“ორი მძევალ-სპიკერი ჰყავდა მძარცველს და ორივე ნაცი“–ქართული ოცნების პიარ მრჩეველი

ქართული ოცნების პიარ მრჩეველი, ლაშა ნაცვლიშვილი ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში მძევლების აყვანის ფაქტს ფეისბუქ სტატუსს უძღვნის და აქცენტს მძევლების პარტიულ კუთვნილებაზე აკეთებს:

“კაცთა მოდგმას კრიმინალი დაბადებიდან თან სდევს. პირველი გარდაცვლილი ადამიანიც ხომ ძმის მიერ იქნა მოკლული. რეალური ისტორია თუ მხატვრული ლიტერატურა დამნაშავეთა მრავალფეროვან პალიტრას გვინახავს. არტემიდას ტაძრის დაწვიდან ჯონ ლენონის მკვლელობამდე ათასწლეულებმა განვლო, მაგრამ უკან რომ მოიხედავ, აღმოაჩენ, რომ ჰეროსტრატე და დევიდ ჩეპმენი უფრო ჰგავან ერთმანეთს, ვიდრე აჩი და შოთი არველაძეები. კეთილშობილ მძარცველებსაც იცნობს ისტორია და ცივსისხლიან მანიაკებსაც. არსენა მარაბდელი, რობინ ჰუდი და რიაზანოვის ძეტოჩკინი; მფატრავი ჯეკი, ჩიკატილო და ეილინ უორნოსი. Тварь ли я дрожащая или право имею? – რასკოლნიკოვმა ეს დილემა, ხაზარაძეს არ ეწყონოს და, მევახშე დედაბერის მკვლელობით გადაჭრა – ასე უკუღმართად გაუმკლავდა უსამართლობას მისი მართლაც მთრთოლავი ეგო და სნეული გონება. მოკლედ, რა არ გადაგხვდენია და რა არ გვინახავს, მაგრამ მძარცველი ბანკში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანხლებით ბოროტ-მოქმედებდეს, ეს, მგონი, პირველად მოხდა და ისიც ზუგდიდში. კომუნიკაციის ეპოქა, ეტყობა, თავისას ითხოვს, მაგრამ იმას სად წაუვიდეთ, რომ ორი მძევალ-სპიკერი ჰყავდა მძარცველს და ორივე ნაცი, საკომუნიკაციო პლატფორმებად კი, თავად მოგეხსენებათ, რომელი არხები შეარჩია. რომ არ დამავიწყდეს, სპიკერებში გენდერული ბალანსიც მკაცრად იყო დაცული…“– წერს ნაცვლიშვილი.

აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს. შეხვედრას...

კოვიდ სასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და დაზიანებები მიაყენა

ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი...

ხელვაჩაურის მერი უკანონო მშენებლობისთვის 6000 ლარით დაჯარიმდა

ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე უკანონო მშენებლობისთვის 6 000 ლარით დააჯარიმა. მშენებელმა...

ასეთ ჩაკეტვას მოყვება ქვეყნის გარდაცვალება, არათუ ადამიანების – გიორგი ჩალაძე

''ასეთ ჩაკეტვას მოყვება ქვეყნის გარდაცვალება, არათუ ადამიანების'' - გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე...

მეტროს მემანქანეების დიდი ნაწილი ინფიცირებულია – პროფკავშირი ერთობა 2013

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, ერთობა 2013-ის ინფორმაციით, მეტროს მემანქანეების და სხვა პოზიციებზე...

საქართველოში კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა, -...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, COVID-19-ით კიდევ 34 პაციენტი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, საქართველოში...

პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან. შესაძლოა, ეს მოხერხდეს რაიმე ახალი,...

"ატლანტიკური საბჭოს" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდერ ვერშბოუმ განაცხადა, რომ...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო