადაცემაში (20:21 სთ) და „TV იმედში“ ა.წ. 11 იანვრის „ქრონიკის“ დილის გადაცემაში (11:18 სთ).
4. რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინას, მე აღვნიშნე და ვრჩები იმ აზრზე, რომ ის არ არის „ხელწამოსაკრავი“ და შესაძლოა იყოს არანაკლებ ეფექტიანი, რის სასარგებლოდაც მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ ვაქცინით ხდება მოსახლეობის ვაქცინირება ჩინეთში და ეს ვაქცინა შეიძინეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბრაზილიადა სხვ. მაგრამ ვიმეორებ, რომ მე არ გამიცია რეკომენდაცია ამ ვაქცინის შემოტანაზე, მითუმეტეს, რომ ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის.“– წერს თენგიზ ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძემ 10 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანაზეა საუბარი, მათ შორის ერთერთი ჩინური ვაქცინაა.

რაც შეეხება Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებს, ცერცვაძემ თქვა, რომ აღნიშნული ვაქცინები საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის.

საქართველოს სურს ნატო-ში გაწევრიანება და რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის – ნატოს გენერალური მდივანი

"საქართველოს სურს ნატო-ში გაწევრიანება და რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის "- ნატოს გენერალური მდივანი...

ელისაშვილის ქცევა მიმართულია იმისკენ, რომ დაიშალოს ოპოზიციური ერთობა – ბურჯანაძე

" ელისაშვილის ქცევა მიმართულია იმისკენ, რომ დაიშალოს ოპოზიციური ერთობა" - ამის შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემა...

ახალი სკანდალი თუ შერიგების მცდელობა–მეგან მარკლის მამა შვილზე დოკუმენტურ ფილმს იღებს

მეგან მარკლის შემთხვევაში ფრაზა – “ნათესავებს არ ირჩევენ“ განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ბრიტანეთის პრინცის, ჰარის...

მოსალოდნელი საფრთხის გამო, კაპიტოლიუმში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მოსალოდნელი საფრთხის გამო, კაპიტოლიუმში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ, BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული...

გვქონდა შეხვედრა და გარკვეული პირობები მისგან -იაგო ხვიჩია გიორგი ვაშაძის უარზე

"მოულოდნელი იყო ეს განცხადება, გვქონდა შეხვედრა და გარკვეული პირობები მისგან"- ამის შესახებ, "გირჩის" ლიდერმა,...

შეიძლება მედიცინაში მაგარი ხარ, მაგრამ მე ჯარიმების წერა მეხერხებაო – რას ჰყვება ქართველი ექიმი

"სოციალურ ქსელში ექიმი ოთო აბესაძე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და გვიან ღამით მომხდარს დეტალურად იხსენებს:"- ...

Amnesty International-მა ალექსეი ნავალნი სინდისის პატიმრად ცნო

ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა რუსეთის ხელისუფლებისგან ალექსეი ნავალნის დაუყოვნებელი და უპირობო...

არაა ის პიროვნება, რომელიც თავისი პოლიტიკური პოზიციით საქართველოსთვის რაიმე პოზიტივს გამოხატავდა – ვოლსკი...

"არაა ის პიროვნება, რომელიც თავისი პოლიტიკური პოზიციით საქართველოსთვის რაიმე პოზიტივს გამოხატავდა"- პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იმ ჩივილების ჩამონათვალი, რაც კოვიდ-ინფექცია გადატანილ პაციენტებს ხანგრძლივი...

შოუ ბიზნესი

ახალი სკანდალი თუ შერიგების მცდელობა–მეგან მარკლის მამა შვილზე დოკუმენტურ ფილმს იღებს

მეგან მარკლის შემთხვევაში ფრაზა – “ნათესავებს არ ირჩევენ“ განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ბრიტანეთის პრინცის, ჰარის მეუღლის ნახევარდამ მათ დაძაბულ ურთიერთობებს მთელი წიგნი მიუძღვნა, რომელიც იანვრის...

ვიდეო